განცხადება · 122 ნახვა
„გვჯერა, რომ ევროპას შეუძლია გამოფხიზლდეს ხანგრძლივი ძილისგან და კვლავ ააგიზგიზოს ის ცეცხლი, რომელიც აქ ათასწლეულების წინ აინთო, ამის ნიშნები უკვე არსებობს“
ჩვენ გვჯერა, რომ ევროპას შეუძლია გამოფხიზლდეს ხანგრძლივი ძილისგან და კვლავ ააგიზგიზოს ის ცეცხლი, რომელიც აქ ათასწლეულების წინ აინთო, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ, საბერძნეთის დედაქალაქ ათენში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მან იმედი გამოთქვა, რომ ევროპაში დაწყებული პროცესები, მთელი კონტინენტის მასშტაბით ცვლილებებს გამოიწვევს.
განათავსეთ თქვენი რეკლამა
“ამის ნიშნები უკვე არსებობს. მთელი კონტინენტის მასშტაბით ჩვენ ვხედავთ პროცესს, რომელიც, ვიმედოვნებთ, თაობათა ცვლილების დასაწყისი იქნება: თავდაცვის სფეროში ხარჯების მკვეთრ ზრდას, ახალი პარტნიორობებისა და პროგრამების სიმრავლეს, ასევე წარმოების გაფართოებას, რაც ჰააგაში გასულ წელს აღებულ ისტორიულ თავდაცვით ვალდებულებებს მოჰყვა.
საბერძნეთი ამ ცვლილებების ეპიცენტრშია. ამ ქვეყნის მოსახლეობამ კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ არის ევროპისა და შეერთებული შტატების შეუცვლელი მეგობარი – იქნება ეს ენერგეტიკა, მიგრაცია თუ თავდაცვა, სადაც საბერძნეთი მოკავშირის საუკეთესო მაგალითს წარმოადგენს,” – აღნიშნა მარკო რუბიომ.
მარკო რუბიო სხვა განცხადებებიყველა განცხადება
- მარკო რუბიო„პრობლემა ის არის, რომ სანქციები მხოლოდ რუსეთს არ ეხება, ტრამპს სურს, ეს პერიოდი გამოიყენოს იმის გასაანალიზებლად, რა გავლენას მოახდენს სანქციებისა და ტარიფების დაწესება გლობალურ ეკონომიკაზე“
- მარკო რუბიო„„Amnesty International“-ი თაღლითური ორგანიზაციაა“
- მარკო რუბიო„უკრაინის ნატოში გაწევრიანების საკითხი ამჟამად დღის წესრიგში არ დგას“
- მარკო რუბიო„აშშ-ის მთავრობა 2.5 მილიარდი დოლარის ოდენობის სტრატეგიულ ინვესტიციებს ახორციელებს სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში, რითაც კიდევ ერთხელ ვადასტურებთ ჩვენს ერთგულებას რეგიონის მიმართ – თითოეულ თქვენს ქვეყანასთან და მთლიანად რეგიონთან ჩვენი პარტნიორობა შეერთებული შტატების ეროვნული ინტერესია“
