პოლიტიკა

ამირან სალუქვაძე: 9 აპრილის მემორიალთან პოლიტიკური პროვოკაციები, ბილწსიტყვაობა, აქციები ვერ მართლდება ვერანაირი არგუმენტებით. თუმცა, იმ აკაცუკებს რაზე უნდა ესაუბრო, ვინც მემორიალზე ფეხებით ადის და ტინგიცობს?! – წლებია მიზანმიმართულად აფინანსებენ პოლიტიკის მარგინალიზაციას

9 აპრილს 9 აპრილის მემორიალთან პოლიტიკური პროვოკაციები, ბილწსიტყვაობა, აქციები ვერ მართლდება ვერანაირი არგუმენტებით. თუმცა, იმ აკაცუკებს რაზე უნდა ესაუბრო, ვინც 9 აპრილის მემორიალზე ფეხებით ადის და ტინგიცობს?!- ამ სიტყვების ეხმაურება ანალიტიკოსი ამირან სალუქვაძე 9 აპრილის მემორიალთან განვითარებულ მოვლენებს.

სალუქვაძის განცხადებით, წლებია უკვე მიზანმიმართულად ხდება პოლიტიკის მარგინალიზაციის წახალისება და დაფინანსება.

„9 აპრილს 9 აპრილის მემორიალთან პოლიტიკური პროვოკაციები, ბილწსიტყვაობა, აქციები ვერ მართლდება ვერანაირი არგუმენტებით. თუმცა, იმ აკაცუკებს რაზე უნდა ესაუბრო, ვინც 9 აპრილის მემორიალზე ფეხებით ადის და ტინგიცობს?! წლებია მიზანმიმართულად ახდენენ, ახალისებენ, აფინანსებენ პოლიტიკის მარგინალიზაციას. 9 აპრილს, რა მოტივებსაც არ უნდა ამოეფაროთ, ტინგიცის მოწყობა 9 აპრილის მემორიალთან არის დამოუკიდებელი საქართველოს ერთ-ერთი ფასეულობის შეუეაცხყოფა. სამწუხაროა, რომ ბოლო წლებში მუდმივად გვიწევს ამ ანა-ბანას ახსნა 9 აპრილს და 26 მაისს. მერე გიკვირთ დამოკიდებულება. არადა, 9 აპრილს რომ თავი დავანებოთ, ვნების კვირაა, დიდი ხუთშაბათია. დგანან, ილანძღებიან, იგინებიან და პროვოკაციებს სხვებს აბრალებენ. ალბათ, 17 მაისის მსგავსად, მოგვიწევს, რომ 9 აპრილსაც მთელი ერი გავიდეთ,“- წერს ამირან სალუქვაძე.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა