ᲘᲜᲤᲝᲤᲝᲡᲢᲐᲚᲘᲝᲜᲘ
ᲐᲮᲚᲐᲮᲐᲜ ბრიუსელთან იდეალური ურთიერთობები მხოლოდ იმ შემთხვევაში გვექნებოდა, თუ მას მთლიანად დავუთმობდით ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს - ლევან მაჭავარიანი დღეს 6 მასალა
  • ამინდი: MET Norway
  • თბილისი14°C
  • ბათუმი15°C
  • ქუთაისი13°C
  • რუსთავი17°C
  • ზუგდიდი14°C
  • თელავი15°C
  • გორი12°C
  • ახალციხე11°C
  • ოზურგეთი14°C
  • ამბროლაური11°C
  • მესტია5°C
  • ფოთი15°C
  • ეროვნული ბანკის კურსი 5 ნოემბერი
  • USD2.5958−0.0012
  • EUR2.9198+0.0151
  • GBP3.4991+0.0160
  • TRY0.0519
  • 100 RUB3.1727−0.0110
  • AZN1.5272−0.0007
  • 1000 AMD7.2030−0.0033
  • 10 UAH0.5699+0.0011
ᲞᲝᲚᲘᲢᲘᲙᲐ5 ᲜᲝᲔᲛᲑᲔᲠᲘ11:26
ლევან მაჭავარიანი

განცხადება · 118 ნახვა

„ბრიუსელი უნდა შეეგუოს, რომ მეორე ფრონტი საქართველოში ვერ გაიხსნება“

პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა "ღამის კურიერის" ეთერში ბრიუსელთან ურთიერთობებსა და ევროინტეგრაციის პერსპექტივებზე ისაუბრა. მისი განცხადებით, პარტნიორებმა რეალობას თვალი უნდა გაუსწრონ და პატივი სცენ საქართველოს სუვერენიტეტს.

"ბრიუსელი უნდა შეეგუოს იმას, რომ მიუხედავად ამდენი წნეხისა, ზეწოლისა, მიუხედავად იმისა, რომ წინა საარჩევნო კამპანია თვითონ ჩაუტარეს თავიდან ბოლომდე რადიკალურ ოპოზიციას, აგზავნეს საგარეო საქმეთა მინისტრები, ევროპარლამენტარები, რომლებიც პირდაპირ ითხოვდნენ "მაიდანიზაციას," ამ ყველაფრის მიუხედავად, რევოლუცია საქართველოში ვერ მოხდა და უნდა შეეგუონ ამ ფაქტს. ვერც საარჩევნო გზით ვერ ჩაგვანაცვლეს აგენტურული ოპოზიციის სახით. იმ ფაქტსაც უნდა შეეგუონ, რომ საქართველომ, დიახ, უარი განაცხადა პროქსი ქვეყნად ჩვენი სახელმწიფოს გამოყენებაზე და მეორე ფრონტი საქართველოში ვერ გაიხსნება.

მათ უნდა აღიარონ მარტივი ჭეშმარიტება, რომ ჩვენ ვესაზღვრებით შავ ზღვას და დიახ, ჩვენ ნამდვილად საკვანძო ქვეყანა ვართ შუა დერეფნის. მათთვის შუა დერეფანი არის უალტერნატივო მარშრუტი, ჩრდილოეთ დერეფანი დაკეტილია, სამხრეთ დერეფანში არის მუდმივი პრობლემები, მით უმეტეს, ახლო აღმოსავლეთში განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე, შესაბამისად, შუა დერეფანს ალტერნატივა არ გააჩნია და ის ტვირთი, რაც ევროპისთვის არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი, ასობით მილიარდ დოლარზე მაქვს მე საუბარი, რასაც ისინი ვაჭრობენ ჩინეთთან და პლუს კიდევ შუა აზიის ქვეყნებთან, ვისთანაც ჩვენ იდეალური ურთიერთობები გვაქვს და ძალიან სერიოზული პარტნიორობა, როგორც ჩინეთთან, ასევე, შუა აზიის ქვეყნებთანაც, ისევე როგორც ჩვენ მეზობელ ქვეყნებთან, თურქეთთან, სომხეთთან, აზერბაიჯანთან. როდესაც ისინი ამ მარტივ ჭეშმარიტებებს აღიარებენ და სიმართლეს თვალს გაუსწორებენ, მაგ შემთხვევაში უკვე, რა თქმა უნდა, ჩვენ ვაცხადებთ, რომ ნებისმიერ დროს მზად ვართ. ემოციების ადგილი პოლიტიკაში არ არის, ჩვენ არ დავიწყებთ იმ უსამართლო მიდგომებზე საუბარს, გადავაფურცლავთ იმ ყველაფერს და ახალი ფურცლიდან დავიწყებთ საუბარს. ოღონდ ეს ურთიერთობა უნდა იყოს ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებული და ამ ურთიერთობების ფარგლებში, რა თქმა უნდა, ჩვენ სუვერენიტეტს ყველამ პატივი უნდა სცეს," - განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.

ლევან მაჭავარიანი სხვა განცხადებებიყველა განცხადება

  1. ლევან მაჭავარიანი„არ წარმომიდგენია, რომ მსოფლიოში რომელიმე მმართველ პარტიას ჰყავდეს ამათზე მოსახერხებელი ოპოზიცია - თავიდან ბოლომდე გაშიფრულები არიან ჩვენი საზოგადოების თვალში“
  2. ლევან მაჭავარიანი„ჩვენ ვხედავთ ოპოზიციის გარე პატრონების დივერსიფიცირებულ სცენარს - მარტო "ნაცებზე" ფსონი აღარ დადეს, რადგან ვერ ჩამორეცხეს სისხლიანი წარსული და ხელოვნურად გააჩინეს "ახალი" პარტიები, რომლებიც "კოლექტიურ ნაცმოძრაობად" მოგვევლინნენ“
  3. ლევან მაჭავარიანი„საფრანგეთში აქციები მიმდინარეობს, სადაც პოლიციელების მხრიდან ძალადობის არნახულ მასშტაბებს ვხედავთ – ერთი კომენტარიც არ გაუკეთებიათ იმ ევრობიუროკრატებს, რომლებიც ჩვენთან პოლიციელის ცოცხლად დაწვის მცდელობას მშვიდობიან აქციას უწოდებენ“
  4. ლევან მაჭავარიანი„ევრობიუროკრატებს ადრე თუ გვიან მოუწევთ რეალობისთვის თვალის გასწორება. იმის გაცნობიერება, რომ მიუხედავად ამდენი მცდელობისა, ვერც რევოლუციას მოგვიწყობენ და ვერც ოპოზიციისთვის ჩატარებული საარჩევნო კამპანიებით მოგვიგებენ არჩევნებს“