Layout F (with numeric pagination)

სამართალი

ირაკლი გედენიძე სააკაშვილთან სატელეფონო საუბარზე: ღამის სამ საათზე დამირეკა, ხვალ ჩადი გვირაბში, დაათვალიერე და კედლებზე ლამაზი ფოტოები დავკიდოთო, რომ დამაკავეს, ამ გვირაბზე იყო ლაპარაკი, ე.ი. იმ პერიოდში უკვე მისმენდნენ, იმიტომ, რომ გვირაბის ამბავი ვიცოდით მე, სააკაშვილმა და ჯანაშიამ

სამართალი

ირაკლი გედენიძე: იყო ახალი გათხრილი საფლავი. დამაგდეს, დამიწყეს ცემა. ვეკითხებოდი რა გინდათ მითხარით და გეტყვიტთქო. ვინც მეუბნებოდა რომ ყველაფერი უნდა თქვაო ამოიღო იარაღი, გადატენა და ეგრევე დამადო

სამართალი

გიორგი აბდალაძე: საკანში ოთხნი ვიყავით, შემეკითხნენ, რაზე ზიხარო, ვუთხარი სურათის გადაღებაზე-თქო, რამდენს გაძლევენო? არ ვიცი, ალბათ 20 წელს-თქო, რა გადაიღე ამისთანა, კაცი მოკლა და 7 წელს აძლევენო, კვდებოდნენ სიცილით პატიმრები, ვისთანაც ვსაუბრობდი

სამართალი

გიორგი აბდალაძე-წითელი ჯვარი ხშირად შემოდიოდა გლდანის საპყრობილეში და გაგვაფრთხილეს, ჯიბეში ჩამიგდეს რაღაც, იცოდე, რომ გისმენთ და იქ რამე რომ არ წამოგცდესო- არავის ჰქონდა საუბრის სურვილი. იცოდნენ, მათთან საუბრის შემდეგ საშინლად დასჯიდნენ

სამართალი

გიორგი აბდალაძე: პატიმარი იყო, რომელსაც გალიის გარეთ ჰქონდა ხელი გამოყოფილი, იატაკზე იჯდა, გარედან ჰქონდა ბორკილები გაკეთებული, დაბმული იყო, რომ ვერ ამდგარიყო, ნაცემი და დასისხლიანებული, გადაფარებული ჰქონდა მაისური თავზე და ტიროდა, ძალიან ცუდ მდგომარეობაში იყო

სამართალი

გიორგი აბდალაძე: ჩვენი პატიმრობის პერიოდში, ერთ-ერთ საიტზე გამოქვეყნდა მერაბიშვილის, უტიაშვილის, ხიზანიშვილის, ბოკერიას, სააკაშვილის და ადეიშვილის საუბრები, სადაც მე მაგინებენ – ვანო მერაბიშვილი მაგინებს მე, იმიტომ, რომ შიმშილობა მქონდა გამოცხადებული

სამართალი

გიორგი აბდალაძე: საკანში არ ქრებოდა შუქი არასდროს. ყოველ ღამე მიდიოდა ფსიქოლოგიური წნეხი იმისი, რომ შვილს მოგიკლავ. სურათებს მაჩვენებდნენ ჩემი ძმების, რომ ეს უკვე სამსახურიდან გაგდებულია, ახლა მივყვებით ყველა დანარჩენს

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა