ფილოსოფოსი ზაზა შათირიშვილი წერილს აქვეყნებს, რომელშიც საზოგადოებას უნგრეთში მოახლოებულ არჩევნებზე ამცნობს და განმარტავს, თუ რა იმალება ტრამპის ადმინისტრაციის მხრიდან ვიქტორ ორბანის მხარდაჭერის უკან და რეალურად როგორ იმოქმედებს მოქმედი ადმინისტრაციის ქმედებები უნგრეთის არჩევნებზე.
შათირიშვილის თქმით, ოლიგარქიულმა ოჯახებმა „სოციოლოგიური კვლევებით“ ჩააბეტონეს ტრამპის ადმინისტრაციის მხრიდან ევროპის მტრის ხატის შექმნა, როდესაც გამოაქვეყნეს ინფორმაცია, რომ ევროკავშირის მოქალაქეთა აბსოლუტური უმეტესობა აშშ-ს მეგობარ ქვეყნად აღარ მიიჩნევს.
„ერთი მხრივ, „დიპ სტეიტმა“ ტრამპის და მისი ადმინისტრაციის მხრიდან შექმნა უნგრეთის პრემიერის მომხრე გუნდი, რომელიც ღიად, დაუფარავად უცხადებს ორბანს პოლიტიკურ მხარდაჭერას. მეორე მხრივ, „დიპ სტეიტმა“ ტრამპის და მისი ადმინისტრაციისგან შექმნა პირწმინდად ანტიევროპული გუნდი, რომელიც ჯერ კრიტიკით უდგებოდა ევროკავშირს, ხოლო ბოლო პერიოდში ყველანაირი წითელი ხაზი გადაკვეთა და ისეთ შეურაცხმყოფელ განცხადებებს აკეთებს როგორც ევროპული ქვეყნების, ასევე ევროპელი პოლიტიკური ლიდერების მიმართ, რომ ეს არათუ პოლიტიკის ჩარჩოებს სცილდება, არამედ რაღაც ვულგარული ჭორაობის ნორმებსაც კი ვერ აკმაყოფილებს. ასე მაგალითად, რამდენიმე დღის წინ დონალდ ტრამპმა ემანუელ მაკრონს „ცოლის მიერ ნაცემი ქალაჩუნა“ უწოდა. საბოლოო ჯამში, შესაძლოა ცალკე აღებული მაკრონის, მერცის ან რომელიმე ლიდერის რეიტინგი მაღალი არ იყოს, მაგრამ მსგავსი თავდასხმები ტრამპის მხრიდან ევროპულ საზოგადოებას ნამდვილად აძლევს კონსოლიდაციის მუხტს.
საბოლოოდ კი შემდეგი სურათი დაიხატა – „დიპ სტეიტის“ საძულველი ვიქტორ ორბანი, რომელიც ასევე „დიპ სტეიტის“ ჯიბის ევროპულ ბიუროკრატიას ყველა საკვანძო გადაწყვეტილებაში ხელს უშლის, დონალდ ტრამპის და მისი ადმინისტრაციის იმედად დარჩა, მაგრამ ამავე დროს ეს ადმინისტრაცია პირწმინდად ანტიევროპულ სხეულად მოგვევლინა და ისე დალაგდა ყველაფერი, რომ ახლა ევროპის მაგინებელი ტრამპის მხარდაჭერა არათუ პოლიტიკურ სიძლიერეს, პირიქით – სერიოზულ პრობლემებს ნიშნავს. რამდენიმე დღის წინ, ოლიგარქიულმა ოჯახებმა მათთვის ნაცნობი მეთოდით, „სოციოლოგიური კვლევებით“ ჩააბეტონეს ტრამპის ადმინისტრაციის მხრიდან ევროპის მტრის ხატის შექმნა, როდესაც გამოაქვეყნეს ინფორმაცია, რომ ევროკავშირის მოქალაქეთა აბსოლუტური უმეტესობა აშშ-ს მეგობარ ქვეყნად აღარ მიიჩნევს“- ვკითხულობთ შათირიშვილის წერილში.











