ᲘᲜᲤᲝᲤᲝᲡᲢᲐᲚᲘᲝᲜᲘ
ᲞᲘᲠᲓᲐᲞᲘᲠ ცოტნე ანანიძე„“ტვ პირველის” დაუდასტურებელი ინფორმაციით, აეროპორტში მამამ შვილი გააცილა. შემდეგი სკანდალი ალბათ ის იქნება, რომ ოჯახის წევრებმა ერთმანეთს დაბადების დღე მიულოცეს“ დღეს 7 მასალა
  • ამინდი: MET Norway
  • თბილისი15°C
  • ბათუმი16°C
  • ქუთაისი18°C
  • რუსთავი17°C
  • ზუგდიდი17°C
  • თელავი12°C
  • გორი15°C
  • ახალციხე13°C
  • ოზურგეთი17°C
  • ამბროლაური14°C
  • მესტია10°C
  • ფოთი18°C
  • ეროვნული ბანკის კურსი 31 ოქტომბერი
  • USD2.5992+0.0033
  • EUR2.9116+0.0182
  • GBP3.4902+0.0317
  • TRY0.0520−0.0001
  • 100 RUB3.2307+0.0080
  • AZN1.5292+0.0019
  • 1000 AMD7.2100+0.0303
  • 10 UAH0.5730+0.0032
ᲞᲝᲚᲘᲢᲘᲙᲐ17 ᲡᲔᲥᲢᲔᲛᲑᲔᲠᲘ11:04
შაკო კუჭაშვილი

განცხადება · 111 ნახვა

„DJ კორძისთვის ფულის გადახდითა და მისი „სიფათის“ გატრენდებით, ხომ არ ხდება კომპანია მოსახლეობაში პოლიტიკური შუღლის გაღვივების თანამონაწილე? ნანუკა ჟორჟოლიანისა და ბაია პატარაიას მხრიდან ამ რეკლამის ასეთი აქტიური „საფორთი“ ამ მიმართულებით ეჭვებს კიდევ უფრო ამძაფრებს“

„ვოლტის“ სარეკლამო კამპანიაზე

კომპანია, რომელიც საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის მაგინებელს საკუთარ პლატფორმას უთმობს, ფულს უხდის და მიიჩნევს, რომ მისი სიფათი სარეკლამო კამპანიისთვის გამოდგება, მასობრივ და ორგანიზებულ ბოიკოტს იმსახურებს! – ასე ეხმაურება სამოქალაქო აქტივისტი, შაკო კუჭაშვილი, კომპანია „ვოლტის“ რეკლამაში DJ კორძის მთავარ პერსონაჟად გამოჩენას.

კუჭაშვილი სვამს კითხვას, კომპანია „ვოლტი“ აღნიშნული ქმედებით თავად ხომ არ ხდება პოლიტიკური შუღლის გაღვივების თანამონაწილე, რასთან დაკავშირებით ეჭვებს ბაია პატარაიასა და ნანუკა ჟორჟოლიანის აქტიური მხარდაჭერა კიდევ ურო აძლიერებს.

„კომპანია „ვოლტი“ საკუთარ სარეკლამო კამპანიას აწარმოებს. რეკლამის შინაარსი და მარკეტინგული სვლები, ერთი შეხედვით, უწყინრად გამოიყურება, თუმცა მინდა თქვენი ყურადღება შევაჩერო რეკლამის მთავარ პერსონაჟზე – „DJ კორძიზე“.
ეს ადამიანი თავისი მარაზმატიკული ე.წ. სიმღერით სიძულვილის ენის ერთ-ერთი მთავარი გენერატორია.
კაცი საკუთარ სიმღერაში საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტურ უმრავლესობას უშვერი სიტყვებით შეურაცხყოფდა, ამას აბრენდებდა და ამ გზით ქვეყანაში პოლიტიკურ შუღლს ახალისებდა.
კომპანია, რომელიც საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის მაგინებელს საკუთარ პლატფორმას უთმობს, ფულს უხდის და მიიჩნევს, რომ მისი სიფათი სარეკლამო კამპანიისთვის გამოდგება, მასობრივ და ორგანიზებულ ბოიკოტს იმსახურებს!
ასევე მნიშვნელოვანი საკითხია: ამ ადამიანისთვის ფულის გადახდითა და მისი სიფათის გატრენდებით, ხომ არ ხდება კომპანია მოსახლეობაში პოლიტიკური შუღლის გაღვივების თანამონაწილე?
ნანუკა ჟორჟოლიანისა და ბაია პატარაიას მხრიდან ამ რეკლამის ასეთი აქტიური „საფორთი“ ამ მიმართულებით ეჭვებს კიდევ უფრო ამძაფრებს,“- წერს შაკო კუჭაშვილი.

შაკო კუჭაშვილი სხვა განცხადებებიყველა განცხადება

  1. შაკო კუჭაშვილი„პოსტებზე არ უნდა რჩებოდნენ ადამიანები, რომლებიც აქციებისას სტუდენტებს ღიად ეუბნებოდნენ, რომ ქულას პარლამენტის წინ დგომაში დაუწერდნენ და რომ ფეიერვერკის სროლა გამოხატვის თავისუფლებაა. ყველა მათგანი არა მხოლოდ უნდა ჩამოშორდეს პედაგოგიურ საქმიანობას, არამედ, პასუხიც უნდა აგოს კანონის წინაშე საბოტაჟის წაქეზებისთვის“
  2. შაკო კუჭაშვილი„ბიძინა ივანიშვილმა პრაქტიკულად ცხოვრებადანგრეულ ადამიანებს, რომლებიც ბანკში სესხის ასაღებად ვერასდროს მივიდოდნენ, ახალი ცხოვრების დაწყების საშუალება მისცა. რატომღაც აქაც ისე მოხდა, რომ მხოლოდ “ნაცებმა” და მათთან დაკავშირებულმა ხალხმა ნახა პრობლემა – ეს ყველაფერი ხომ უბრალოდ უმადურობაა“
  3. შაკო კუჭაშვილი„რა სასტიკია უცხოელი პატრონი და რა მძიმეა აგენტის ხვედრი- სოხუმელი „კაცი“ ნიკა გვარამია „აფხაზეთი განგრენაა“ ნარატივში ჩასვეს – გვარამია გამიზნულად ახდენს ორი კონფლიქტის ერთმანეთთან დაკავშირებას ისე, რომ აფხაზეთი წარმოჩინდეს როგორც „განგრენა“, რომლისგანაც უნდა გავთავისუფლდეთ“
  4. შაკო კუჭაშვილი„ნაც.ბინძური პროპაგანდის აქტორმა, ეკა კვესიტაძემ 2008 წლის აგვისტოს შემზარავი დღეების გასაპრავებლად მიიწვია გადაცემაში სააკაშვილის კუდის ყოფილი მაღალჩინოსანი, ვინმე დავით დათაშვილი, რომელიც პირდაპირ იძახის მოსალოდნელი საფრთხის შესახებ ახლობლები გავაფრთხილეო, იმ დროს როცა მშვიდობიანი მოაქალაქეები საერთოდ არ იყვნენ გაფრთხილებულები“