ᲘᲜᲤᲝᲤᲝᲡᲢᲐᲚᲘᲝᲜᲘ
ᲑᲝᲚᲝ ირაკლი კირცხალია„ბიძინა ივანიშვილის „პრესის თავისუფლების მტაცებელთა“ სიაში შეყვანა საზღაურია იმისთვის, რომ იგი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებსა და სუვერენიტეტს არ თმობს, რათა საქართველო, როგორც უახლეს წარსულში, დღესაც მსხვერპლად შეწირულ ფიგურად არ იქცეს“ დღეს 10 მასალა
  • ამინდი: MET Norway
  • თბილისი16°C
  • ბათუმი19°C
  • ქუთაისი24°C
  • რუსთავი19°C
  • ზუგდიდი23°C
  • თელავი15°C
  • გორი18°C
  • ახალციხე18°C
  • ოზურგეთი24°C
  • ამბროლაური20°C
  • მესტია13°C
  • ფოთი24°C
  • ეროვნული ბანკის კურსი 3 ნოემბერი
  • USD2.5973−0.0019
  • EUR2.9108−0.0008
  • GBP3.4814−0.0088
  • TRY0.0520
  • 100 RUB3.2075−0.0232
  • AZN1.5281−0.0011
  • 1000 AMD7.2021−0.0079
  • 10 UAH0.5693−0.0037
ᲞᲝᲚᲘᲢᲘᲙᲐ3 ᲜᲝᲔᲛᲑᲔᲠᲘ13:45
ირაკლი კირცხალია

განცხადება · 124 ნახვა

„როდესაც სახელმწიფო საკუთარ ეროვნულ ინტერესებს იცავს, არ ემორჩილება გარე კარნახს, იმ ლიდერებისა და პარტიების წინააღმდეგ, ვინც ამ ყველაფერზეა პასუხისმგებელი, კამპანიები სხვადასხვა მიმართულებით იშლება - ამჯერად ეს აბსურდული იარლიყი „პრესის თავისუფლების მტაცებელია““

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, ირაკლი კირცხალია, ორგანიზაცია „რეპორტიორები საზღვრებს გარეშეს“ მიერ გამოქვეყნებულ „პრესის თავისუფლების მტაცებელთა“ სიას აფასებს, რომელშიც „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი და საპატიო თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილიც არის შეყვანილი.

კირცხალიას განცხადებით, არაფორმალური ოლიგარქიული გავლენებით მოქმედი ორგანიზაციის ამგვარი შეფასებები აჩვენებს იმ ორმაგ სტანდარტებს, რაც სუვერენული პოლიტიკის გამტარებელი ქვეყნების მიმართ არსებობს.

„არაფორმალური ოლიგარქიული გავლენებით მოქმედი ამ ორგანიზაციის შეფასებები ნათლად აჩვენებს იმ დამოკიდებულებას, მათ შორის ორმაგ სტანდარტებს, რაც სუვერენული პოლიტიკის გამტარებელი ქვეყნების მიმართ არსებობს. ანუ, როდესაც სახელმწიფო საკუთარ ეროვნულ ინტერესებს იცავს, არ ემორჩილება გარე კარნახს და არ თმობს სუვერენიტეტს, იმ ლიდერებისა და პარტიების წინააღმდეგ, ვინც ამ ყველაფერზეა პასუხისმგებელი, კამპანიები სხვადასხვა მიმართულებით იშლება. ერთ-ერთი ასეთი მიმართულება სხვადასხვა იარლიყების მიწებების მცდელობაა. ამჯერად ეს აბსურდული იარლიყი „პრესის თავისუფლების მტაცებელია“.

ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ ეს არა პირადი მოსაზრება, ან შეხედულება, არამედ დადასტურებული ფაქტია, მათ შორის ჩვენი ქვეყნის მაგალითზეც,“ - განაცხადა კირცხალიამ.

მისი თქმით, ორმაგი სტანდარტის მაჩვენებელია „ნაცმოძრაობის“ რეჟიმის მიმართ გამოხატული მხარდაჭერა და მათი მმართველობის პერიოდის საქართველოს დემოკრატიულ წარმატებად წარმოჩენა.

„მეტი თვალსაჩინოებისთვის საზოგადოებას შევახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილისა და „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმის მმართველობის პერიოდში, როდესაც ამ არაკონსტიტუციურ პოლიტიკურ ძალას სახელმწიფო ჰქონდა მიტაცებული, ყველა მსხვილი მედია, რომელსაც მთელი ქვეყნის მასშტაბით მაუწყებლობის შესაძლებლობა ჰქონდა, ერთი პოლიტიკური პარტიის სრულ კონტროლსა და გავლენას ექვემდებარებოდა. დამოუკიდებლობისგან სრულად დაცლილი მედია მმართველი პოლიტიკური ძალის პროპაგანდისტულ ინსტრუმენტად ფუნქციონირებდა. საინფორმაციო სივრცეში არ არსებობდა პლურალიზმი, რეჟიმისგან განსხვავებული პოზიცია და კრიტიკული აზრი კი იმდენად მიუღებელ და დანაშაულებრივ მოვლენად იყო ქცეული, რომ ამ თემაზე ღიად საუბარიც კი წინააღმდეგობის გაწევისა და პირადი გამბედაობის, ლამის გმირობის გამოხატულებად იქცა. ქვეყანაში არ არსებობდა სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება და ჩამოყალიბებული იყო საინფორმაციო მონოპოლია, სადაც საზოგადოებას რეალობის მხოლოდ ერთი, მმართველი ძალისთვის სასურველი ვერსია მიეწოდებოდა, მისი არ მიღების შემთხვევაში კი, სასჯელი გარანტირებული იყო!

ამ ფონზე, ასეთ ავტორიტარს და მის რეჟიმს, რომელმაც როგორც პირდაპირი, ისე გადატანითი მნიშვნელობით - ჯოჯოხეთი გამოატარა ჩვენს ქვეყანას და ხალხს, „დემოკრატიის შუქურად“ მოიხსენიებდნენ, მათი მმართველობის პერიოდს კი საქართველოს დემოკრატიულ წარმატებად წარმოაჩენდნენ. ეს ყველაფერი გრძელდებოდა მანამ, სანამ ეს რეჟიმის უცხოელი პატრონებისთვის იყო სარგებლის მომტანი,“ - განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.

ირაკლი კირცხალია სხვა განცხადებებიყველა განცხადება

  1. ირაკლი კირცხალია„ბიძინა ივანიშვილის „პრესის თავისუფლების მტაცებელთა“ სიაში შეყვანა საზღაურია იმისთვის, რომ იგი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებსა და სუვერენიტეტს არ თმობს, რათა საქართველო, როგორც უახლეს წარსულში, დღესაც მსხვერპლად შეწირულ ფიგურად არ იქცეს“
  2. ირაკლი კირცხალია„პრესის თავისუფლების მიტაცებისა და ბიძინა ივანიშვილის ერთ კონტექსტში ხსენება ღიმილისმომგვრელია, თუმცა, როგორც ჩანს, „დიფ სთეითის“ ლოგიკა ასეთია - რაც უფრო აბსურდული და დაუჯერებელია ბრალდება, მით უფრო დამაჯერებლად უნდა ჟღერდეს იგი“
  3. ირაკლი კირცხალია„საქართველო აგენტურის გარეშე, ერთხელ და საბოლოოდ გვჯერა, რომ თუ ეს პროცესი [საკონსტუტუციო სარჩელი] ჩვენი გამარჯვებით დასრულდა, ეს პირდაპირ პროპორციულად ნიშნავს საქართველოს გამარჯვებას“
  4. ირაკლი კირცხალია„თქვენ მეკითხებით რა შუაშია გახარიას პარტია? მე გეტყვით, რომ შუაშია, რა მნიშვნელობა აქვს რეჟიმთან როდის დაამყარებს კოალიციას? კოალიციის დამყარება რას ნიშნავს? ე.ი ის იზიარებს მის ფუნდამენტურ მრწამსს პოლიტიკის“