ᲘᲜᲤᲝᲤᲝᲡᲢᲐᲚᲘᲝᲜᲘ
ᲐᲮᲚᲐᲮᲐᲜ "ლელოს" წევრი დათუნაშვილი ფონიჭალაში მომხდარ ტრაგედიას პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებს: ეს შემთხვევა კიდევ ერთი გამოვლინებაა იმ დიდი ტრაგედიისა, რომელშიც ჩვენი ქვეყანა ყოველდღიურად ცხოვრობს. ამ ტრაგედიის ნაწილია აგრეთვე ის უბედურება, რომელიც ხდება საკონსტიტუციო სასამართლოში და პარტიების აკრძალვა არის ამ პროცესის მიზანი დღეს 25 მასალა
  • ამინდი: MET Norway
  • თბილისი13°C
  • ბათუმი16°C
  • ქუთაისი16°C
  • რუსთავი15°C
  • ზუგდიდი15°C
  • თელავი13°C
  • გორი12°C
  • ახალციხე12°C
  • ოზურგეთი16°C
  • ამბროლაური10°C
  • მესტია6°C
  • ფოთი15°C
  • ეროვნული ბანკის კურსი 19 ნოემბერი
  • USD2.5927−0.0001
  • EUR2.8447−0.0048
  • GBP3.4159−0.0035
  • TRY0.0514
  • 100 RUB3.1481+0.0071
  • AZN1.5254
  • 1000 AMD7.1874−0.0026
  • 10 UAH0.5725+0.0012
ᲞᲝᲚᲘᲢᲘᲙᲐ19 ᲜᲝᲔᲛᲑᲔᲠᲘ16:35
თორნიკე ჭეიშვილი

განცხადება · 109 ნახვა

„პატიმარმა სააკაშვილმა პატიმარ რომან შამათავას „საქართველოს ეროვნული გმირი“ უწოდა - გამამტყუნებელ განაჩენებში არის ეპიზოდები, როდესაც აღნიშნული პირის მონაწილეობით ხდებოდა პირთა მკვლელობები და შემდგომ, მათი სხეულის გადაყრა ღია ზღვაში“

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, თორნიკე ჭეიშვილმა, ნავთლუღის სპეცოპერაციის, დავით ცინდელიანისა და პაატა ქარდავას საქმეები საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე გაიხსენა და ამ საქმეებში მსჯავრდებული „ნაცმოძრაობის“ მაღალჩინოსნების ჩამონათვალი მოსამართლეებს გააცნო.

როგორც მან აღნიშნა, რომან შამათავას, რომლის გამამტყუნებელ განაჩენებში არის ღია ზღვაში გარდაცვლილი პირების გადაგდების ეპიზოდები, მიხეილ სააკაშვილმა 2021 წელს „საქართველოს ეროვნული გმირი“ უწოდა.

მან ასევე მიმართა დარბაზში მყოფ ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებს, ამგავრი მასშტაბის დარღვევების ფონზე, იყო თუ არა ღირსების აბსოლუტური უფლების ხელყოფა, სიცოცხლის უფლების ხელყოფა, პირადი ცხოვრების უფლების ხელყოფა და სხვა ძირითად უფლებათა დარღვევა სისტემური და სისტემატური ხასიათის მატარებელი.

„ე.წ. ნავთლუღის სპეცოპერაციის საქმეზე, 2014-2016 წლებში, დათა ახალაია, ლევან ქარდავა, გიორგი მაზმიშვილი, გიორგი დგებუაძე, ბაჩო ახალაია და მეგის ქარდავა დამნაშავეებად იქნენ ცნობილი.

დავით ცინდელიანისა და პაატა ქარდავას საქმეზე, უკანონო თავისუფლების აღკვეთისა და განზრახ მკვლელობის ფაქტზე 2016 წელს რომან შამათავა დამნაშავედ იქნა ცნობილი.

რომან შამათავა გახლდათ კუდ-ის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავარი სამმართველოს უფროსი და სხვათა შორის, აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ, რომ 2021 წლის 19 ოქტომბერს პატიმარმა სააკაშვილმა პატიმარ შამათავას „ძმური სიყვარულით“ მოსთხოვა შიმშილობის შეწყვეტა და მას „საქართველოს ეროვნული გმირი“ უწოდა. შეგახსენებთ, რომ გამამტყუნებელ განაჩენებში არის ეპიზოდები, როდესაც აღნიშნული პირის მონაწილეობით ხდებოდა ზღვაში შესაბამის კატარღაზე პირთა მკვლელობები და შემდგომ, მათი სხეულის გადაყრა ღია ზღვაში, რაოდენ მძიმედაც არ უნდა ჟღერდეს ეს ყველაფერი. მსგავს საქმეთა ჩამონათვალი, რა თქმა უნდა, არის ძალიან ვრცელი. კიდევ ერთხელ: მაშინ, როდესაც ამ მასშტაბის დარღვევებს ჰქონდა ადგილი, იყო თუ არა ადამიანის უფლებათა დარღვევა, მათ შორის - ღირსების აბსოლუტური უფლების ხელყოფა, სიცოცხლის უფლების ხელყოფა, პირადი ცხოვრების უფლების ხელყოფა და სხვა ძირითად უფლებათა დარღვევა სისტემური და სისტემატური ხასიათის მატარებელი? - ეს კითხვა შეეხება ოთხივე სუბიექტს,“ - განაცხადა ჭეიშვილმა.

თორნიკე ჭეიშვილი სხვა განცხადებებიყველა განცხადება

  1. თორნიკე ჭეიშვილი„ე.წ. კასრების საქმე განსაკუთრებით მძიმე ფაბულის შემცველი საქმეა და წესით, შესაბამისი დანაშაულებრივი ქმედების სიმძიმე, ყველას კარგად უნდა ახსოვდეს“
  2. თორნიკე ჭეიშვილი„2004–2012 წლებში ჩადენილი დანაშაულებისთვის მხილებულია 558 საჯარო მოხელე, გამამტყუნებელი განაჩენი კი დადგა მიხეილ სააკაშვილის, ზურაბ ადეიშვილის, ვანო მერაბიშვილის, ბაჩო ახალაიას და სხვა პირთათვის“
  3. თორნიკე ჭეიშვილი„1999 წლიდან დღემდე, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ, საერთო ჯამში დარღვევა დადგენილია 284 საჩივარზე, რომელთაგან, დაახლოებით 80 პროცენტი ეხება 2004-2012 წლებში მომხდარ ფაქტებს“
  4. თორნიკე ჭეიშვილი„ღიმილისმომგვრელი და არადამაჯერებელია, როდესაც მოპასუხე მხარე ცდილობს, ერთმანეთს გაემიჯნოს. თუ ვინმეს ვინმესგან გამიჯვნა სურდა, საკმარისზე დიდი დრო ჰქონდათ. მათ ეს არ გააკეთეს, პირიქით, ამაყობენ და იმავე ენთუზიაზმს ავლენენ რომლითაც წარსულში გამოირჩეოდნენ“