უცხოური მედია

მარკო რუბიო: აშშ-ის მთავრობა 2.5 მილიარდი დოლარის ოდენობის სტრატეგიულ ინვესტიციებს ახორციელებს სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში, რითაც კიდევ ერთხელ ვადასტურებთ ჩვენს ერთგულებას რეგიონის მიმართ – თითოეულ თქვენს ქვეყანასთან და მთლიანად რეგიონთან ჩვენი პარტნიორობა შეერთებული შტატების ეროვნული ინტერესია

„მოხარული ვარ განვაცხადო, რომ შეერთებული შტატების ერთგულება ASEAN-ის მიმართ მხოლოდ სიტყვებით კი არა, კონკრეტული ქმედებებითაც დასტურდება. როგორც შარშან გამოვაცხადეთ და მას შემდეგაც თანმიმდევრულად ვახორციელებთ, შეერთებული შტატები გამოიყენებს მთავრობის ხელთ არსებულ ყველა შესაძლებლობას ამ ურთიერთობების გასაძლიერებლად, მათ შორის საგარეო დახმარების მიმართულებითაც“, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების ასოციაციის (ASEAN) და შეერთებული შტატების მინისტერიალის შემდგომ გამართულ კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ფილიპინების დედაქალაქ მანილაში გამართულ კონფერენციაზე, რუბიომ აღნიშნა, რომ აშშ-ის მთავრობა სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში რამდენიმე მილიარდი დოლარის ინვესტიციას ახორციელებს, რაც ადასტურებს შტატების ერთგულებას რეგიონის მიმართ. სახელმწიფო მდივანმა ხაზი გაუსვა იმ ფაქტსაც, რომ სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის თითოეულ ქვეყანასთან ურთიერთობა სწორედ აშშ-ის ეროვნულ ინტერესებშია.

„ამ ძალისხმევის ფარგლებში, ჩვენ ვახორციელებთ აშშ-ის მთავრობის 2.5 მილიარდი დოლარის ოდენობის სტრატეგიულ ინვესტიციებს სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში, რითაც კიდევ ერთხელ ვადასტურებთ ჩვენს ერთგულებას რეგიონის მიმართ. ჩვენ ვახორციელებთ ამ ინვესტიციებს, რადგან ASEAN-ის განვითარება შეერთებული შტატების ინტერესებშიც შედის. ეს არ არის ქველმოქმედება. ჩვენ ამას მხოლოდ იმიტომ არ ვაკეთებთ, რომ კეთილი ადამიანები ვართ, თუმცა, ვფიქრობ, მართლაც ასეთები ვართ – არამედ იმიტომ, რომ ეს ჩვენს ეროვნულ ინტერესებში შედის. თითოეულ თქვენს ქვეყანასთან და მთლიანად რეგიონთან ჩვენი პარტნიორობა შეერთებული შტატების ეროვნული ინტერესია და ჩვენ მას არასოდეს მივატოვებთ. რაც არ უნდა ხდებოდეს მსოფლიოში, როგორიც არ უნდა იყოს ჩვენი ორმხრივი ურთიერთობები სხვა ქვეყნებთან, ჩვენ ვართ ძლიერი სახელმწიფო, რომელსაც გლობალური გავლენა აქვს, ამიტომ გვიწევს ურთიერთობა იმ ძლიერ ქვეყნებთანაც, რომლებთანაც გარკვეული უთანხმოებები გვაქვს. თუმცა ეს არასდროს მოხდება ჩვენი ალიანსების, ჩვენი პარტნიორების ან ჩვენი ეროვნული ინტერესების ხარჯზე. აქ წარმოდგენილ თითოეულ ქვეყანასთან ურთიერთობა სწორედ ჩვენს ეროვნულ ინტერესებშია“, – განაცხადა მარკო რუბიომ.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა

Herald Posts Big

პოლიტიკა

ნინო ფოჩხუა ჩუბინიძის დაკავებაზე: „ასავალ – დასავალმა“ ბინძური კამპანიით სერიოზული ზიანი მიაყენა მოლაპარაკებების, დელიმიტაციის და დემარკაციის პროცესს, რაც მიზანმიმართული მცდელობა იყო ქვეყნის სუვერენიტეტის წინააღმდეგ

პოლიტიკა

დავით ჩიხელიძე ჩუბინიძის დაკავებაზე: პროფესიული საქმიანობა არავის ათავისუფლებს პასუხიმგებლობისგან, სიტყვის თავისუფლება კი არ ნიშნავს უფლებას, ფაქტების გადამოწმების გარეშე გაავრცელო ინფორმაცია, რომელიც სახელმწიფოს ინტერესებს აზიანებს

პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი: დომენტი ჩუბინიძის დაკავება იმ პროცესის კანონზომიერი ფინალია, როდესაც მედიასიტყვა იძენს პრეტენზიას სუროგატული პოლიტიკური პარტიის როლზე, როდესაც სარედაქციო სვეტები პოლიტიკურ შტაბად, ხოლო პუბლიცისტიკა – დეზინფორმაციული და ანტისახელმწიფოებრივი ნარატივების კონსტრუირების ინსტრუმენტად გარდაიქმნება

Herald Posts List

Herald Posts Slider

Video

Uniquely strategize progressive markets rather than frictionless manufactured products. Collaboratively engineer reliable.