ᲘᲜᲤᲝᲤᲝᲡᲢᲐᲚᲘᲝᲜᲘ
ᲐᲮᲚᲐᲮᲐᲜ მაგდა მამუკაშვილი„რა თქმა უნდა, მხარს ვუჭერ მოლოტოვის კოქტეილის სროლას ნებისმიერ ქვეყანაში. მოლოტოვის კოქტეილს კი არა, ნებისმიერ ბრუტალურ ქმედებას ვუჭერ მხარს“ დღეს 9 მასალა
  • ამინდი: MET Norway
  • თბილისი10°C
  • ბათუმი12°C
  • ქუთაისი12°C
  • რუსთავი13°C
  • ზუგდიდი11°C
  • თელავი10°C
  • გორი10°C
  • ახალციხე8°C
  • ოზურგეთი12°C
  • ამბროლაური7°C
  • მესტია3°C
  • ფოთი14°C
  • ეროვნული ბანკის კურსი 6 ნოემბერი
  • USD2.5955−0.0003
  • EUR2.9145−0.0053
  • GBP3.4935−0.0056
  • TRY0.0519
  • 100 RUB3.1827+0.0100
  • AZN1.5270−0.0002
  • 1000 AMD7.2001−0.0029
  • 10 UAH0.5707+0.0008
ამბავიუცხოური მედია184 ნახვა

უკრაინული მედია: უკრაინის ანტიკორუფციულმა სასამართლომ გენერალურ პროკურატურას დავით არახამიას წინააღმდეგ საქმის აღძვრა დაავალა

უკრაინული მედია: უკრაინის ანტიკორუფციულმა სასამართლომ გენერალურ პროკურატურას დავით არახამიას წინააღმდეგ საქმის აღძვრა დაავალა

უკრაინის უმაღლესმა ანტიკორუფციულმა სასამართლომ ქვეყნის გენერალური პროკურორის მოვალეობის შემსრულებელს ანტონ კოვალსკის დაავალა წინასასამართლო გამოძიებათა რეესტრში შეიყვანოს ცნობები საპარლამენტო ფრაქცია „ხალხის მსახურის“ დავით არახამიას მიერ სავარაუდოდ სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენის შესახებ. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

საუბარია იმაზე, რომ არახამია, სავარაუდოდ, უმაღლეს რადაში საჭირო კანონპროექტების მხარდასაჭერად დეპუტატებს ფულებს კონვერტით ურიგებდა.

ცნობისთვის, 2025 წლის დეკემბერში უკრაინის ეროვნულმა ანტიკორუფციულმა ბიურომ და სპეციალიზებულმა ანტიკორუფციულმა პროკურატურამ განაცხადეს, რომ გამოძიება ჩაატარეს და მოქმედი დეპუტატებისგან შემდგარი ჯგუფი გამოავლინეს.

ჩატარებული გამოძიების თანახმად, ჯგუფის წევრები უკრაინის უმაღლეს რადაში ხმის მიცემის სანაცვლოდ თანხებს სისტემატურად იღებდნენ. სპეციალიზებულმა ანტიკორუფციულმა პროკურატურამ ქრთამის აღების საქმეზე ბრალი ხუთ დეპუტატს წარუდგინა. პროკურატურის თქმით, ქრთამის ოდენობა 2 000-დან 20 000 დოლარამდე იყო.

ქრთამის აღების საქმეზე გასული წლის ბოლოს ჩხრეკა არახამიას თანაშემწის სახლშიც ჩატარდა.