ᲘᲜᲤᲝᲤᲝᲡᲢᲐᲚᲘᲝᲜᲘ
ᲐᲮᲚᲐᲮᲐᲜ შაკო კუჭაშვილი„ორი თვე რომ ემზადები აქციისთვის, გაუქმებას რომ გიპირებენ, "გაბრაზებული ოპოზიცია" რომ ხარ და 7 000 ადამიანზე მეტს ვერ აგროვებ აქციაზე - უნდა დაიხურო ქუდი და წახვიდე სახლში“ დღეს 3 მასალა
  • ამინდი: MET Norway
  • თბილისი9°C
  • ბათუმი13°C
  • ქუთაისი14°C
  • რუსთავი10°C
  • ზუგდიდი14°C
  • თელავი10°C
  • გორი10°C
  • ახალციხე10°C
  • ოზურგეთი14°C
  • ამბროლაური11°C
  • მესტია5°C
  • ფოთი16°C
  • ეროვნული ბანკის კურსი 28 ნოემბერი
  • USD2.5911−0.0006
  • EUR2.8406−0.0038
  • GBP3.4016+0.0034
  • TRY0.0510−0.0001
  • 100 RUB3.1493+0.0005
  • AZN1.5237+0.0001
  • 1000 AMD7.1875−0.0017
  • 10 UAH0.5754+0.0016
ᲞᲝᲚᲘᲢᲘᲙᲐ29 ᲜᲝᲔᲛᲑᲔᲠᲘ13:32
ირინა სარიშვილი

განცხადება · 104 ნახვა

ჩერგოლეიშვილზე

„ციხიდან სააკაშვილის ნათქვამი თუ არ მოეწონა, ლამის საგანგებო სხდომა მოიწვიოს მიშას დასაგმობად, თქვენ გეკითხებით, გაატარეთო ვინც გვირჩევთ - ოპოზიციური ალიანსიც გავატაროთ ჩერგოლეიშვილთან ერთად?! ოპოზიციურ ალიანსს მივმართავ - ამოიღებთ ხმას თუ მოგწონთ რაც ხდება?!“

ჩერგოლეიშვილი ოპოზიციური ალიანსის წევრია, თუ ლიდერი არა და ოპოზიციური ალიანსი ამ ყველაფერზე დუმს, მაშინ, როცა ციხიდან მიხეილ სააკაშვილის ნათქვამი თუ არ მოეწონა, ლამის საგანგებო სხდომა მოიწვიოს მიშას დასაგმობად, თქვენ გეკითხებით, გაატარეთო ვინც გვირჩევთ - ოპოზიციური ალიანსიც გავატაროთ ჩერგოლეიშვილთან ერთად?! - წერს ირინა სარიშვილი სოციალურ ქსელში.

მისი განცხადებით, თამარ ჩერგოლეიშვილს ოპოზიციური ალიანსის ერთ-ერთი ლიდერის სტატუსი რომ არ ჰქონდეს, კომიქსების ანჩხლი პერსონაჟი იქნებოდა. თუმცა, როგორც სარიშვილი აღნიშნავს, ჩერგოლეიშვილის მავნებლობების ჩამონათვალი არასრულია.

“თამარ ჩერგოლეიშვილი გიჟია, არ ავყვეთ და გავატაროთ - ასე ვინც ფიქრობს, იმათთვის ვწერ:

როცა ყველა მსგავსი პროვოკაციის უკან ჩერგოლეიშვილია;

როცა მიკროფონთან ვინ მივა, ჩერგოლეიშვილი წყვეტს;

როცა უკვე რამდენჯერ ერთობის დარღვევას ჩერგოლეიშვილის ბინძური თავდასხმები უდევს საფუძვლად;

როცა ისედაც კედელთან მიყენებულ მედიას ჩერგოლეიშვილი პერმანენტულად ესხმის თავს რიგით ქოცებს რომ შეშურდებათ ისეთი ბინძური ბრალდებებით;

როცა ხელისუფლება 9წლიანი მუხლით ბრალდებით ციხეში უშვებს ადამიანს, რომლის წინააღმდეგ გამონათქვამების ავტორი და პროკურატურის ერთადერთი მოწმე ჩერგოლეიშვილია...

და როცა ეს ჩერგოლეიშვილი ოპოზიციური ალიანსის წევრია, თუ ლიდერი არა და ოპოზიციური ალიანსი ამ ყველაფერზე დუმს, მაშინ როცა ციხიდან მიხეილ სააკაშვილის ნათქვამი თუ არ მოეწონა, ლამის საგანგებო სხდომა მოიწვიოს მიშას დასაგმობად, თქვენ გეკითხებით, გაატარეთო ვინც გვირჩევთ - ოპოზიციური ალიანსიც გავატაროთ ჩერგოლეიშვილთან ერთად?! გეთანხმებით რომ ცალკე აღებული ჩერგოლეიშვილი კომიქსების ანჩხლი პერსონაჟი იქნებოდა, მაგრამ იმ სტატუსით, რითაც დღესაა, რასაც აღწევს ვერ ხედავთ?! თავიდან წაიკითხეთ მაშინ მავნებლობების ის არასრული ჩამონათვალი, რაც ზემოთ მიწერია. და ეს ყველაფერი რომ გავატაროთ, რისთვის ვიბრძვით მაშინ - ბიძინა ივანიშვილის სპეცოპერაციის წარმატებით დასრულებისთვის?!

ოპოზიციურ ალიანსს მივმართავ - ამოიღებთ ხმას თუ მოგწონთ რაც ხდება?!

გელოდებით,” - წერს სარიშვილი.

28 ნოემბერს ოპოზიციის აქციაზე დაპირისპირება მოხდა, ერთმანეთს “ნაციონალური მოძრაობის” და “ფედერალისტების” წევრები დაუპირისპირდნენ.

ირინა სარიშვილი სხვა განცხადებებიყველა განცხადება

  1. ირინა სარიშვილი„ყველა ერთად უნდა ვურტყამდეთ სილას პოლიციელებს, ყველა ერთად ნავთით სავსე ბოთლით უნდა მივდიდოდეთ მართლმსაჯულების სახლის დასაწვავად. ამას ხუთი ათასი თავდადებული ადამიანიც ეყოფა“
  2. ირინა სარიშვილი„ძღ–ი არ იძირება ეკუშ, ნუ გეშინია“