განცხადება · 85 ნახვა
„ე.წ. კასრების საქმე განსაკუთრებით მძიმე ფაბულის შემცველი საქმეა და წესით, შესაბამისი დანაშაულებრივი ქმედების სიმძიმე, ყველას კარგად უნდა ახსოვდეს“
ე.წ. კასრების საქმე განსაკუთრებით მძიმე ფაბულის შემცველი საქმეა და როგორც შევთანხმდით, აქ არ ვახდენ ამ ყველაფრის დემონსტრირებას, თუმცა, წესით, შესაბამისი დანაშაულებრივი ქმედების სიმძიმე, ყველას კარგად უნდა ახსოვდეს, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, თორნიკე ჭეიშვილმა, საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, „კასრების საქმეზე“ დამნაშავედ ცნეს 11 პირი. როგორც ჭეიშვილმა განაცხადა, მიაკვლიეს ასეულობით დისკს, რომლებზეც იყო სხვადასხვა სახის ფარული ჩანაწერები, მათ შორის, ინტიმური ურთიერთობები, პოლიტიკურ პირთა აუდიოჩანაწერები და ა.შ.
განათავსეთ თქვენი რეკლამა
„ხსენებულ ჩანაწერებთან დაკავშირებული სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში, რომელიც „კასრების საქმითაა“ ცნობილი, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, დამნაშავედ იქნა ცნობილი 11 პირი, მათ შორის:
მეგის ქარდავა — შსს-ის სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე. დამნაშავედ იქნა ცნობილი თავისუფლების უკანონო აღკვეთაში, წამებასა და სექსუალური ხასიათის ძალმომრეობით მოქმედებაში.
კოხტა კოდუა — იმავე სამმართველოს თანამშრომელი. დამნაშავედ იქნა ცნობილი თავისუფლების უკანონო აღკვეთაში, წამებასა და სექსუალური ხასიათის ძალმომრეობით მოქმედებაში.
დავით ჩაგინავა — შსს-ის მაშინდელი თანამშრომელი, იმავე დანაშაულებზე და სხვა პირები.
აქ ერთი უნდა აღინიშნოს: როდესაც მიაკვლიეს ამ კასრებს, საუბარი იყო 401 „CD” და „DVD“ დისკზე. მათ შორის, 31 დისკზე აღმოჩენილი იყო სხვადასხვა პირთა ინტიმური ურთიერთობები, 35 დისკზე – სხვადასხვა ტელეფონის ნომრების დეტალური ამონაწერები, 55 დისკზე – სხვადასხვა პირთა, მათ შორის, პოლიტიკური თანამდებობის პირთა ფარული აუდიოჩანაწერები და ა.შ.“ - განაცხადა ჭეიშვილმა.
თორნიკე ჭეიშვილი სხვა განცხადებებიყველა განცხადება
- თორნიკე ჭეიშვილი„პატიმარმა სააკაშვილმა პატიმარ რომან შამათავას „საქართველოს ეროვნული გმირი“ უწოდა - გამამტყუნებელ განაჩენებში არის ეპიზოდები, როდესაც აღნიშნული პირის მონაწილეობით ხდებოდა პირთა მკვლელობები და შემდგომ, მათი სხეულის გადაყრა ღია ზღვაში“
- თორნიკე ჭეიშვილი„2004–2012 წლებში ჩადენილი დანაშაულებისთვის მხილებულია 558 საჯარო მოხელე, გამამტყუნებელი განაჩენი კი დადგა მიხეილ სააკაშვილის, ზურაბ ადეიშვილის, ვანო მერაბიშვილის, ბაჩო ახალაიას და სხვა პირთათვის“
- თორნიკე ჭეიშვილი„1999 წლიდან დღემდე, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ, საერთო ჯამში დარღვევა დადგენილია 284 საჩივარზე, რომელთაგან, დაახლოებით 80 პროცენტი ეხება 2004-2012 წლებში მომხდარ ფაქტებს“
- თორნიკე ჭეიშვილი„ღიმილისმომგვრელი და არადამაჯერებელია, როდესაც მოპასუხე მხარე ცდილობს, ერთმანეთს გაემიჯნოს. თუ ვინმეს ვინმესგან გამიჯვნა სურდა, საკმარისზე დიდი დრო ჰქონდათ. მათ ეს არ გააკეთეს, პირიქით, ამაყობენ და იმავე ენთუზიაზმს ავლენენ რომლითაც წარსულში გამოირჩეოდნენ“
