ᲘᲜᲤᲝᲤᲝᲡᲢᲐᲚᲘᲝᲜᲘ
ᲐᲮᲚᲐᲮᲐᲜ ზაალ ანჯაფარიძე„ღირსეული ოჯახის ღირსეული შვილი - ცოტნე ივანიშვილი არის პირველი ქართველი სტუდენტი, რომელიც ჰონგ კონგის პრესტიჟულ უნივერსიტეტში ჩაირიცხა და პირველი ვინც პირადი ჩართულობით დიდად შეუწყო ხელი ჩვენი განათლების სამინისტროს მიერ ჰონგ-კონგის უნივერსიტეტთან თანამშრომლობის დაწყებას“ დღეს 18 მასალა
  • ამინდი: MET Norway
  • თბილისი6°C
  • ბათუმი13°C
  • ქუთაისი7°C
  • რუსთავი7°C
  • ზუგდიდი9°C
  • თელავი8°C
  • გორი5°C
  • ახალციხე5°C
  • ოზურგეთი11°C
  • ამბროლაური2°C
  • მესტია0°C
  • ფოთი12°C
  • ეროვნული ბანკის კურსი 28 ნოემბერი
  • USD2.5911−0.0006
  • EUR2.8406−0.0038
  • GBP3.4016+0.0034
  • TRY0.0510−0.0001
  • 100 RUB3.1493+0.0005
  • AZN1.5237+0.0001
  • 1000 AMD7.1875−0.0017
  • 10 UAH0.5754+0.0016
ᲞᲝᲚᲘᲢᲘᲙᲐ28 ᲜᲝᲔᲛᲑᲔᲠᲘ21:06
თამარ ჩიბურდანიძე

განცხადება · 171 ნახვა

ბათუმში მომხდარ ინციდენტზე

„საქართველო იყო, არის და იქნება ურთულეს გეოგრაფიულ მდებარეობაში უნიკალური პოლიტიკის მატარებელი ქვეყანა - ერთადერთი ოქროს წერტილი, სადაც ტოლერანტობა უმაღლეს სახელმწიფო დონეზეა აყვანილი - ეს ყველამ უნდა გაიაზროს“

„ბათუმის სტადიონზე მომხდარ დაპირისპირებასთან დაკავშირებით, უპირველეს ყოვლისა, მსურს მადლობა გადავუხადო სამართალდამცავ ორგანოებს. მეორე და ყველაზე მთავარი - ეს იყო პროვოკაცია და უპატივცემულობა ჩვენი ქვეყნის მიმართ!“ - წერს სოციალურ ქსელში პარტია „ხალხის ძალის“ წევრი თამარ ჩიბურდანიძე. მისი თქმით, საქართველოში მცხოვრებ სხვა ეთნოსებს არასოდეს განუცდიათ არც ჩაგვრა ქართველი ხალხისგან და არც ურთიერთდაპირისპირება სხვა ეთნოსებთან. „ბათუმის სტადიონზე მომხდარ დაპირისპირებასთან დაკავშირებით, უპირველეს ყოვლისა, მსურს მადლობა გადავუხადო სამართალდამცავ ორგანოებს. მეორე და ყველაზე მთავარი - ეს იყო პროვოკაცია და უპატივცემულობა ჩვენი ქვეყნის მიმართ! იმ ქვეყნის მიმართ, რომელიც საუკუნეების განმავლობაში ინახავს ტოლერანტობას, შემწყნარებლობასა და საქართველოში მცხოვრებ ეთნოჯგუფებს შორის საოცარ დიპლომატიას. აქ მცხოვრებ სხვა ეთნოსებს არასოდეს განუცდიათ არც ჩაგვრა ქართველი ხალხისგან და არც ურთიერთდაპირისპირება სხვა ეთნოსებთან - ამას ისევ ქართული მხარე აგვარებდა. საქართველო ამ მხრივ მსოფლიო ისტორიაში სამაგალითო ქვეყანაა! 26 საუკუნეა, ებრაელი ხალხი სისხლხორცეულად არის შეზრდილი ქართველ ხალხთან. მათთვის ქართული ენა „დედაენაა“. ასევე, საუკუნეების განმავლობაში ჩვენთან ცხოვრობენ როგორც სხვა ეთნოსის წარმომადგენლები, ისე ქართველი მუსლიმებიც და მათაც სრული კომფორტი აქვთ შექმნილი ქართველი ქრისტიანი ხალხისგან. ჩვენ არასოდეს არავის ღირებულებებს ცუდად არ შევხებივართ, პირიქით -საკუთარივით ვიცავდით სხვისას! მსოფლიოში პოლიტიკური კატაკლიზმების მიუხედავად, საქართველოში ამ პრინციპს ვერავინ არღვევდა და სწორედ ამით ფასობს ჩვენი ქვეყანა დღემდე. საქართველო ერთადერთი ეპიცენტრია კავკასიაში, სადაც პოლიტიკური ტოლერანტობა ეთნოსებს შორის უმაღლეს დონემდეა აყვანილი. ეს ჩვენი უდიდესი ღირებულებაა და ნებისმიერი ერისა თუ რელიგიური ჯგუფისგან პატივისცემას იმსახურებს და არა იმას, რაც ბათუმის სტადიონზე მოხდა! მე არ შევალ დეტალებში, ვინ, საიდან და როგორ დაიწყო ეს პროვოკაცია. ფაქტია, ეს გაბედეს და მოხდა ცუდი რამ - მსოფლიომ გაიგო, რომ საქართველოში თურქ და ებრაელ გულშემატკივრებს შორის დაპირისპირება მოხდა და მიზეზი ყველასათვის ნათელია - ისრაელ-ირანის ომი. და რა შუაშია საქართველო?! ნუთუ ძნელი იყო იმის გააზრება, რომ იმ ქვეყანაში იმყოფებოდნენ, სადაც არასოდეს მომხდარა მსგავსი ფაქტი?! ძალიან მიყვარს ებრაელი ხალხი საქართველოსადმი გამოხატული დიდი სიყვარულის გამო! ასევე, მიყვარს ჩვენი მუსლიმი ქართველობა და აზერბაიჯანელი მეგობრები. საქართველო და ისრაელი მეგობარი სახელმწიფოებია; ასევე, მეგობრები და უახლოესი მეზობლები ვართ ჩვენ, აზერბაიჯანი და თურქეთი! საქართველო იყო, არის და იქნება ურთულეს გეოგრაფიულ მდებარეობაში უნიკალური პოლიტიკის მატარებელი ქვეყანა - ერთადერთი ოქროს წერტილი, სადაც ტოლერანტობა უმაღლეს სახელმწიფო დონეზეა აყვანილი! ეს ყველა სტუმარმა თუ ადგილობრივმა მცხოვრებმა უნდა გაიაზროს,“ - წერს თამარ ჩიბურდანიძე.

თამარ ჩიბურდანიძე სხვა განცხადებებიყველა განცხადება

  1. თამარ ჩიბურდანიძე„ის, რაც გუშინ, Euronews-ის ღონისძიებაზე ვიხილეთ იყო შოუ - ირაკლი კობახიძე იყო სამიზნე, რომელზეც შტურმი ხორციელდებოდა, მაგრამ, პრემიერის მისი პოლიტიკური კულტურიდან გამომდინარე, ევრობიუროკრატებმა მათთვის სასურველი შედეგის ნაცვლად, უკუშედეგი მიიღეს“
  2. თამარ ჩიბურდანიძე„დღეს ევროპა მიგრანტების ტყვეობაშია, ხოლო მათი ქმედებები ისტორიულ შურისძიებას უფრო ჰგავს — მიგრანტები წვავენ ყველაფერს, რაც მათ არ შეუქმნიათ და რაც ღირებულია ევროპისთვის“
  3. თამარ ჩიბურდანიძე„პრემიერის გადაწყვეტილება საპენსიო ზრდაზე არის გაბედული და დასაფასებელი, რადგან საპენსიო ასაკში შევიდა გასული საუკუნის 60-იანელების პიკური შობადობის თაობა“
  4. თამარ ჩიბურდანიძე„ევროპას ევრობიუროკრატია ჩუმი სიკვდილით კლავს – შეიძლება საზოგადოებრივი დაპირისპირება ახალ ისტორიულ ტრაგედიად გადაიქცეს“