განცხადება · 127 ნახვა
„მკვლელების, სადისტების, მძარცველების ნაცრეჟიმი ვერასდროს მობრუნდება- ბესარიონ ხარძიანის წამებისა და ქონების გამოძალვის ფაქტებზე, სასამართლომ გიორგი უდესიანი და ალექსანდრე მუხაძე დამნაშავედ ცნო“
ბესარიონ ხარძიანის წამებისა და ქონების გამოძალვის ფაქტებზე, სასამართლომ გიორგი უდესიანი და ალექსანდრე მუხაძე (“ქილერა”) დამნაშავედ ცნო. და ნაცასპიტებს ვითომ სხვადასხვა შირმა-პარტიების სახით სურთ არჩევნებში გამარჯვება?! ვერასდროს!- წერს ექსპერტი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში. მისი თქმით, მკვლელების, სადისტების, მძარცველების ნაცრეჟიმი ვერასდროს მობრუნდება.
“მკვლელების, სადისტების, მძარცველების ნაცრეჟიმი ვერასდროს მობრუნდება, რითაც არ უნდა შეიფუთონ მათი უსამშობლო ქომაგები; ნაცჯალათები, სადაც არ უნდა იმალებოდნენ, მაინც მოხვდებიან ციხეში. ბიზნესმენ ბესარიონ ხარძიანის წამებისა და ქონების გამოძალვის ფაქტებზე, სასამართლომ გიორგი უდესიანი და ალექსანდრე მუხაძე (“ქილერა”) დამნაშავედ ცნო; ორივე ბრალდებულს სასჯელის სახით 10 წლითა და 6 თვით საპატიმრო განესაზღვრა. დანაშაულის არსი: 2011 წელს დაკავებული ბესარიონ ხარძიანისა და მისი ოჯახის წევრებისგან „კუს ტბის“ წილების (დაახლოებით 4 000 000 ლარის ღირებულების) იძულებით დათმობის მიზნით, გიორგი უდესიანისა და ალექსანდრე მუხაძის ორგანიზებით ხორციელდებოდა სისტემატური ფიზიკური და ფსიქოლოგიური ზეწოლა ციხის თანამშრომლებისა და სხვა პატიმრების ჩართულობით. 2011 წელს, პატიმრობაში წამებისა და სიცოცხლის მოსპობის მუქარის შედეგად, ხარძიანი და მისი ოჯახი იძულებული გახდნენ, გიორგი უდესიანისთვის დაეთმოთ „კუს ტბის“ წილები, რომელთა ღირებულება დაახლოებით 4 000 000 ლარს შეადგენდა. და ნაცასპიტებს ვითომ სხვადასხვა შირმა-პარტიების სახით სურთ არჩევნებში გამარჯვება?! ვერასდროს! და ვერც საქართველოს ააყირავებენ აგენტოკრატიის გაშმაგებული, მაგრამ ფუჭი ძალისხმევით!”- წერს გია აბაშიძე.
განათავსეთ თქვენი რეკლამა
გია აბაშიძე სხვა განცხადებებიყველა განცხადება
- გია აბაშიძე„„გახაროიდების“ კლასტერის ერთ-ერთი კომიკური პერსონაჟის, ანა ბუჩუკურის, მორიგი „გენიალური“ აღმოჩენა — თურმე დეპუტატ არჩილ გორდულაძის მიერ სასტუმროში ბრიფინგის გამართვა ყოფილა დასაცინი და „პიარულად” წამგებიანი. საინტერესოა, ამ სიბრიყვის ტირაჟირების დავალებაც გერმანიიდან გაქცეული „დამბოლებელი“ გახარიასგან მიიღო?“
- გია აბაშიძე„პრეზიდენტმა კაროლ ნავროცკიმ პოლონეთში კონსტიტუციური წესრიგის საფრთხეზე საგანგებო განცხადება უკვე გააკეთა. Pan Herczyński, ნუთუ თქვენი პრეზიდენტის ეს საგანგაშო გაფრთხილება უფრო ნაკლებ შეშფოთებას იმსახურებს, ვიდრე საქართველოს შესახებ თქვენი მუდმივი ევროფლიდური განცხადებები?“
- გია აბაშიძე„მტკიცებაც კი ზედმეტია, რომ ბიძინა ივანიშვილი ის მეცენატია, რომელსაც სახელმწიფო ბიუჯეტიდან ერთი თეთრიც კი არასდროს აუღია. მან საკუთარი, უცხოეთში ნაშოვნი ფულით არჩინა ეს ქვეყანა მაშინ, როცა სახელმწიფო ბევრ რამეს ვერ სწვდებოდა — ჯარს, პოლიციას, პედაგოგებს თუ ინფრასტრუქტურას“
- გია აბაშიძე„ანი წითლიძე უნამუსოდ აცხადებს, იური ვაზაგაშვილი „აფეთქდაო“- თითქოს უბედური შემთხვევა ყოფილიყოს და არა შვილის საფლავზე მომხდარი უმძიმესი ტრაგედია. იური ვაზაგაშვილის მკვლელობის საქმეზე გია სოსანაშვილია მსჯავრდებული, რომელიც ნაცრეჟიმის ერთ-ერთი ჯალათია“
