ᲘᲜᲤᲝᲤᲝᲡᲢᲐᲚᲘᲝᲜᲘ
ᲞᲘᲠᲓᲐᲞᲘᲠ ცოტნე ანანიძე„“ტვ პირველის” დაუდასტურებელი ინფორმაციით, აეროპორტში მამამ შვილი გააცილა. შემდეგი სკანდალი ალბათ ის იქნება, რომ ოჯახის წევრებმა ერთმანეთს დაბადების დღე მიულოცეს“ დღეს 7 მასალა
  • ამინდი: MET Norway
  • თბილისი15°C
  • ბათუმი16°C
  • ქუთაისი18°C
  • რუსთავი17°C
  • ზუგდიდი17°C
  • თელავი12°C
  • გორი15°C
  • ახალციხე13°C
  • ოზურგეთი17°C
  • ამბროლაური14°C
  • მესტია10°C
  • ფოთი18°C
  • ეროვნული ბანკის კურსი 31 ოქტომბერი
  • USD2.5992+0.0033
  • EUR2.9116+0.0182
  • GBP3.4902+0.0317
  • TRY0.0520−0.0001
  • 100 RUB3.2307+0.0080
  • AZN1.5292+0.0019
  • 1000 AMD7.2100+0.0303
  • 10 UAH0.5730+0.0032
ᲞᲝᲚᲘᲢᲘᲙᲐ17 ᲡᲔᲥᲢᲔᲛᲑᲔᲠᲘ11:09
თენგო თევზაძე

განცხადება · 160 ნახვა

„ოპოზიციური ალიანსი რა შემადგენლობითაც შეიქმნა, არ არსებობს“

ოპოზიციური ალიანსი იმ შემადგენლობით, რა შემადგენლობითაც შეიქმნა, არის დისფუნქციური, – ამის შესახებ პარტია “ახალის” გენერალურმა მდივანმა, თენგო თევზაძემ, გადაცემაში “დღის თემა” განაცხადა.

თევზაძე საუბრობს პროტესტის საწყის ეტაპზე, ასევე, ოპოზიციურ პარტიებს შორის კოორდინაციის გაწყვეტაზე და გამოთქვამს წუხილს, თითქოს “კოალიცია ცვილებებისთვის” მიმართ უსაფუძვლო ბრალდებები გაჟღერდა.

“პირველ რიგში, მინდა გითხრათ, რომ ალიანსის ის ანონსი, რომელიც 31 მარტს გააკეთა 26 მაისთან დაკავშირებით და საზოგადოების მობილიზაცია და ეს ძირითადად თბილისს ეხებოდა, ათიათასობით ადამიანი გამოვიდა მაშინ აქციაზე და იყო ასე ვთქვათ, ძალიან დიდი პროტესტი, დიდი რაოდენობრივად ძალიან ბევრი ადამიანი აქციაზე. ჩვენ ვთქვით, რომ ეს მობილიზაციის კამპანია გაგრძელდებოდა მთელი საქართველოს მასშტაბით და შემდეგ იქნებოდა კიდევ. ჩვენ ვხედავთ და ვხედავდით, რომ უკვე 27 მაისიდან რატომღაც კოორდინაციულმა ოპოზიციურმა პოლიტიკურმა პარტიებმა და ლიდერებმა ჩათვალეს, რომ რაღაცნაირად საფრთხე შეიძლებოდა ყოფილიყო ოპოზიციის კოორდინაცია და ეს არის სამწუხარო და შემდეგ „კოალიცია ცვლილებისთვის“ მისამართით რაღაც ზღაპრების მთელი ჯაჭვი იყო.”- განაცხადა თევზაძემ.

წამყვანის კითხვაზე, არსებობს თუ არა ოპოზიციური ალიანსი ისევ, თენგო თევზაძემ უპასუხა, რომ ოპოზიციური ალიანსი იმ შემადგენლობით, რომლითაც შეიქმნა არის დისფუნქციური.

“ოპოზიციური ალიანსი იმ შემადგენლობით, რა შემადგენლობითაც შეიქმნა, არის დისფუნქციური. ამ შემადგენლობით არ არსებობს, მაგრამ ოპოზიციის ალიანსში მყოფ პოლიტიკურ პარტიებთან გვქვს ჩვენ აქტიური კოორდინაცია,”- განაცხადა თენგო თევზაძემ.

წამყვანის კითხვაზე თუ როდის ჰქონდათ ბოლოს შეკრება, თევზაძემ უპასუხა, რომ პოლიტიკური პარტიების შეკრება 2 დღის წინ გაიმართა.

“ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიებს შეკრება გქონდა ორი დღის წინ, პარტია „ახალის“ ოფისში,”- განაცხადა თენგო თევზაძემ.

წამყვანმა თევზაძეს ასევე მიმართა კითხვით – თუ ოპოზიციური ალიანსი დისფუნქციურია რა აზრი აქვს მაშინ იქ ყოფნას, რაზეც თევზაძემ უპასუხა, რომ პოლიტიკური პროცესების გაძლიერებისთვის არის ეს ყოველივე საჭირო.

“დისფუნქციური არის თავდაპირველი შემადგენლობით, ამიტომ ვახსენე, იმ თავდაპირველი შემადგენლობით ეს ასე არ ფუნქციონირებს, მაგრამ ჩვენ ვითვალისწინებთ კოორდინაციის მნიშვნელობას და აუცილებლობას და ვფიქრობთ, რომ კოორდინაცია უნდა გაგრძელდეს და გაგრძელდეს მათ შორის იმ პროტესტის და პოლიტიკური პროცესის გაძლიერებისთვის, რომელიც აუცილებლად უნდა დაიწყოს,”- განაცხადა თენგო თევზაძემ.