ᲘᲜᲤᲝᲤᲝᲡᲢᲐᲚᲘᲝᲜᲘ
ᲞᲘᲠᲓᲐᲞᲘᲠ ცოტნე ანანიძე„“ტვ პირველის” დაუდასტურებელი ინფორმაციით, აეროპორტში მამამ შვილი გააცილა. შემდეგი სკანდალი ალბათ ის იქნება, რომ ოჯახის წევრებმა ერთმანეთს დაბადების დღე მიულოცეს“ დღეს 7 მასალა
  • ამინდი: MET Norway
  • თბილისი15°C
  • ბათუმი16°C
  • ქუთაისი18°C
  • რუსთავი17°C
  • ზუგდიდი17°C
  • თელავი12°C
  • გორი15°C
  • ახალციხე13°C
  • ოზურგეთი17°C
  • ამბროლაური14°C
  • მესტია10°C
  • ფოთი18°C
  • ეროვნული ბანკის კურსი 31 ოქტომბერი
  • USD2.5992+0.0033
  • EUR2.9116+0.0182
  • GBP3.4902+0.0317
  • TRY0.0520−0.0001
  • 100 RUB3.2307+0.0080
  • AZN1.5292+0.0019
  • 1000 AMD7.2100+0.0303
  • 10 UAH0.5730+0.0032
ᲞᲝᲚᲘᲢᲘᲙᲐ15 ᲡᲔᲥᲢᲔᲛᲑᲔᲠᲘ19:41
ლევან მაჭავარიანი

განცხადება · 124 ნახვა

„საქართველოს ვუბრუნებთ ისტორიულ როლს დაკავშირებადობის კუთხით. დამოუკიდებლობის მოპოვებიდან, საქართველო ასეთი სუვერენული არასდროს ყოფილა – ჩვენი მოქალაქეების აბსოლუტური უმრავლესობა აღიქვამს სწორად იმას, რომ მშვიდობის და სტაბილურობის ერთადერთი გარანტი ამ ქვეყანაში არის „ქართული ოცნება“ ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით“

მინდა კიდევ ერთხელ გამოვყო უმნიშვნელოვანესი დღის წესრიგი, რომელიც დღეს დგას ჩვენი ქვეყნის წინაშე: ჩვენ საქართველოს ვუბრუნებთ ისტორიულ როლს დაკავშირებადობის კუთხით, – განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას.

მან მიმოიხილა სხვადასხვა მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტი, როგორებიცაა ავტოსაგზაო მაგისტრალების მშენებლობა, აეროპორტების, პორტებისა და რკინიგზის განვითარება და აღნიშნა, რომ საქართველო იბრუნებს ისტორიულ ფუნქციას შუა დერეფანში დაკავშირებადობის კუთხით.

„შუა დერეფანში, სადაც ჩვენ ცენტრალურ ადგილს ვიკავებთ, ვავითარებთ ინფრასტრუქტურას იმისათვის, რომ ის ტვირთბრუნვა, რომელიც გათვალისწინებულია, რომ უნდა გაიზარდოს 15 მილიონი ტონიდან, უნდა გახდეს 25 მილიონი ტონა და კიდევ უფრო მეტი. შესაბამისად, ჩვენ ამ გაზრდილი ეკონომიკით, რა თქმა უნდა, ხელს ვუწყობთ ინფრასტრუქტურის განვითარებას. ეს არის ავტოსაგზაო მაგისტრალების მშენებლობა: აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალი, რომელიც 400 კილომეტრზე გრძელია და სადაც 300 კილომეტრზე მეტი უკვე დასრულებულია და მთლიანად დასრულდება 2030-2031 წლებისთვის. იგივე აეროპორტები, სადაც მიდის გაფართოება: თბილისის აეროპორტი, ქუთაისის აეროპორტი, ვაზიანის აეროპორტი, რომელიც დასრულებული იქნება 2032 წლისთვის, იგივე ახალი აეროპორტების მშენებლობა უშუალოდ მესტიაში, თელავში ახალი აეროპორტის მშენებლობა. ამასთანავე, ნუ დაგვავიწყდება საპორტო ინფრასტრუქტურის განვითარება. როდესაც ჩვენ ვსაუბრობდით ანაკლიის პორტზე, რომ ჩვენ თვითონ ავაშენებდით, ძალიან ბევრი კითხვის ნიშანი ჩნდებოდა, თუმცა უკვე მიმდინარეობს ძალიან აქტიური სამუშაოები და 2029 წლისთვის ანაკლიის პორტი უკვე პირველ გემებს მიიღებს. ნუ დაგვავიწყდება, რომ 1 მილიარდი ლარი იდება რკინიგზის მოდერნიზაციაში. და ეს ყველაფერი ვისთვის კეთდება? ჩვენთვის ხომ არ კეთდება? ეს ყველაფერი კეთდება ჩვენი შვილებისთვის, ჩვენი მომავალი თაობებისთვის. და კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ, რომ საქართველო იბრუნებს ისტორიულ ფუნქციას შუა დერეფანში დაკავშირებადობის კუთხით.” – განაცხადა მაჭავარიანმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ საქართველოს მოქალაქეების აბსოლუტური უმრავლესობა ხედავს, რომ მშვიდობისა და სტაბილურობის ერთადერთი გარანტი სწორედ მმართველი გუნდია ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით.

„ამასთანავე, მე მინდა ყველას შევახსენო, რომ ჩვენ ვართ 30-საუკუნოვანი უწყვეტი გენის ერი და რაც კი ჩვენს გენეტიკაში არის კოდირებული, აბსოლუტურად ყველაფერს უფრთხილდება ჩვენი ხელისუფლება: ჩვენს ტრადიციებს, ჩვენს კულტურას, ჩვენს იდენტობას, ჩვენს სარწმუნოებას. ჩვენ ვიცავთ ჩვენს მამულს, ჩვენს ენას და სარწმუნოებას. და ისიც ნურავის ნუ დაავიწყდება, რომ ასეთი სუვერენული, ასეთი დამოუკიდებელი საქართველო დამოუკიდებლობის მოპოვებიდან არასდროს ყოფილა და ყველა კარგად ხედავს, თუ როგორი შრომის და როგორი ბრძოლის ფასად გვიჯდება ეს ყველაფერი. ჩვენი მოქალაქეების აბსოლუტური უმრავლესობა აღიქვამს სწორად იმას, რომ მშვიდობის და სტაბილურობის ერთადერთი გარანტი ამ ქვეყანაში არის „ქართული ოცნება“ ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით.” – განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.

ლევან მაჭავარიანი სხვა განცხადებებიყველა განცხადება

  1. ლევან მაჭავარიანი„საფრანგეთში აქციები მიმდინარეობს, სადაც პოლიციელების მხრიდან ძალადობის არნახულ მასშტაბებს ვხედავთ – ერთი კომენტარიც არ გაუკეთებიათ იმ ევრობიუროკრატებს, რომლებიც ჩვენთან პოლიციელის ცოცხლად დაწვის მცდელობას მშვიდობიან აქციას უწოდებენ“
  2. ლევან მაჭავარიანი„ევრობიუროკრატებს ადრე თუ გვიან მოუწევთ რეალობისთვის თვალის გასწორება. იმის გაცნობიერება, რომ მიუხედავად ამდენი მცდელობისა, ვერც რევოლუციას მოგვიწყობენ და ვერც ოპოზიციისთვის ჩატარებული საარჩევნო კამპანიებით მოგვიგებენ არჩევნებს“
  3. ლევან მაჭავარიანი„ვინც დღეს არის თქვენი ამომრჩეველი, ისიც კი კარგად აანალიზებს, რომ საქართველოში მშვიდობის, სტაბილურობისა და სუვერენიტეტის ერთადერთი გარანტორი არის „ქართული ოცნება“ ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით“
  4. ლევან მაჭავარიანი„მას შემდეგ, რაც უცხო ძალები დარწმუნდნენ, რომ უშუალოდ „ნაციონალური მოძრაობისთვის“ სისხლიანი წარსულის ჩამორეცხვა შეუძლებელი იყო და მხოლოდ მათზე ფსონის დადებით ქართველ ხალხთან ყველა არჩევნები წააგეს, რამდენიმე ახალი პარტია ხელოვნურად გააჩინეს – ასეთია „გახარიას პარტიაც““