ᲘᲜᲤᲝᲤᲝᲡᲢᲐᲚᲘᲝᲜᲘ
ᲑᲝᲚᲝ ლევან ჭოტორლიშვილი„ირაკლი კობახიძის დონის ინტელექტუალი პოლიტიკოსი რომ ჰყავდეს ევროკავშირს, ასეთი უკუსვლა და ჩამორჩენა არ ექნებოდა ბოლო ოცი წლის განმავლობაში“ დღეს 11 მასალა
  • ამინდი: MET Norway
  • თბილისი16°C
  • ბათუმი18°C
  • ქუთაისი21°C
  • რუსთავი18°C
  • ზუგდიდი20°C
  • თელავი16°C
  • გორი16°C
  • ახალციხე15°C
  • ოზურგეთი22°C
  • ამბროლაური16°C
  • მესტია7°C
  • ფოთი21°C
  • ეროვნული ბანკის კურსი 4 ნოემბერი
  • USD2.5970−0.0003
  • EUR2.9047−0.0061
  • GBP3.4831+0.0017
  • TRY0.0519−0.0001
  • 100 RUB3.1837−0.0238
  • AZN1.5279−0.0002
  • 1000 AMD7.2063+0.0042
  • 10 UAH0.5688−0.0005
ᲞᲝᲚᲘᲢᲘᲙᲐ4 ᲜᲝᲔᲛᲑᲔᲠᲘ10:37
ირაკლი კირცხალია

განცხადება · 171 ნახვა

„როდესაც მიხეილ სააკაშვილი და „ნაცმოძრაობის“ ყოფილი წევრები თანამდებობაზე გყავს უკრაინაში, რატომ გვიკვირს, რომ სადმე სარდაფში ჯარისკაცს ან ადამიანს აწამებენ“

"ნამდვილად არ არის გასაკვირი, როდესაც „ნაცმოძრაობის“ ყოფილი წევრები გყავს თანამდებობებზე, მათ შორის ძალოვან სტრუქტურებში, სარდაფებში ნაწამები ხალხი და სარდაფში წამება არ ახალია“,- განაცხადა ფრაქცია „ქართლი ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კირცხალიამ გავრცელებული ინფორმაციის შესახებ, რომ უკრაინაში, კიევთან ახლოს უკრაინელ ჯარისკაცებს აწამებდნენ.

„უკრაინაში ახლაც და ზოგადად უმძიმესი ვითარება რომ არის, ამას დიდი დაკვირვება არ სჭირდება, მაგრამ განსაკუთრებით სულისშემძვრელია ის ფაქტები განსაკუთრებით, რაც ახლა გავიგეთ და შევიტყვეთ ყველამ. უკრაინელ ხალხზე და უკრაინაზე საუბარს იცით, ჩვენ ყოველთვის თავს ვარიდებთ, განსაკუთრებით 2022 წლის შემდეგ, რადგან ომშია ქვეყანა. მაგრამ ამ ქვეყანას ჰყავს თავისი მმართველობითი რგოლი, მმართველობითი ორგანოები, მმართველები და პასუხისმგებელი პირები, რომლებიც თითოეულ განვითარებულ მოვლენაზე ომის პერიოდში თუ მშვიდობის პერიოდში პასუხისმგებლები არიან თავის ქვეყანაში. რა გასაკვირია, როდესაც მიხეილ სააკაშვილი გყავს თანამდებობაზე და „ნაცმოძრაობის“ ყოფილი წევრები თანამდებობაზე გყავს უკრაინაში და აი ამ რეჟიმის წარმომადგენლებს და მწამებლებს ადეიშვილი და ძმანი და დანი მათნი გყავს და უცხოეთში დაატარებს სხვადასხვა წარმომადგენლად, ქვეყანა წარმოადგინოს რატომ გვიკვირს, რომ სადმე სარდაფში ჯარისკაცს ან ადამიანს აწამებენ? რატომ გვიკვირს ეს ყველაფერი? ეს იყო ხალხი, რომელმაც 2012 წლამდე საქართველოში წამების გენერალური რეპეტიცია გაიარა, თუ რას ნიშნავს, როგორ უნდა დაუსახიჩრო ადამიანს სული და როგორ უნდა დაასახიჩრო ყველაფერი ის, რაც შენ ბინძურ კონკრეტულ მიზანს არ ემსახურება. ვინც გაექცა ეგრეთ წოდებული ნაკარნახები კოჰაბიტაციის დროს, და ყველამ კარგად ვიცით, თუ რა პერიოდში მოვიდა ბიძინა ივანიშვილი თავის გუნდთან ერთად და რა კოალიციით მოვიდა, სამწუხაროდ, რამდენიმე ადამიანმა მოახერხა ქვეყნიდან წასვლა, მაგრამ ვიცით, რომ ყველა მსჯავრდებულია და კანონს ვერავინ გაექცა ჩვენს ქვეყანაში“,-განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.

ირაკლი კირცხალია სხვა განცხადებებიყველა განცხადება

  1. ირაკლი კირცხალია„ბიძინა ივანიშვილის „პრესის თავისუფლების მტაცებელთა“ სიაში შეყვანა საზღაურია იმისთვის, რომ იგი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებსა და სუვერენიტეტს არ თმობს, რათა საქართველო, როგორც უახლეს წარსულში, დღესაც მსხვერპლად შეწირულ ფიგურად არ იქცეს“
  2. ირაკლი კირცხალია„როდესაც სახელმწიფო საკუთარ ეროვნულ ინტერესებს იცავს, არ ემორჩილება გარე კარნახს, იმ ლიდერებისა და პარტიების წინააღმდეგ, ვინც ამ ყველაფერზეა პასუხისმგებელი, კამპანიები სხვადასხვა მიმართულებით იშლება - ამჯერად ეს აბსურდული იარლიყი „პრესის თავისუფლების მტაცებელია““
  3. ირაკლი კირცხალია„პრესის თავისუფლების მიტაცებისა და ბიძინა ივანიშვილის ერთ კონტექსტში ხსენება ღიმილისმომგვრელია, თუმცა, როგორც ჩანს, „დიფ სთეითის“ ლოგიკა ასეთია - რაც უფრო აბსურდული და დაუჯერებელია ბრალდება, მით უფრო დამაჯერებლად უნდა ჟღერდეს იგი“
  4. ირაკლი კირცხალია„საქართველო აგენტურის გარეშე, ერთხელ და საბოლოოდ გვჯერა, რომ თუ ეს პროცესი [საკონსტუტუციო სარჩელი] ჩვენი გამარჯვებით დასრულდა, ეს პირდაპირ პროპორციულად ნიშნავს საქართველოს გამარჯვებას“