განცხადება · 170 ნახვა
„აჭარის უმაღლესი საბჭოს გაუქმებით, ავტონომიური სტატუსი გაუქმდება, (აფხაზეთზეც იგივეს ფიქრობენ სავარაუდოდ) – სხვა დროს პოლიტიკური ქულების ჩასაწერად სახიფათო და სახელმწიფოებრივ თემებს აღარ გაეკაროთ“
„თავისუფლების მოედნის“ განცხადებაზე
აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, ცოტნე ანანიძე, სოციალურ ქსელში პარტია „თავისუფლების მოედნის“ განცხადებას ეხმაურება, რომელშიც აღნიშნულია, რომ „აჭარის უმაღლესი საბჭო არის უფუნქციო ორგანო.“ ანანიძის განცხადებით, აჭარის უმაღლესი საბჭოს გაუქმებით ავტონომიური სტატუსიც გაუქმდება, შესაბამისად იგი მოუწოდებს „თავისუფლების მოედანს“, რომ პოლიტიკური ქულების ჩასაწერად „სახიფათო და სახელმწიფო თემებს აღარ გაეკარონ.“
„“პარტია” “თავისუფლების მოედანმა” როგორ ჩანს ორი რამ არ იცის: 1-უმაღლესი საბჭოს გაუქმებით, ავტონომიური სტატუსი გაუქმდება. (აფხაზეთზეც იგივეს ფიქრობენ სავარაუდოდ) 2- ძველი, მათ შორის 16 წლის ავტომობილის შენახვა უფრო ძვირი ჯდება ამიტომ მარტივ რჩევას მივცემდი ამ პოლიტიკურ დილეტანტებს – სხვა დროს პოლიტიკური ქულების ჩასაწერად სახიფათო და სახელმწიფოებრივ თემებს აღარ გაეკარონ…“- წერს ანანიძე.
განათავსეთ თქვენი რეკლამა
ცოტნე ანანიძე სხვა განცხადებებიყველა განცხადება
- ცოტნე ანანიძე„“ტვ პირველის” დაუდასტურებელი ინფორმაციით, აეროპორტში მამამ შვილი გააცილა. შემდეგი სკანდალი ალბათ ის იქნება, რომ ოჯახის წევრებმა ერთმანეთს დაბადების დღე მიულოცეს“
- ცოტნე ანანიძე„საფრანგეთში სხვა ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრები რომ დადგნენ ახლა ანტისამთავრობო აქციაზე, ევრობიუროკრატია „დემოკრატიის მხარდაჭერად“ შეაფასებს?“
- ცოტნე ანანიძე„ირაკლი კობახიძის დამშვიდობება არ იქნება – მშვიდობა კი იქნება ჩვენი გუნდით“
- ცოტნე ანანიძე„ვინც მეორე ფრონტის საფრთხეზე იცინის, კიდევ ერთი აღიარება მოისმინოს“
