ᲘᲜᲤᲝᲤᲝᲡᲢᲐᲚᲘᲝᲜᲘ
ᲑᲝᲚᲝ ხაზარაძის პარტიის ლიდერმა დათუნაშვილმა, იტალიის პარლამენტის პალატის თავმჯდომარეს, ლორენცო ფონტანას და დეპუტატებს ფაშისტები უწოდა დღეს 0 მასალა
  • ამინდი: MET Norway
  • თბილისი10°C
  • ბათუმი12°C
  • ქუთაისი12°C
  • რუსთავი13°C
  • ზუგდიდი11°C
  • თელავი10°C
  • გორი11°C
  • ახალციხე10°C
  • ოზურგეთი13°C
  • ამბროლაური8°C
  • მესტია2°C
  • ფოთი12°C
  • ეროვნული ბანკის კურსი 6 ნოემბერი
  • USD2.5955−0.0003
  • EUR2.9145−0.0053
  • GBP3.4935−0.0056
  • TRY0.0519
  • 100 RUB3.1827+0.0100
  • AZN1.5270−0.0002
  • 1000 AMD7.2001−0.0029
  • 10 UAH0.5707+0.0008
ამბავისამართალი140 ნახვა

ირაკლი ღარიბაშვილს 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა და 1 მლნ ლარი ჯარიმა დაეკისრა

ირაკლი ღარიბაშვილს 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა და 1 მლნ ლარი ჯარიმა დაეკისრა

საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი ღარიბაშვილთან საპროცესო შეთანხმება გაფორმდა, რომლის თანახმადაც, მას სასჯელის სახედ ხუთი წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა, – ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

მათივე ცნობით, ირაკლი ღარიბაშვილს დამატებითი სასჯელის სახით დაეკისრა ჯარიმა ერთი მილიონი ლარის ოდენობით.

„საქართველოს პროკურატურამ ბრალდებულ ირაკლი ღარიბაშვილთან საპროცესო შეთანხმება გააფორმა, რომლის თანახმადაც, ყოფილ პრემიერ-მინისტრს, საქართველოს სსკ-ის 194-ე მუხლის მესამე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისათვის სასჯელის სახედ და ზომად 5 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა.

მასვე, დამატებითი სასჯელის სახით დაეკისრა ჯარიმა ერთი მილიონი ლარის ოდენობით. მას ასევე სახელმწიფოს სასარგებლოდ ჩამოერთმევა დანაშაულებრივი საქმიანობის შედეგად მიღებული და მისი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის დროს ამოღებული ფულადი თანხა.

ირაკლი ღარიბაშვილი აღიარებს ჩადენილ დანაშაულს და ეთანხმება საპროცესო შეთანხმების პირობებს. პროკურატურის შუამდგომლობა საპროცესო შეთანხმების თაობაზე სასამართლომ უკვე დააკმაყოფილა“, – ნათქვამია პროკურატურის გავრცელებულ ინფორმაციაში.

ამასთან, როგორც ცნობილია, თბილისის საქალაქო სასამართლომ საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის საქმეზე აღკვეთის ღონისძიების სახით მილიონი ლარის ოდენობის გირაო 24 ოქტომბერს შეუფარდა.