ᲘᲜᲤᲝᲤᲝᲡᲢᲐᲚᲘᲝᲜᲘ
ᲑᲝᲚᲝ "ლელოს" წევრი დათუნაშვილი ფონიჭალაში მომხდარ ტრაგედიას პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებს: ეს შემთხვევა კიდევ ერთი გამოვლინებაა იმ დიდი ტრაგედიისა, რომელშიც ჩვენი ქვეყანა ყოველდღიურად ცხოვრობს. ამ ტრაგედიის ნაწილია აგრეთვე ის უბედურება, რომელიც ხდება საკონსტიტუციო სასამართლოში და პარტიების აკრძალვა არის ამ პროცესის მიზანი დღეს 0 მასალა
  • ამინდი: MET Norway
  • თბილისი7°C
  • ბათუმი11°C
  • ქუთაისი9°C
  • რუსთავი10°C
  • ზუგდიდი8°C
  • თელავი8°C
  • გორი8°C
  • ახალციხე2°C
  • ოზურგეთი9°C
  • ამბროლაური4°C
  • მესტია0°C
  • ფოთი11°C
  • ეროვნული ბანკის კურსი 20 ნოემბერი
  • USD2.5933+0.0006
  • EUR2.8547+0.0100
  • GBP3.4159
  • TRY0.0514
  • 100 RUB3.1655+0.0174
  • AZN1.5246−0.0008
  • 1000 AMD7.1936+0.0062
  • 10 UAH0.5748+0.0023
ამბავისაზოგადოება169 ნახვა

„ონკოლაინ ჯორჯიას“ დამფუძნებელი ლეიკემიით დაავადებულთა დისკრედიტაციაზე: პროექტის სპონსორია TBC, 1 თეთრი ვერ აღმოგაჩნდათ პაციენტთა ორგანიზაციისთვის და ეს არის თქვენი პრიორიტეტი, ჩვენდამი “ასეთი ხუმრობები”?

„ონკოლაინ ჯორჯიას“ დამფუძნებელი ლეიკემიით დაავადებულთა დისკრედიტაციაზე: პროექტის სპონსორია TBC, 1 თეთრი ვერ აღმოგაჩნდათ პაციენტთა ორგანიზაციისთვის და ეს არის თქვენი პრიორიტეტი, ჩვენდამი “ასეთი ხუმრობები”?

ასოციაცია „ონკოლაინ ჯორჯიას“ დამფუძნებელი, სოფიკო ფირანიშვილი, სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოს ე.წ სკეტჩს ეხმიანება, რომელშიც ლეიკემიით დაავადებულ პაციენტების მდგომარეობას სასაცილოდ იგდებენ და მაყურებელთა გასამხიარულებლად იყენებენ და აღნიშნავს, რომ TBC ბანკის მიერ დაფინანსებული პროექტია.

ფირანიშვილის განცხადებით, მიუხედავად TBC ბანკისთვის მიმართვის არაერთი მცდელობისა მათ ერთი თეთრიც კი ვერ გაიმეტეს აღნიშნული დაავადების მქონე პაციენტებისთვის, მაგრამ დააფინანსეს პროექტი, სადაც მათ დისკრედიტაციას ახდენენ.

“ეს რა თქვეს? თქვენც იგივე გესმით რაც მე? სპონსორია TBC – თიბისი წლებია თბს თავად ხან რომელი ონკოპაციენტი გირეკავთ, ხან რომელი და 1 თეთრი ვერ აღმოგაჩნდათ პაციენტთა ორგანიზაციისთვის და ეს არის თქვენი პრიორიტეტი? ჩვენდამი “ასეთი ხუმრობები”???? ეს რა საზოგადოებაში ვცხოვრობთ??”- წერს სოფიკო ფირანიშვილი.