როდესაც დავწერე ორბანი წააგებს მეთქი, არავის არ უნდოდა დაჯერება! მეტიც, ცდებიო!!! ,-ასე ეხმაურება ლალი მოროშკინა უნგრეთის არჩევნებს, რომლის შედეგადაც ვიქტორ ორბანის პარტია დამარცხდა.
„ზოგადად მოვიკოჭლებთ PR-ში და ჯიუტად არ ვიმჩნევთ. ტრამპი, გოგოების მკვლელი, ეფშტეინ გამოვლილი, ადექვატურობას ჩამოშორებული ფლიდი, წამგებიანი ფივურაა და როდესაც ვიღაცას ეხმარება-ეს პროექტი უკვე განწირულია! ცხადი იყო, რომ ვერც ოჯახურ ფასეულობებზე საუბარი, ვერც ანტი “ლგბტ” პროპაგანდა ვერ გადაფარავდა იმ კორუფციას, რაც უნგრეთში წლებია თვალსაჩინოა.
სამწუხაროდ, ხშირად გადამეტებული გალაშქრება ბრიუსელის წინააღმდეგ, იმთავითვე ხაფანგში თავის გამომწყვდევაა. ახლა “დომინოს პრინციპით” ორბანს ევროპის სხვა კონსერვატული ფლანგიც მიყვება.
არასოდეს არ შეიძლება მოწინააღმდეგის პოტენციალის უგულებელყოფა! არასოდეს არ შეიძლება ტყუილი მოლოდინებით საზოგადოების კვება.
ახლა ისმის კითხვა, რას მოგვიტანს ეს ჩვენ? არც არაფერს არ მოიტანს და არც არაფერს არ წაიღებს. ჩვენ არც უნგრეთის მეზობლები ვართ და არც ევროკავშირის წევრები. საქართველოს მართებს ნეიტრალურ მოთამაშედ პოზიციონირება. დიახ, როგორც ტრადიციულ, ქრისტიანულ, დამოუკიდებელ ქვეყნად, მაგრამ ამავე დროს პირველ რიგში კეთილმეზობლური დამოკიდებულებით! მას შემდეგ, რაც უკრაინამ არაერთ ვერბალურ შეურაცხყოფასთან ერთად საქართველოს #1 მტერი მაღალ და გავლენიან თანამდებობაზე დანიშნა, ხოლო აშშ-მ ვიზებზე ხარკი დაგვიწესა, განა არ ღირს მათთან ურთიერთობის გადახედვა? მას მერე, რაც რუსეთმა ფრენები აღადგინა, უფასო სწავლების უფლება მისცა ასობით ქართველს(ვისაც აინტერესებს მოიკითხოს რაოდენობა), გაუმარტივა ყოფა ქართველ ემიგრანტებს, ხელმოსაწვდომი გახადა მკურნალობა, ხოლი საელჩომ დაიწყო საგანმანათლებლო და კულტურული ღონისძიებები(რასაც ვერ დაიკვეხნის საქ.საელჩო რუსეთში და ნუ მოვიტყუებთ თავს, რომ არ გვყავს) იქნებ ღირს პრიორიტეტების განსაზღვრა, თორემ უნგრეთით წახალისებული 500 დღიანი, მსუყედ დაფინანსებული აკაცუკები ოქტომბერში გადატრიალებას აპირებენ და რა ვიცი, რა ვიცი….. აღდგომა და ხვალეო…“,-წერს მოროშკინა სოციალურ ქსელში.











