მოხარული ვარ, გაცნობოთ, რომ ირანის ისლამური რესპუბლიკა და ამერიკის შეერთებული შტატები, მოკავშირეებთან ერთად, შეთანხმდნენ ცეცხლის შეწყვეტაზე ყველგან, მათ შორის ლიბანსა და სხვაგან, რაც დაუყოვნებლივ შედის ძალაში, – ამის შესახებ პაკისტანის პრემიერ-მინისტრი შეჰბაზ შარიფი სოციალურ ქსელში წერს.
შეჰბაზ შარიფი მხარეების ამ ნაბიჯს გონივრულს უწოდებს და ორივე ქვეყანას მადლობას უხდის.
„მივესალმები ამ გონივრულ ჟესტს და დიდ მადლიერებას გამოვხატავ ორივე ქვეყნის ხელმძღვანელობის მიმართ. ასევე, მათ დელეგაციებს პარასკევს, 2026 წლის 10 აპრილს ვიწვევ ისლამაბადში, რათა გაგრძელდეს მოლაპარაკებები საბოლოო შეთანხმების მისაღწევად და ყველა დავის მოსაგვარებლად. ორივე მხარემ გამოავლინა შესანიშნავი სიბრძნე და ურთიერთგაგება და კონსტრუქციულად იყვნენ ჩართული მშვიდობისა და სტაბილურობის ხელშეწყობაში. ჩვენ გულწრფელად ვიმედოვნებთ, რომ „ისლამაბადის მოლაპარაკებები“ წარმატებით მიაღწევს მდგრად მშვიდობას და იმედი გვაქვს, რომ უახლოეს დღეებში კიდევ უფრო მეტ კარგ სიახლეს გაგიზიარებთ“, – წერს შეჰბაზ შარიფი.











