უცხოური მედია

ჯორჯ სოროსის შვილი- „უნგრეთის მოსახლეობამ საკუთარი ქვეყანა დაიბრუნა!“

უნგრეთში გამართული არჩევნების შედეგებს, რომლის მიხედვითაც ვიქტორ ორბანის 16-წლიანი მმართველობა დასრულდა, ჯორჯ სოროსის ვაჟი, ალექს სოროსი, სოციალურ ქსელში აქტიურად გამოეხმაურა.

„უნგრეთის მოსახლეობამ საკუთარი ქვეყანა დაიბრუნა! ეს არის ფესვგადგმული კორუფციისა და საგარეო ჩარევის მკაფიო უარყოფა“, — განაცხადა მან.

შეგახსენებთ, სოროსსა და უნგრეთის ყოფილ ხელისუფლებას შორის დაძაბული ურთიერთობა წლების განმავლობაში არსებობდა. უნგრეთის მთავრობამ მიიღო საკანონმდებლო პაკეტი სახელწოდებით „შეაჩერე სოროსი“, რამაც ქვეყანაში „ღია საზოგადოების ფონდის“ საქმიანობა პრაქტიკულად შეუძლებელი გახადა. სოროსის ფონდი იძულებული გახდა ბუდაპეშტიდან ბერლინში გადასულიყო, ხოლო მის მიერ დაარსებულმა ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტმა (CEU) საქმიანობა ვენაში განაგრძო.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა