პოლიტიკა

„ოპოზიციის ალიანსი“ – უნგრეთის ახალ მთავრობას წარმატებას ვუსურვებთ და იმედს გამოვთქვამთ, რომ ახალ რეალობაში არსებითად შესუსტდება ევროკავშირში პუტინის რუსეთისთვის სასარგებლო ძალების გავლენა

„ოპოზიციის ალიანსი“ ვულოცავთ უნგრელ ხალხს საპარლამენტო არჩევნებში პიტერ მადიარის ლიდერობით პარტია „ტისას“ გამარჯვებას, რაც ცალსახად არის უნგრელი ხალხის მკაფიო და მტკიცე არჩევანი დემოკრატიის მხარდასაჭერად, – ამის შესახებ ნათქვამია „ოპოზიციის ალიანსის“ განცხადებაში.

„უნგრეთი წარმოადგენს ევროპული ცივილიზაციის განუყოფელ ნაწილს, რაც ვიქტორ ორბანის მხრიდან მარცხის აღიარებაშიც მკაფიოდ გამოიხატა: ხელისუფლების მშვიდობიანი გადაბარება დემოკრატიული ტრადიციის ერთ-ერთი უმთავრესი მონაპოვარია. უნგრეთის მყარი და მკაფიო პოზიცია რუსეთთან და თავისუფალი სამყაროს სხვა მტრებთან მიმდინარე დაპირისპირებაში უაღესად მნიშვნელოვანია საქართველოსთვის და მთელი თავისუფალი სამყაროსთვის.

ვუსურვებთ უნგრეთის ახალ მთავრობას წარმატებას და იმედს გამოვთქვამთ, უნგრელი ხალხის არჩევანით შექმნილ ახალ რეალობაში არსებითად შესუსტდება ევროკავშირში და მთლიანად თავისუფალ სამყაროში პუტინის რუსეთისთვის სასარგებლო ძალების გავლენა და გაღრმავდება უსაფრთხოების სფეროში თავისუფალ ერთა თანამშრომლობა“, – ნათქვამია განცხადებაში.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა