პოლიტიკა

ზაზა შათირიშვილი: ვიქტორ ორბანი „დიპ სტეიტმა“ საკმაოდ რთულ ვითარებაში ჩააგდო- ის, რაც ორბანისათვის პოლიტიკური ქულების მომტანი უნდა ყოფილიყო, ანუ აშშ-ის მხარდაჭერა, არჩევნების წინ ყველაზე დიდ თავის ტკივილად გადაიქცა

„დიპ სტეიტის“ საძულველი ვიქტორ ორბანი, რომელიც ასევე „დიპ სტეიტის“ ჯიბის ევროპულ ბიუროკრატიას ყველა საკვანძო გადაწყვეტილებაში ხელს უშლის, დონალდ ტრამპის და მისი ადმინისტრაციის იმედად დარჩა, მაგრამ ამავე დროს ეს ადმინისტრაცია პირწმინდად ანტიევროპულ სხეულად მოგვევლინა და ისე დალაგდა ყველაფერი, რომ ახლა ევროპის მაგინებელი ტრამპის მხარდაჭერა არათუ პოლიტიკურ სიძლიერეს, პირიქით – სერიოზულ პრობლემებს ნიშნავს- ამის შესახებ ფილოსოფოსი ზაზა შათირიშვილი მის მიერ გამოქვეყნებულ წერილში აღნიშნავს. 

ფილოსოფოსის თქმით, „ვიქტორ ორბანისათვის არაფორმალური ოლიგარქიული ოჯახების მხრიდან დაგებული ეს ხაფანგი, ასევე გეგმის მიხედვით იდეალურად გამოიყენა ორბანის მთავარმა კონკურენტმა, პეტერ მაგიარმა – რომელმაც პირდაპირ თქვა, რომ ანტიევროპული განწყობების მქონე ტრამპის ადმინისტრაციის გულშემატკივრობა, მათ შორის ჯეი დი ვენსის სტუმრობა ბუდაპეშტში ორბანის მხარდასაჭერად არის ქვეყნის შიდა საქმეებში უხეში ჩარევა და რომ ამ ყველაფერს უნგრელი ხალხი არჩევნებზე გასცემს პასუხს“

მისივე თქმით, თუ ვიქტორ ორბანი არჩევნებში დამარცხდება – „დიპ სტეიტი“ საბოლოოდ გაიფორმებს ევროკავშირის ბიუროკრატიას და შემდეგ ამ ძალის გამჩერებელი, სამწუხაროდ, უახლოეს მომავალში, აღარავინ იკვეთება. 

„რთულია, უნგრელ ოპოზიციონერს არ დაეთანხმო – სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის მოყვარული უნგრელი ხალხი თანაბრად ღიზიანდება როგორც ევროპული ბიუროკრატიის, ასევე გაფორმებული ანტიევროპელი ტრამპის და მისი ადმინისტრაციის ჩარევაზე ქვეყნის შიდაპოლიტიკურ პროცესებში, რამაც შესაძლოა ვიქტორ ორბანისთვის სავალალო შედეგი მოიტანოს. რომ შევაჯამოთ – პატრიოტი და დამოუკიდებელი, საკუთარი ქვეყნის სუვერენიტეტისათვის მებრძოლი ვიქტორ ორბანი „დიპ სტეიტმა“ საკმაოდ რთულ ვითარებაში ჩააგდო – პოლიტიკური პარტნიორის ძიების პროცესში მას ტრამპი დაუმეგობრა, მაგრამ ამავე დროს ამავე ტრამპისგან ევროპელების მაგინებელი და ევროპის მტერი შექმნა. საბოლოოდ, ის რაც ორბანისათვის პოლიტიკური ქულების მომტანი უნდა ყოფილიყო, ანუ აშშ-ს მხარდაჭერა, არჩევნების წინ ყველაზე დიდ თავის ტკივილად გადაიქცა. ასეთი მრავალშრიანი, გრძელ ვადაზე გათვლილი და მზაკვრული გეგმები ახასიათებთ ოლიგარქიულ ოჯახებს და სამწუხაროა, რომ ვიქტორ ორბანმა ეს ვერ გათვალა. ახლა მას კარტები აღარ უჭირავს ხელში – ახლა ყველაფერი უნგრელი ხალხის გონიერებაზეა დამოკიდებული. დარწმუნებული ვარ, თუ ამ არჩევნებში საზოგადოება „დიპ სტეიტის“ ხაფანგს არ წამოეგება – გამარჯვების შემდეგ თავად ორბანიც გადააფასებს ყველაფერს და შეცდომისგან სათანადო დასკვნებს გამოიტანს. მეორე მხრივ, თუ მას გადაირჩევენ – „დიპ სტეიტი“ საბოლოოდ გაიფორმებს ევროკავშირის ბიუროკრატიას და შემდეგ ამ ძალის გამჩერებელი, სამწუხაროდ, უახლოეს მომავალში, აღარავინ იკვეთება“- ვკითხულობთ შათირიშვილის წერილში. 

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა