განცხადება · 136 ნახვა
„მთელი ჩემი გუნდის სახელით მინდა დიდი პატივისცემა და მადლიერება დავაფიქსირო გეკა გელაძის და მისი საქმიანობის მიმართ“
პირადად მე და მთელი ჩემი გუნდის სახელით მინდა დიდი პატივისცემა და მადლიერება დავაფიქსირო გეკა გელაძის და მისი საქმიანობის მიმართ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ განაცხადა.
ირაკლი კირცხალიამ წარმატება უსურვა გეკა გელაძეს და თამაზ ბორაშვილს, რომელიც პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ სუსის უფროსად წარადგინა.
განათავსეთ თქვენი რეკლამა
„გეკა გელაძეს ვუსურვებ ძალიან დიდ წარმატებას ყველა იმ მიმართულებაში, რომელ მიმართულებაშიც ის გადაწყვეტს საქმიანობას. ასევე მინდა მივულოცო თამაზ ბორაშვილს ეს უმნიშვნელოვანესი და საპასუხისმგებლო საქმიანობა და როგორც ბატონმა პრემიერმა დღეს ბრიფინგზე აღნიშნა, ნამდვილად, შეგვიძლია ვთქვათ, რომ უახლოეს ისტორიაში უპრეცედენტოა, რომ ამდენი წლის სტაჟით მოდის ადამიანი იმ უწყების ხელმძღვანელად, რომელ უწყებასაც ამდენი წლის განმავლობაში ემსახურებოდა. მინდა მას დიდი წარმატება ვუსურვო“, – განაცხადა ირაკლი კირცხალიამ. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა გეკა გელაძემ თანამდებობა დატოვა.
ირაკლი კირცხალია სხვა განცხადებებიყველა განცხადება
- ირაკლი კირცხალია„საქართველო აგენტურის გარეშე, ერთხელ და საბოლოოდ გვჯერა, რომ თუ ეს პროცესი [საკონსტუტუციო სარჩელი] ჩვენი გამარჯვებით დასრულდა, ეს პირდაპირ პროპორციულად ნიშნავს საქართველოს გამარჯვებას“
- ირაკლი კირცხალია„თქვენ მეკითხებით რა შუაშია გახარიას პარტია? მე გეტყვით, რომ შუაშია, რა მნიშვნელობა აქვს რეჟიმთან როდის დაამყარებს კოალიციას? კოალიციის დამყარება რას ნიშნავს? ე.ი ის იზიარებს მის ფუნდამენტურ მრწამსს პოლიტიკის“
- ირაკლი კირცხალია„ვერცერთი თანამდებობა ვერ იქნება ინდულგენცია თანამდებობის ბოროტად გამოყენების ან კორუფციული ფაქტის“
- ირაკლი კირცხალია„პრემიერ-მინისტრი ხელს არასდროს ისეთს არაფერს მოაწერს, რაც ჩვენს ქვეყანას წინ დახვდება“
