ᲘᲜᲤᲝᲤᲝᲡᲢᲐᲚᲘᲝᲜᲘ
ᲞᲘᲠᲓᲐᲞᲘᲠ ცოტნე ანანიძე„“ტვ პირველის” დაუდასტურებელი ინფორმაციით, აეროპორტში მამამ შვილი გააცილა. შემდეგი სკანდალი ალბათ ის იქნება, რომ ოჯახის წევრებმა ერთმანეთს დაბადების დღე მიულოცეს“ დღეს 7 მასალა
  • ამინდი: MET Norway
  • თბილისი15°C
  • ბათუმი16°C
  • ქუთაისი18°C
  • რუსთავი17°C
  • ზუგდიდი17°C
  • თელავი12°C
  • გორი15°C
  • ახალციხე13°C
  • ოზურგეთი17°C
  • ამბროლაური14°C
  • მესტია10°C
  • ფოთი18°C
  • ეროვნული ბანკის კურსი 31 ოქტომბერი
  • USD2.5992+0.0033
  • EUR2.9116+0.0182
  • GBP3.4902+0.0317
  • TRY0.0520−0.0001
  • 100 RUB3.2307+0.0080
  • AZN1.5292+0.0019
  • 1000 AMD7.2100+0.0303
  • 10 UAH0.5730+0.0032
ᲞᲝᲚᲘᲢᲘᲙᲐ15 ᲡᲔᲥᲢᲔᲛᲑᲔᲠᲘ11:13
ირაკლი კირცხალია

განცხადება · 105 ნახვა

„რიგი ე.წ. პარტიების მიმართ საკონსტიტუციო სარჩელს ამ კვირაში დაემატება პარტია “გახარია საქართველოსთვის”“

ამ კვირაში საკონსტიტუციო სასამართლოს წარედგინება საკონსტიტუციო სარჩელი. იცით, რა საკონსტიტუციო სარჩელიც გვაქვს შეტანილი რიგი ე.წ. პარტიების მიმართ და ამ პარტიებს დაემატება პარტია „გახარია საქართველოსთვის“, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ განაცხადა.

მისივე თქმით, გაჩნდება კითხვები, თუ რატომ არ იყო მოხსენიებული თავის დროზე სარჩელში აღნიშნული პარტიაც.

“პასუხი არის ძალიან მარტივი. ყველას კარგად გვახსოვს მათი გეგმები. აპირებდნენ შემოსვლას პარლამენტში, შემდეგ იყო მათი მანდატების ცნობა. გულწრფელად რომ გითხრათ, ჩვენმა პოლიტიკურმა გუნდმა მათ მისცა შანსი, რომ რეალურად ჩართულიყვნენ, მიუხედავად მათი წარსულისა და პირდაპირი კოალიციისა „ნაციონალურ მოძრაობასთან, საპარლამენტო ცხოვრებაში, მაგრამ ვნახეთ რა?, – პირველი, უხეში და თავხედური არ აღიარება კონსტიტუციური წყობილების ჩვენს ქვეყანაში. მეორე, ამის ირგვლივ მათი უამრავი დესტრუქციული ქმედება – პარლამენტს შიგნით კომენტარებში თუ ქმედებებში“, – განაცხადა კირცხალიამ. მისივე თქმით, საზოგადოებისთვის ცნობილია, თუ ვის ძალას წარმოადგენენ ისინი. “არ აქვს მნიშვნელობა ფერს და საარჩევნო ნომერს, როცა ემსახურები იმ მზაკვრულ იდეას, რასაც კოლექტიური “ნაცმოძრაობის“ აგენტურული ქსელი ემსახურებოდა, ეს ჩვენი პოლიტიკური გუნდისთვის ქვეყნის ინტერესების ღალატის ტოლფასია“, – განაცხადა კირცხალიამ.

მისივე თქმით, ამ სარჩელის პირობებში მათ არ აქვთ მოთხოვნილი მანდატების შეწყვეტა თითოეული დეპუტატისთვის, რომლებიც არიან პარლამენტსა და საკრებულოებში.

ირაკლი კირცხალია სხვა განცხადებებიყველა განცხადება

  1. ირაკლი კირცხალია„საქართველო აგენტურის გარეშე, ერთხელ და საბოლოოდ გვჯერა, რომ თუ ეს პროცესი [საკონსტუტუციო სარჩელი] ჩვენი გამარჯვებით დასრულდა, ეს პირდაპირ პროპორციულად ნიშნავს საქართველოს გამარჯვებას“
  2. ირაკლი კირცხალია„თქვენ მეკითხებით რა შუაშია გახარიას პარტია? მე გეტყვით, რომ შუაშია, რა მნიშვნელობა აქვს რეჟიმთან როდის დაამყარებს კოალიციას? კოალიციის დამყარება რას ნიშნავს? ე.ი ის იზიარებს მის ფუნდამენტურ მრწამსს პოლიტიკის“
  3. ირაკლი კირცხალია„ვერცერთი თანამდებობა ვერ იქნება ინდულგენცია თანამდებობის ბოროტად გამოყენების ან კორუფციული ფაქტის“
  4. ირაკლი კირცხალია„პრემიერ-მინისტრი ხელს არასდროს ისეთს არაფერს მოაწერს, რაც ჩვენს ქვეყანას წინ დახვდება“