განცხადება · 107 ნახვა
„ჩორჩანას თემა რომ არ არის თქვენი რამდენჯერ უნდა გითხრან? ნებისმიერ ჟურნალისტს შეუძლია ჰკითხოს მოსახლეობას, თუ ჩადიოდნენ მდინარის ნაპირას და ინერტული მასალების გამოყენების საშუალება ჰქონდათ თუ არა. ყველა დაინახავს, ეს ტერიტორიები კი არ დაიკარგა, გადავიდა ჩვენი მოწინააღმდეგეების კონტროლის ქვეშ“
გახარიას პარტიას
„ჩორჩანას თემა რომ არ არის თქვენი თემა და მომგებიანი თემა, კიდევ რამდენჯერ უნდა გითხრან, რომ ეს დაიჯეროთ?“- ასე მიმართა თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თენგიზ შარმანაშვილმა „გახარია-საქართველოსთვის“ წევრებს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.
შარმანაშვილის განცხადებით, საკითხზე მასალები უკვე წარმოდგენილია და პარტიის თავმჯდომარეს აქვს შესაძლებლობა, საკუთარი სიმართლე სასამართლოს წინაშე დაამტკიცოს.
განათავსეთ თქვენი რეკლამა
„გეუბნებით და კომისიამაც გითხრათ, მასალები წარმოდგენილია. პასუხისგებაში არის თქვენი თავმჯდომარე მიცემული და მას აქვს საშუალება სასამართლოს წინაშე იმართლოს თავი და დაასაბუთოს, რომ ეს დანაშაული არ არის საერთოდ, ან არ ჩაუდენია. მაგრამ, ამას აკეთებს, არ აკეთებს, უკვე არც ვიცი, წარმოდგენაც აღარ მაქვს უკვე, რას აკეთებს საერთოდ.
ფაქტია და ამას ვერავინ გაექცევა. ნებისმიერ ჟურნალისტს შეუძლია ჩავიდეს და ჰკითხოს იქაურ მოსახლეობას: შედიოდნენ თუ არა იმ მილიონ კვადრატულ მეტრ ტყეში და გამოჰქონდათ თუ არა იქიდან ზამთრისთვის, ვთქვათ, მასალები, შეშა; ჩადიოდნენ თუ არა მდინარის ნაპირას, იქით მხარეს და ინერტული მასალების გამოყენების საშუალება ჰქონდათ თუ არა. ახლა აქვთ თუ არა ამის საშუალება? და ყველა ნათლად დაინახავს, რომ ეს ტერიტორიები კი არ დაიკარგა, ჩვენ გვაბრალებდნენ, თითქოს ვილაპარაკეთ, რომ ეს ტერიტორიები დაიკარგა, გადავიდა ჩვენი მოწინააღმდეგეების კონტროლის ქვეშ.
ეს ხომ ფაქტია? -არა, მაინც ურცხვად ამბობენ, რომ ასეთი რამე არ მომხდარა. ნუ, კარგი, იყავით ეგრე და ილაპარაკეთ. ქართველმა ხალხმა ძალიან კარგად დაინახა და იცის.“- განაცხადა თენგიზ შარმანაშვილმა.
თენგიზ შარმანაშვილი სხვა განცხადებებიყველა განცხადება
- თენგიზ შარმანაშვილი„ალბათ, ნელ-ნელა ხვდებიან, რომ ისინი მწარედ მოატყუეს და გამოიყენეს ადამიანებმა, რომლებიც მათ ჰპირდებოდნენ, რომ უკვე მორყეულია ეს ხელისუფლება, ერთი პატარა ხელის კვრა უნდა – ილუზიიდან გამოდიან და ეს არის ძალიან კარგი“
- თენგიზ შარმანაშვილი„სააკაშვილი იმას კი არ ამტკიცებს, მე მაქვს ის ძალა, რომ ჩემს გარშემო გაერთიანდეთ, ჩვენი პატრონები რომ გეუბნებიან, იმათ დაუჯერეთო. ეს იმის ლუსტრაციაა, რომ აბსოლუტურად დამოკიდებულები არიან სახელმწიფოს ფარგლებს გარეთ მიღებულ გადაწყვეტილებებზე“
- თენგიზ შარმანაშვილი„ჩვენ ვართ სუვერენული სახელმწიფო, ჩვენ გაგვაჩნია ჩვენი ეროვნული თავმოყვარეობადა ჩვენ კონსტიტუციურ დანაწესებს გამოვიყენებთ ჩვენი სუვერენული უფლებების გამოყენებით და ვერავინ ამ საქმეში ვერ ჩაერევა“
- თენგიზ შარმანაშვილი„ჩვენი ოპონენტები უბრალოდ აგროვებენ შუამდგომლობებს და ისეთი ფორმით აყენებენ, შეუძლებელია მისი დაკმაყოფილება. თუ არასწორი ფორმით აყენებ შუამდგომლობას, რა თქმა უნდა, არ დაკმაყოფილდება, მაგრამ მათ ყოველთვის აღქმები აინტერესებდათ ვიდრე ფაქტები“
