პოლიტიკა

9 აპრილის მემორიალთან, აქციის მონაწილეები მოქალაქეებს „იმედთან“, რუსთავი 2“-თან და „საზმაუსთან“ ინტერვიუს ჩაწერის საშუალებას არ აძლევენ

მემორიალთან შეკრებილი აქციის მონაწილეები მოქალაქეებს რამდენიმე მედიასაშუალებასთან, მათ შორის ტელეკომპანია „იმედთან“, „რუსთავი 2“-თან და საზოგადოებრივ მაუწყებელთან ინტერვიუს ჩაწერის საშუალებას არ აძლევენ.

ცოტა ხნის წინ აქციის რამდენიმე წარმომადგენელსა და 9 აპრილის ერთ-ერთ მონაწილეს შორის სიტყვიერი შელაპარაკება მოხდა.

შელაპარაკება მას შემდეგ დაიწყო, რაც აქციის რამდენიმე მონაწილემ 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნისთვის პატივის მისაგებად მისულ მოქალაქეს უთხრა, რომ კონკრეტული მედიასაშუალებებისთვის სატელევიზიო კომენტარი არ მიეცა.

„თქვენ ინტერვიუს აძლევთ იმ არხებს, რომლებიც არიან რუსეთის მსახურები და ამის გამო დასანქცირებულები. თქვენ ემსახურებით „ქოცებს“, – მიმართა აქციაზე შეკრებილთაგან ერთ-ერთმა 9 აპრილის მონაწილეს, რაზეც მოქალაქემ უპასუხა:

„რა შუაშია არხი? ქართველია და ველაპარაკები ქართულად. როგორ შეიძლება, ერზე ეგეთი რამ ილაპარაკო. ვინ არიან რუსეთის მსახურები? იქნებ თქვენ ხართ აგენტი, ისეთ შეკითხვებს მისვამთ“.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა