განცხადება · 154 ნახვა
„“დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებს დაჩქარებული წესით მივიღებთ“
„დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებს დაჩქარებული წესით მივიღებთ. ეს არის კანონპროექტი, რომელიც შედგება რამდენიმე პაკეტისგან, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ განაცხადა.
მისივე თქმით, ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივაა და იგი პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა დღეს ბიუროს სხდომაზე გააჟღერა.
განათავსეთ თქვენი რეკლამა
„მას დაჩქარებული წესით მივიღებთ. ზოგადად, ეს არის კანონპროექტი, რომელიც შედგება რამდენიმე პაკეტისგან. ამნისტიასა და შეღავათებს რომ თავი დავანებოთ, მოწესრიგდება ეს მიმართულება. ძალიან მნიშვნელოვანია ერთი – როდესაც შენ საუბრობ ბიზნესზე, მეწარმეობაზე, ეკონომიკაზე, ყოველთვის პულსი უნდა გედოს ბიზნესის მოთხოვნაზე. როდესაც აწესებ რაღაც რეგულაციას, მას აუცილებლად უნდა მოერგოს ფიზიკური პირი თუ ნებისმიერი ბიზნესი, მცირე თუ საშუალო მეწარმე და ეს ცოცხალი პროცესია. ბიზნესის, მთავრობისა და სახელმწიფოს კოორდინაციის, ურთიერთობის შედეგია შემდეგ ის გადაწყვეტილება, რომელი გადაწყვეტილებაც დღეს მივიღეთ“, – განაცხადა კირცხალიამ. მისივე თქმით, დადებითი საკანონმდებლო ცვლილებები კი შემდეგ პირდაპირ აისახება განხორციელებულ ინვესტიციებში. „ეს ყველაფერი შემდეგ კონვერტირდება იმ ეკონომიკურ ზრდაში, ახალ ბიზნესებში, მოზიდულ ინვესტიციებში და წლიდან წლამდე ახალ უცხოურ ინვესტიციებში, რომელიც ჩვენს ქვეყანაში ხორციელდება. ასე, რომ არ არსებობს არანაირი ეკონომიკური ზრდა, არ არსებობს ბიზნესის განვითარება იმ პირობებში, თუ სახელმწიფო ყოველწუთიერად არ უსმენს ბიზნესის მოთხოვნებს და არ მისდევს იმ გამოწვევებს, რომელიც გამოწვევებიც ნებისმიერ დროს შეიძლება, შეექმნას მცირე, საშუალო თუ დიდ მეწარმეს ჩვენს ქვეყანაში“, – განაცხადა კირცხალიამ.
„დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებები შედის, რომელიც საპენსიო ფონდის მიერ დაკისრებული ადმინისტრაციული სახდელების – ჯარიმებისგან დამსაქმებელთა გათავისუფლებას ითვალისწინებს.
ირაკლი კირცხალია სხვა განცხადებებიყველა განცხადება
- ირაკლი კირცხალია„საქართველო აგენტურის გარეშე, ერთხელ და საბოლოოდ გვჯერა, რომ თუ ეს პროცესი [საკონსტუტუციო სარჩელი] ჩვენი გამარჯვებით დასრულდა, ეს პირდაპირ პროპორციულად ნიშნავს საქართველოს გამარჯვებას“
- ირაკლი კირცხალია„თქვენ მეკითხებით რა შუაშია გახარიას პარტია? მე გეტყვით, რომ შუაშია, რა მნიშვნელობა აქვს რეჟიმთან როდის დაამყარებს კოალიციას? კოალიციის დამყარება რას ნიშნავს? ე.ი ის იზიარებს მის ფუნდამენტურ მრწამსს პოლიტიკის“
- ირაკლი კირცხალია„ვერცერთი თანამდებობა ვერ იქნება ინდულგენცია თანამდებობის ბოროტად გამოყენების ან კორუფციული ფაქტის“
- ირაკლი კირცხალია„პრემიერ-მინისტრი ხელს არასდროს ისეთს არაფერს მოაწერს, რაც ჩვენს ქვეყანას წინ დახვდება“
