„დიდი ტკივილის მიუხედავად, ბედნიერი ხალხი ვართ, რადგან წილად გვხვდა პატივი, ვიწოდებოდეთ უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის- ილიაII-ის სულიერ შვილებად“
„კათოლიკოს პატრიარქის სიტყვა იქცა ნუგეშად- მძიმე ჟამს, ხოლო მისი ლოცვა ჩვენი ერის, ამ ქვეყნის თითოეული შვილის უხილავ საყრდენად და იმედად, რომ არამხოლოდ გადავრჩებით, არამედ გავიმარჯვებთ!“
„ჩვენი მრავალსაუკუნოვანი ისტორიის განმავლობაში, ყველაზე რთულ დროს, უფლის განგებით, თავად ერმა წარმოშვა ადამიანები, რომლებიც კვერთხად ექმნენ მამულს დარღვეულს“
ილია მეორეზე
„დღეს, ყველა ქართველის მსგავსად, გულით ვატარებ დიდ ტკივილსა და სიყვარულს, რომელიც ყველა ჩვენგანისთვის საერთოა- ყველა ვცდილობთ, პატივი მივაგოთ ადამიანს, რომელმაც თითოეული ჩვენგანის გულში წარუშლელი კვალი დატოვა“
„ადამიანის ცხოვრებაში იშვიათად დგება მწუხარებისა და მღელვარების ისეთი წამი, როგორიც ახლა ჩემთვის დგას- დღეს, მთელი ერის წინაშე ვემშვიდობები ჩვენს სულიერ მამას“
„ერის ცხოვრებაში დგება მომენტები, როდესაც საზოგადოებას, ხალხს, დიდი განსაცდელი, ან დიდი სიხარული აერთიანებს. დღეს ჩვენი ქვეყნის ცხოვრებაში სწორედ ასეთი მომენტი დგას“
„ილია მეორეს დიდი სიყვარულით ვულოცავთ დაბადების დღეს, წლების მანძილზე საქართველოსთვის იმაზე გაცილებით მეტი გააკეთეთ, ვიდრე ეს ერთ ადამიანს, თუნდაც ქვეყნის სულიერ მამას ხელეწიფება“
„ჩემი და ჩემი მეუღლის სახელით გილოცავთ დამდეგ შობა-ახალ წელს! გულითადად გისურვებთ მშვიდობას, კეთილდღეობას და ულევ სიხარულს – იმედი, მომავლის რწმენა და ბარაქა ყოფილიყოს თქვენს ოჯახებში“
„პირადად მე, როგორც ჩემი სამშობლოს ერთი, რიგითი ჯარისკაცი, ჩემს პოლიტიკურ გუნდთან ერთად, 2026 წელსაც ჩვენი ქვეყნის და ჩვენი ოჯახების სადარაჯოზე ვიქნები!“
„სამშობლოს, ერისა და წინაპრების წინაშე ვალდებულები ვართ, რომ დავიცვათ ყველა ის ფასეულობა და ღირებულება, რამაც ჩვენი მრავალსაუკუნოვანი ერი დღევანდელ დღემდე ამაყად მოიყვანა!“
„გილოცავთ დამდეგ შობა-ახალ წელს! გისურვებთ გწამდეთ უკეთესი ხვალინდელი დღის, ვინაიდან ჩვენი და ჩვენი შვილების, ძლიერი და წარმატებული საქართველოს მომავალს ერთად ვაშენებთ!“