ამბავისპორტი126 ნახვა
EUSA Combat Sports Championships Tirana 2026-ზე ქართველმა სტუდენტმა სპორტსმენებმა 3 ოქროს, 2 ვერცხლისა და 1 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს, გუნდურ ჩათვლაში კი საქართველოს ნაკრებმა პირველი ადგილი დაიკავა

EUSA Combat Sports Championships Tirana 2026-ზე ქართველმა სტუდენტმა სპორტსმენებმა 3 ოქროს, 2 ვერცხლისა და 1 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.
საუნივერსიტეტო სპორტის ფედერაციის ინფორმაციით, ოქროს მედლები თორნიკე მოსიაშვილმა (73 კგ), ჯუმბერ მელაძემ (81 კგ) და ვლადიმერ ახალკაცმა (90 კგ) მოიპოვეს, ვერცხლის მედლებს თენგიზ ხიდაშელი (73 კგ) და ვაჟა ავაზნელი (90 კგ) დაეუფლნენ, ბრინჯაოს მფლობელი კი დავით ჭიკაძე (+100 კგ) გახდა.
რეკლამა
განათავსეთ თქვენი რეკლამა
ამასთან, გუნდურ ჩათვლაში საქართველოს ნაკრებმა პირველი ადგილი დაიკავა.