განათლება

პროფესიული განვითარება საერთაშორისო გამოცდილებით — კოლეჯ „პრესტიჟის“ მასწავლებელმა საფრანგეთში, École Ducasse-ში საკონდიტრო ხელოვნების მიმართულებით სპეციალიზებულ სასწავლო კურსში მიიღო მონაწილეობა

2026 წლის 10–14 აგვისტოს კოლეჯ „პრესტიჟის“ პროფესიული მასწავლებელი ლეილა თარხნიშვილი იმყოფებოდა საფრანგეთში, École Ducasse – École Nationale Supérieure de Pâtisserie (ENSP)-ში, სადაც მონაწილეობა მიიღო საკონდიტრო ხელოვნების მიმართულებით სპეციალიზებულ სასწავლო კურსში.

სასწავლო ვიზიტის მთავარი მიზანი თანამედროვე საკონდიტრო ნაწარმის, განსაკუთრებით დესერტებისა და ნაყინის მომზადების ტექნოლოგიების სიღრმისეული შესწავლა იყო. პროგრამა მოიცავდა როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ კომპონენტებს. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ფრანგული დესერტების მომზადების ტექნოლოგიურ პროცესებს, პროფესიულ სტანდარტებს, თანამედროვე ტექნიკებსა და იმ პრინციპებს, რომლებიც საკონდიტრო ნაწარმის ხარისხს, გემოს, ტექსტურასა და ვიზუალურ ესთეტიკას განსაზღვრავს.

კურსის ფარგლებში ლეილა თარხნიშვილმა პრაქტიკულად შეისწავლა თანამედროვე დესერტების მომზადების ტექნოლოგიები, მათ შორის: Paris Montaigne, Ispahan, Almond Tart, Cheesecake, Chocosarrasin, Lemon and Hazelnut Tart და Wild Wild West. თითოეულ დესერტზე მუშაობისას განსაკუთრებული ყურადღება ეთმობოდა კომპონენტების სწორად მომზადებას, ინგრედიენტების შერჩევასა და დოზირებას, მათ ურთიერთშეთავსებას, ტექნოლოგიური პროცესის თანმიმდევრულ დაცვასა და საბოლოო პროდუქტის სწორად აწყობასა და დეკორირებას.

„თანამედროვე საკონდიტრო ხელოვნებაში მნიშვნელოვანია გემოს, ტექსტურის, სტრუქტურისა და ვიზუალური ესთეტიკის ჰარმონიული ერთიანობა. კურსის ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო დესერტების კომპოზიციის, დეკორირებისა და პრეზენტაციის თანამედროვე მეთოდებს, რამაც მნიშვნელოვნად გააღრმავა ჩემი პროფესიული ხედვა,“ — აღნიშნა ლეილა თარხნიშვილმა.

მისი თქმით, საფრანგეთში მიღებული ცოდნა და პრაქტიკული გამოცდილება ხელს შეუწყობს კოლეჯ „პრესტიჟის“ სასწავლო პროცესის განვითარებას.

„საფრანგეთში მიღებულ ცოდნასა და გამოცდილებას აქტიურად დავნერგავ სასწავლო პროცესში, რათა სტუდენტებს გავუზიარო თანამედროვე ფრანგული საკონდიტრო ტექნოლოგიები და პრაქტიკული მიდგომები. ვფიქრობ, საერთაშორისო პროფესიული გამოცდილების ინტეგრირება ხელს შეუწყობს მათი პრაქტიკული უნარების, ტექნოლოგიური პროცესების მართვისა და ხარისხის კონტროლის კომპეტენციების განვითარებას და მათ უკეთ მომზადებას თანამედროვე საკონდიტრო ინდუსტრიის მოთხოვნებისთვის,“ — აღნიშნა ლეილა თარხნიშვილმა.

კოლეჯ „პრესტიჟის“ პროფესიული მასწავლებლის, ლეილა თარხნიშვილის სასწავლო ვიზიტი École Ducasse – École Nationale Supérieure de Pâtisserie-ში საერთაშორისო პროფესიული გამოცდილების გაზიარებისა და მიღებული ცოდნის სასწავლო პროცესში ინტეგრირების მნიშვნელოვანი მაგალითია. აღნიშნული გამოცდილება ხელს შეუწყობს თანამედროვე საკონდიტრო ტექნოლოგიების სტუდენტებისთვის გაზიარებას და პროფესიული განათლების საერთაშორისო გამოცდილებასთან კიდევ უფრო დაახლოებას.

Facebook Comments Box

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა