პოლიტიკა

ზურაბ ქადაგიძე: ქვეყნის განახლებულ ბიუჯეტზე მსჯელობისას, უმთავრესი საზომია – რას იგრძნობს რიგითი ქართველი და რამდენად სამართლიანად ნაწილდება ქვეყნის დოვლათი

სახელმწიფო ბიუჯეტის პრიორიტეტებზე წერს სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი, დეპუტატი ზურაბ ქადაგიძე. როგორც ის აღნიშნავს, სოციალური და სამართლებრივი სახელმწიფო კონკრეტული ნაბიჯებით ფასდება და შესაბამისად მნიშვნელოვანია ის, თუ რა მიმართულებებს ხმარდება საბიუჯეტო თანხები. ზურაბ ქადაგიძე აღნიშნავს, რომ პარლამენტში 2027 წლის ბიუჯეტზე მსჯელობისას,

„ხალხის ძალამ“ სამი მნიშვნელოვანი საკითხი წამოჭრა – ვეტერანებისათვის ყოველთვიური დახმარების მინიმუმ გაორმაგება, მარჩენალდაკარგული ბავშვების სოციალური პაკეტის გაზრდა და უფასო რეზიდენტურა ახალგაზრდა მედიკოსებისთვის. „სამართლებრივი სახელმწიფო მხოლოდ ქაღალდზე დაწერილი სიტყვები არ არის, ის იწყება ადამიანის ღირსების დაცვითა და სახელმწიფოს მხრიდან საკუთარ მოქალაქეზე მაქსიმალური ზრუნვით. როდესაც ქვეყნის განახლებულ ბიუჯეტზე ვმსჯელობთ, უმთავრესი საზომი ერთია, რას იგრძნობს რიგითი ქართველი და რამდენად სამართლიანად ნაწილდება ქვეყნის დოვლათი. სწორედ ამიტომ, საქართველოს პარლამენტში „ხალხის ძალის“ სახელით მკაფიოდ დავაფიქსირეთ სამი სასიცოცხლო ინიციატივა, რომელიც აუცილებლად უნდა აისახოს განახლებულ ბიუჯეტში: 1. ომის ვეტერანების ყოველთვიური დახმარების მინიმუმ გაორმაგება – ადამიანები, რომლებმაც საკუთარი ჯანმრთელობა და სიცოცხლე შესწირეს სამშობლოს დაცვას, სახელმწიფოსგან იმსახურებენ უფრო მეტ დაფასებასა და ღირსეულ თანადგომას. 2. მარჩენალდაკარგული ბავშვების სოციალური პაკეტის გაზრდა – არცერთი ობოლი ბავშვი არ უნდა დარჩეს მარტო ყოველდღიურ გაჭირვებასთან. მათზე ზრუნვა სახელმწიფოს მორალური და კონსტიტუციური ვალდებულებაა. 3. უფასო რეზიდენტურა ახალგაზრდა მედიკოსებისთვის – სახელმწიფომ თავად უნდა გაუხსნას გზა მომავალ ექიმებს პროფესიული ზრდისთვის, ნაცვლად იმისა, რომ მათ მძიმე ფინანსური ბარიერები დავუწესოთ. ეს ჩვენი ჯანდაცვისა და მომავალი თაობების გადარჩენის საქმეა. სოციალური და სამართლებრივი სახელმწიფო, ასეთი კონკრეტული ნაბიჯებით ფასდება,“ – წერს ზურაბ ქადაგიძე.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა

Herald Posts Big

პოლიტიკა

დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე: „ტვ პირველისა“ და „ფორმულის“ წარმომადგენლები, მიუხედავად მრავალგზის გაფრთხილებისა, წლების განმავლობაში არაერთ დიდ საეკლესიო დღესასწაულზე ქმნიდნენ ღვთისმსახურებისთვის შეუფერებელ ვითარებას – შეზღუდვის მიზანი არ არის მედიის საქმიანობისთვის ხელის შეშლა, არამედ ლიტურგიკული წესრიგისა და მომლოცველთა ინტერესების დაცვა

Herald Posts List

Herald Posts Slider

Video

Uniquely strategize progressive markets rather than frictionless manufactured products. Collaboratively engineer reliable.