ᲘᲜᲤᲝᲤᲝᲡᲢᲐᲚᲘᲝᲜᲘ
ᲑᲝᲚᲝ "ლელოს" წევრი დათუნაშვილი ფონიჭალაში მომხდარ ტრაგედიას პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებს: ეს შემთხვევა კიდევ ერთი გამოვლინებაა იმ დიდი ტრაგედიისა, რომელშიც ჩვენი ქვეყანა ყოველდღიურად ცხოვრობს. ამ ტრაგედიის ნაწილია აგრეთვე ის უბედურება, რომელიც ხდება საკონსტიტუციო სასამართლოში და პარტიების აკრძალვა არის ამ პროცესის მიზანი დღეს 0 მასალა
  • ამინდი: MET Norway
  • თბილისი7°C
  • ბათუმი11°C
  • ქუთაისი9°C
  • რუსთავი10°C
  • ზუგდიდი8°C
  • თელავი8°C
  • გორი8°C
  • ახალციხე2°C
  • ოზურგეთი9°C
  • ამბროლაური4°C
  • მესტია0°C
  • ფოთი11°C
  • ეროვნული ბანკის კურსი 20 ნოემბერი
  • USD2.5933+0.0006
  • EUR2.8547+0.0100
  • GBP3.4159
  • TRY0.0514
  • 100 RUB3.1655+0.0174
  • AZN1.5246−0.0008
  • 1000 AMD7.1936+0.0062
  • 10 UAH0.5748+0.0023
ᲞᲝᲚᲘᲢᲘᲙᲐ29 ᲘᲕᲜᲘᲡᲘ21:44
ცოტნე ივანიშვილი

განცხადება · 140 ნახვა

„მოქალაქე ქირაობს პოლიტიკურ გუნდს, რათა მისი ინტერესი წარმოადგინოს, სამწუხაროდ, საქართველოში არიან ძალები, ვინც სხვის მიერ არის ნაქირავები, შესაბამისად, შეუძლებელია, ის მოქალაქემ იქირაოს“

რეპრეზენტაციული დემოკრატიის არსი არის, რომ როდესაც მოქალაქე მიდის და აძლევს ხმას გარკვეულ პოლიტიკურ გუნდს, უცხადებს ნდობას, რომ მისი ინტერესები წარმოადგინოს, შეგვიძლია, ვთქვათ, რომ მოქალაქე, მოსახლეობა ქირაობს პოლიტიკურ გუნდს, შეუძლებელია, საზოგადოებამ იქირაოს ის, ვინც უკვე ნაქირავებია, – ამის შესახებ ცოტნე ივანიშვილმა განაცხადა.

ცოტნე ივანიშვილს კითხვა დაუსვეს, რამდენად სწორია პოლიტიკური ოპონენტების მისამართით ისეთი ტერმინებისა იარლიყების გამოყენება, როგორიცაა აგენტი.

ცოტნე ივანიშვილის განცხადებით, პირადად ის არ აპირებს აღნიშნული ტერმინის გამოყენებას. თუმცა, მისივე თქმით, საქართველოში და სხვა ქვეყნებშიც არიან პოლიტიკური ძალები, რომლებიც სხვის მიერ არიან ნაქირავები, შესაბამისად, შეუძლებელია, რომ ის პოლიტიკური ძალა ქვეყნის მოქალაქემ იქირაოს.

„დიახ, საინტერესო თემაა. პირადად მე არ გამოვიყენებ სიტყვა აგენტს. პოლიტიკოსები მართლაც იყენებენ ამ ტერმინს. მე არ ვაპირებ ამ ტერმინის გამოყენებას. თვითონ საკითხი რომ ოდნავ ჩავშალოთ, ზოგადად რეპრეზენტაციული დემოკრატიის არსი, დედააზრი არის ის, რომ როდესაც მოქალაქე მიდის და აძლევს ხმას გარკვეულ პოლიტიკურ გუნდს, ის მასთან დებს, ასე ვთქვათ, ხელშეკრულებას, უცხადებს ნდობას იმისთვის, რომ მან მისი ინტერესები წარმოადგინოს. ცოტა სხვანაირი ფორმულირებაც რომ მივცეთ, რაღაც მომენტში შეგვიძლია, ვთქვათ, რომ მოსახლეობა, მოქალაქე ქირაობს გარკვეულ პოლიტიკურ გუნდს, რათა მან მისი ინტერესი წარმოადგინოს, მოემსახუროს მას. რა თქმა უნდა, ნებისმიერი პოლიტიკური ძალა, რომელიც უნდა მართავდეს ქვეყანას, აუცილებლად უნდა ემსახურებოდეს, პირველ რიგში, მის მოსახლეობას. ქირაობის ტერმინს რომ დავუბრუნდეთ, თუ ვიძახით, რომ მოსახლეობა არის ის, ვინც ქირაობს პოლიტიკურ ძალას იმისთვის, რომ მას მოემსახუროს, სამწუხაროდ, დღევანდელ რეალობაში საქართველოში და სხვა ქვეყნებშიც არიან პოლიტიკური ძალები, კონკრეტიკაში შესვლას არ ვაპირებ, ვინც სხვის მიერ არის ნაქირავები. შესაბამისად, შეუძლებელია, რომ ის პოლიტიკური ძალა იქირაოს ქვეყნის მოქალაქემ, რადგან ის პოლიტიკური ძალა უკვე სხვას ემსახურება. შეიძლება, ამ ტერმინის გამოყენება ამ იდეას მივაბათ, რომ შეუძლებელია საზოგადოებამ იქირაოს ის, ვინც უკვე ნაქირავებია“, – განაცხადა ცოტნე ივანიშვილმა.

ცოტნე ივანიშვილი სხვა განცხადებებიყველა განცხადება

  1. ცოტნე ივანიშვილი„საქართველო უნდა ისწრაფოდეს ევროკავშირისკენ ქართული ადათ-წესების, ტრადიციებისა და ღირსების შენარჩუნებით და არა მათი დათმობის ხარჯზე“
  2. ცოტნე ივანიშვილი„არანაირი ინტერესი არ მაქვს პოლიტიკაში ჩართვის – აკადემიური მიმართულებით ფილოსოფიას და ხელოვნების ისტორიას ვიკვლევ. ეს არის ორი სფერო, რომელიც ძალიან მაინტერესებს“
  3. ცოტნე ივანიშვილი„საკმაოდ მძიმე შეურაცხყოფები იყო მიყენებული გახარიას პარტიის წევრებისგან, სიტყვების გარჩევას ხომ არ დავიწყებთ?! კადრებშიც გამოჩნდა არაერთი შეურაცხყოფა – ეს ყველაფერი, ძალიან სამწუხარო იყო და ცუდია საქართველოსთვის. სხვათა შორის, ბევრ წამყვან ევროპულ ქვეყანაშიც, იაპონიაშიც, კორეაშიც, ა.შ., საკმაოდ ხშირია ასეთი სახის კონფლიქტები“
  4. ცოტნე ივანიშვილი„ცუდი სანახავი იყო ეს ყველაფერი, არასასიამოვნო. ძალიან ცუდი იყო ქვეყნის იმიჯისთვის, რაც მე სხვა შეკითხვას მიჩენს იმასთან დაკავშირებით, თუ რა მიზანი ჰქონდა ოპოზიციური პარტიის წევრებისგან ამ პროვოკაციას, რაში სჭირდებოდათ ვერბალური და ფიზიკური ძალადობის დაწყება“