ᲘᲜᲤᲝᲤᲝᲡᲢᲐᲚᲘᲝᲜᲘ
ᲑᲝᲚᲝ მედია: სომხეთში ოპოზიციური პარტიის „ძლიერი სომხეთის“ ლიდერი, სამველ კარაპეტიანი დააკავეს დღეს 0 მასალა
  • ამინდი: MET Norway
  • თბილისი11°C
  • ბათუმი15°C
  • ქუთაისი13°C
  • რუსთავი13°C
  • ზუგდიდი13°C
  • თელავი10°C
  • გორი12°C
  • ახალციხე9°C
  • ოზურგეთი14°C
  • ამბროლაური10°C
  • მესტია5°C
  • ფოთი15°C
  • ეროვნული ბანკის კურსი 5 ნოემბერი
  • USD2.5958−0.0012
  • EUR2.9198+0.0151
  • GBP3.4991+0.0160
  • TRY0.0519
  • 100 RUB3.1727−0.0110
  • AZN1.5272−0.0007
  • 1000 AMD7.2030−0.0033
  • 10 UAH0.5699+0.0011
ამბავიკულტურა117 ნახვა

„გზა უშენოდ“ – ბათუმის თანამედროვე ხელოვნების სივრცეში ნუცა დუჩიძის პერსონალური გამოფენა გაიმართა

„გზა უშენოდ“ – ბათუმის თანამედროვე ხელოვნების სივრცეში ნუცა დუჩიძის პერსონალური გამოფენა გაიმართა

ბათუმის თანამედროვე ხელოვნების სივრცეში მხატვარ ნუცა დუჩიძის პერსონალური გამოფენა „გზა უშენოდ“ გაიხსნა. ექსპოზიცია, რომელიც ორ განსხვავებულ სივრცეშია განთავსებული, ერთმანეთისგან სრულად განსხვავებულ სტილსა და ემოციებს აერთიანებს. ნამუშევრების ნაწილი სპეციალურად ამ გამოფენისთვის შეიქმნა და ავტორმა ისინი წლების წინ ტრაგიკულად დაღუპული მეუღლის, გენერალ გია გულუას ხსოვნას მიუძღვნა.

„ბათუმში ეს ჩემი მეორე პერსონალური გამოფენაა. ეს განსაკუთრებული ქალაქია, სადაც ძალიან აფასებენ ხელოვნებას, ამიტომ მინდოდა, სრულიად განსხვავებული სტილის ნახატები ჩამომეტანა. „გზა უშენოდ“ ასახავს იმ გზას, რისი გავლაც ქალს საყვარელი ადამიანის დაკარგვის შემდეგ უწევს. თუმცა, ექსპოზიციის მეორე ნაწილი ეთმობა ჩემს ფერად სამყაროს, რომელსაც გარშემომყოფებისთვის სიხარული და პოზიტიური აურა მოაქვს. მეუღლის ტრაგედიიდან 30 წელზე მეტი გავიდა და მსურდა, კიდევ ერთხელ გამეცოცხლებინა მისი სახელი. მადლობა მინდა გადავუხადო აჭარის კულტურის სამინისტროსა და თანამედროვე ხელოვნების სივრცის ხელმძღვანელობას ამ შესაძლებლობისთვის“, — აღნიშნავს ნუცა დუჩიძე.

ხელოვანის შემოქმედებით დაინტერესებულ პირებს გამოფენის დათვალიერება ბათუმის თანამედროვე ხელოვნების სივრცეში 25 ივნისამდე შეეძლებათ.

ჟურნალისტი თინა ფუტკარაძე