ᲘᲜᲤᲝᲤᲝᲡᲢᲐᲚᲘᲝᲜᲘ
ᲑᲝᲚᲝ "ლელოს" წევრი დათუნაშვილი ფონიჭალაში მომხდარ ტრაგედიას პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებს: ეს შემთხვევა კიდევ ერთი გამოვლინებაა იმ დიდი ტრაგედიისა, რომელშიც ჩვენი ქვეყანა ყოველდღიურად ცხოვრობს. ამ ტრაგედიის ნაწილია აგრეთვე ის უბედურება, რომელიც ხდება საკონსტიტუციო სასამართლოში და პარტიების აკრძალვა არის ამ პროცესის მიზანი დღეს 0 მასალა
  • ამინდი: MET Norway
  • თბილისი7°C
  • ბათუმი11°C
  • ქუთაისი9°C
  • რუსთავი10°C
  • ზუგდიდი8°C
  • თელავი8°C
  • გორი8°C
  • ახალციხე2°C
  • ოზურგეთი9°C
  • ამბროლაური4°C
  • მესტია0°C
  • ფოთი11°C
  • ეროვნული ბანკის კურსი 20 ნოემბერი
  • USD2.5933+0.0006
  • EUR2.8547+0.0100
  • GBP3.4159
  • TRY0.0514
  • 100 RUB3.1655+0.0174
  • AZN1.5246−0.0008
  • 1000 AMD7.1936+0.0062
  • 10 UAH0.5748+0.0023
ამბავისაზოგადოება136 ნახვა

ონკოპაციენტი ბავშვების მშობლების და მათი ოჯახების წევრების განცხადება- ლეიკემიის მქონე პაციენტების დისკრედიტაცია და პირადი ტრაგედიის „შავ იუმორად“ გარდაქმნა შეურაცხმყოფელია- Betsson sport-ს, გიორგი კალატოზს და მათ კოლეგებს ვთხოვთ ბოდიში მოუხადონ ყველას, ვისთვისაც ისედაც მტკივნეული თემა შეურაცხყოფად აქციეს

ონკოპაციენტი ბავშვების მშობლების და მათი ოჯახების წევრების განცხადება- ლეიკემიის მქონე პაციენტების დისკრედიტაცია და პირადი ტრაგედიის „შავ იუმორად“ გარდაქმნა შეურაცხმყოფელია- Betsson sport-ს, გიორგი კალატოზს და მათ კოლეგებს ვთხოვთ ბოდიში მოუხადონ ყველას, ვისთვისაც ისედაც მტკივნეული თემა შეურაცხყოფად აქციეს

ლეიკემიის მქონე პაციენტების დისკრედიტაცია, მკურნალობის პროცესში ქიმიოთერაპიის გვერდითი ეფექტის სასაცილოდ წარმოჩენა და ადამიანების პირადი ტრაგედიის „შავ იუმორად“ გარდაქმნა უცენზურო და შეურაცხმყოფელია.- ამის შესახებ ნინი მთვარაძე წერს და ონკოპაციენტი ბავშვების მშობლების და მათი ოჯახების წევრების განცხადებას აქვეყნებს. განცხადება სოციალურ ქსელში გავრცელებულ იუმორისტულ „სკეტჩს“ ეხება, სადაც მონაწილეების მხრიდან ლეიკემიით დაავადებული პირების მიმართ დამცინავი და შეურაცხმყოფელი დამოკიდებულება ჩანს.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ მსგავსი შეურაცხმყოფელი და მკურნალობის შედეგად დამდგარი ვიზუალური დაზიანებების სასაცილოდ წარმოჩენა კატეგორიულად მიუღებელია.

„მიუხედავად ჩვენი შვილების უმძიმესი დაავადებებისა და პირადი ტრაგედიებისა, იუმორი არ დაგვიკარგავს და ჩვენც გვეცინება ხარისხიან ხუმრობებზე, მდაბიო იუმორს გვერდს ვუვლით, თუმცა მსგავსი შეურაცხმყოფელი და მკურნალობის შედეგად დამდგარი ვიზუალური დაზიანებების სასაცილოდ წარმოჩენა ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია. ვგმობთ მსგავს დამცინავ და შეურაცხმყოფელ დამოკიდებულებებს ჩვენი შვილების და თითოეული ონკოპაციენტის მიმართ და გადაცემის ავტორებსა და წამყვანებს, მათ შორის: Betsson sport-ს, გიორგი კალატოზს, ნიკა შევარდნაძეს და მათ კოლეგებს ვთხოვთ, გაიაზრონ და ბოდიში მოუხადონ ყველა იმ ადამიანს, ვისთვისაც ეს ისედაც მტკივნეული თემა შეურაცხყოფად აქციეს. განცხადებას ხელს აწერენ: ნინი მთვარაძე მარიამ მითაიშვილი თამუნა ჩახმახაშვილი ნინო ელბაქიძე სოფო ელოშვილი თაკო თეზელაშვილი ირმა გოგოლაძე ირმა შენგელია ინგა იაკობაძე მეგი წაქაძე ელზა ფარცვანია ნათია ხიზამბარელი ნანიკო ტორონჯაძე დარეჯან სურმანიძე ლია მესხიძე ლალი ნარუშვილი ანნა სააკაძე ლელა ლომიძე მევლუდი ჩულუხაძე“- ნათქვამია განცხადებაში.