ᲘᲜᲤᲝᲤᲝᲡᲢᲐᲚᲘᲝᲜᲘ
ᲞᲘᲠᲓᲐᲞᲘᲠ ცოტნე ანანიძე„“ტვ პირველის” დაუდასტურებელი ინფორმაციით, აეროპორტში მამამ შვილი გააცილა. შემდეგი სკანდალი ალბათ ის იქნება, რომ ოჯახის წევრებმა ერთმანეთს დაბადების დღე მიულოცეს“ დღეს 7 მასალა
  • ამინდი: MET Norway
  • თბილისი15°C
  • ბათუმი16°C
  • ქუთაისი18°C
  • რუსთავი17°C
  • ზუგდიდი17°C
  • თელავი12°C
  • გორი15°C
  • ახალციხე13°C
  • ოზურგეთი17°C
  • ამბროლაური14°C
  • მესტია10°C
  • ფოთი18°C
  • ეროვნული ბანკის კურსი 31 ოქტომბერი
  • USD2.5992+0.0033
  • EUR2.9116+0.0182
  • GBP3.4902+0.0317
  • TRY0.0520−0.0001
  • 100 RUB3.2307+0.0080
  • AZN1.5292+0.0019
  • 1000 AMD7.2100+0.0303
  • 10 UAH0.5730+0.0032
ᲞᲝᲚᲘᲢᲘᲙᲐ2 ᲐᲒᲕᲘᲡᲢᲝ17:10
Journal du Dimanche

განცხადება · 89 ნახვა

„ზელენსკის ყოფილი პრესმდივანი აცხადებს, რომ პრეზიდენტი უკრაინის მთავარ პრობლემად იქცა“

ვოლოდიმირ ზელენსკი უკრაინის მთავარ პრობლემად და მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების უდიდეს ბენეფიციარად იქცა, – განაცხადა მისმა ყოფილმა პრესმდივანმა, იულია მენდელმა ფრანგულ გამოცემა le Journal du Dimanche (JDD)-სთან ინტერვიუში.

JDD-სთან ექსკლუზიურ ინტერვიუში, იულია მენდელი, კორუფციასა და ზელენსკის ავტორიტარული გადახრის შესახებ საუბრობს.

„მე მჯერა, რომ ის ჩემი ქვეყნის მთავარ პრობლემად იქცა. მსოფლიომ უკრაინა ერთ კაცთან აიგივა. მათ ეს სრულიად შეთხზული იმიჯი დაიჯერეს. მე მჯერა, რომ ზელენსკი ახლა ამ ომის მთავარი ბენეფიციარია“, – განაცხადა მენდელმა.

როგორც მენდელმა აღნიშნა, სწორედ სამხედრო კონფლიქტის გამო რჩება ზელენსკი ხელისუფლებაში, რადგან მან არჩევნები გააუქმა. მისივე ინფორმაციით, უკრაინის პრეზიდენტთან დაკავშირებულია მისი ახლო წრის კომპანიები, რომლებიც ევროკავშირიდან მილიარდობით ევროს იღებენ.

,,ორი წელი ვიმუშავე მასთან და ვიყავი, ასე ვთქვათ, მის ყველაზე ერთგულ პროპაგანდისტებს შორის. პრესსმდივანი საკუთარი სახელით არ საუბრობს: ის პრეზიდენტის ხმაა და არ შეიძლება, მას საჯაროდ დაუპირისპირდეს. ჯერ კიდევ 2021 წელს პირად საუბრებში ძალზე კრიტიკული გავხდი. ბევრნი ვფიქრობდით, რომ ის პირველ საპრეზიდენტო ვადასაც ვერ დაასრულებდა. მისი არაპროფესიონალიზმი თვალსაჩინო იყო: ის წელში გატეხა ბაიდენის ადმინისტრაციასთან, ამერიკელ დიპლომატებთან კონფლიქტმა, ხოლო მერკელთან უბრალოდ კატასტროფული ურთიერთობა ჰქონდა” – განაცხადა იულია მენდელმა.

არჩევნები უკრაინაში 2019 წელს ჩატარდა. ზელენსკის უფლებამოსილების ვადა 2024 წლის 20 მაისს ამოიწურა. 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნები უკრაინაში გაუქმდა საომარი მდგომარეობისა და საყოველთაო მობილიზაციის მოტივით. ზელენსკიმ განაცხადა, რომ არჩევნების ჩატარება „უდროო“ იყო.