„სხვა ვინ უნდა ამოერჩიეთ სამიზნედ, თუ არა ბიძინა ივანიშვილი, რომელიც ნიკა გვარამიას თქმით, თურმე მოგებას ნახულობდა, როდესაც ხელფასებს უხდიდა და აღჭურვილობას ყიდულობდა იმათთვის, ვისაც მაშინ სახელმწიფო ვერ წვდებოდა“
„ნაცმოძრაობის რეჟიმმა ის არ მოკლა, მაგრამ ხანგრძლივი ტანჯვისთვის გაწირა“
მაკო რატიანზე
„საბოტაჟი და ღალატი მრავალგანზომილებიანი პროცესია და ძალიან სწრაფად შეიძლება ტრანსფორმირდეს სახელმწიფოს ინტერესების დაზიანებასა და საბოლოოდ ღალატში. ამას კი არავითარი საერთო არა აქვს სიტყვის და გამოხატვის თავისუფლებასთან“
„პარტიების აკრძალვით უნდა მოხდეს პოლიტიკური სისტემის რეაბილიტაცია. ამის შემდეგ კი ისე უნდა გააგრძელოს ფუნქციონირება, რომ მონაწილე პოლიტიკურმა სუბიექტებმა ქვეყნის და ხალხის მსახურებაზე იფიქრონ და არა გარეშე ძალების მომსახურებაზე“
„პენსიების ზრდის ინიციატივა იმაზე მნიშვნელოვანია, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს – მთავარია, ხელისუფლებას ხალხის მოსმენის უნარი და სურვილი ჰქონდეს“
„ნუთუ ვერ ხვდებით, რომ მსგავსი რეზოლუციებით და გამოხდომებით ევროპისგან უფრო აშორებთ საქართველოს ვიდრე აახლოებთ – ყოველი რეზოლუცია, რომელიც საქართველოს და მისი არჩეული ხელისუფლების დასჯისკენ მოუწოდებს, პირდაპირპროპორციულად ამრავლებს საქართველოში ევროსკეპტიკოსთა რაოდენობას“
„ჩემ მიერ მოძიებული პასუხები მაძლევს უფლებას გავაკეთო წინასწარი დასკვნა, რომ საქმე გვაქვს მორიგ დაგეგმილ შეტევასთან ხელისუფლების წინააღმდეგ, საიდანაც შეტევის მონაწილეები დივიდენდებს ელოდებიან“
პატიმარ დავითაძეზე
„კონრად ადენაუერის და ფრიდრიხ ნაუმანის პოლიტიკური ფონდების გასვლა საქართველოდან, არის ჩვენს ქვეყანაში უცხოურ ფინანსების კმაყოფაზე მყოფ სუბიექტებთან დაკავშირებით „ქართული ოცნების“ ხელისუფლების ახალი პოლიტიკის პირველი ხელშესახები შედეგი“
„მსოფლიო ბანკის კვლევის მიხედვით, საქართველოს მთავრობისადმი ნდობის მაჩვენებელი ისტორიულ მაქსიმუმამდე გაიზარდა და ქვეყანა ევროპის საუკეთესო ხუთეულში მოხვდა“
„„ქართულმა ოცნებამ” და ბიძინა ივანიშვილმა, ვისაც ჩააცვეს-დაახურეს, აჭამეს-ასვეს, სწორედ ეს ადამიანები არიან გადაქცეული მათ ყველაზე დაუძინებელ მტრებად“
„მაინც რის აღნიშვნა გინდათ 1 ოქტომბერს? თქვენი ბელადის სრული ფიასკოსი, თუ როგორ მიატოვა სააკაშვილი 1 ოქტომბერს სულ მარტოდ, როგორც “მეფე ლირი,” მისმა პარტიამ და დასაკავებლად გაწირა?“
“ნაცმოძრაობას”
„ალან ბერსემ თავის პირით აღიარა, რომ თავად ევროსაბჭოც საჭიროებს რეფორმას. ნამდვილად საჭიროებს, რომ როგორც მინიმუმ, დაინტერესებული ჯგუფების და მსგავსი ფსევდო ენჯეოების ზეგავლენით არ მიიღოს სულელური და რეალობას აცდენილი რეზოლუციები საქართველოზე“
„პატარა “სასახლის გადატრიალება” ტვ-პირველში, და კიდევ ერთი დასტური იმისა, რომ არის თხემითტერფამდე პარტიული ტელეარხი და როგორც ჩანს პარტიამ საკუთარი კონტროლის გაძლიერება მოისურვა. სამეურვეო საბჭოდან ჩახსნეს ტვ-პირველის “სახე” ნოდარ მელაძე და მოიყვანეს ახალი “სახე” გია ხუხაშვილი“
„ერთი „ნაცის“ გია ბარამიძის პროვოკაციის გაგრძელება არის მეორე „ნაცის“ ნიკა გვარამიას განცხადება, რომ აფხაზებს და ქართველებს ერთმანეთი არ უყვართ და ამიტომ თურმე აფხაზეთი უნდა დავთმოთო. ალბათ იგივეს ფიქრობს ცხინვალზეც, თან დააყოლა „წყალგაუმტარი არგუმენტი,“ ასე უფრო მარტივად მიგვიღებენ ევროკავშირშიო“
„საქართველოს დელეგაცია ოფიციალურად არის მიწვეული ძალიან მაღალი დონის ფორუმზე ვაშინგტონში 25-26 სექტემბერს. ფორუმზე “Prosperity through Peace, Investing in TRIPP” შეიკრიბება აშშ-ის პოლიტიკური და ბიზნეს ელიტა – ამ ფორუმზე საქართველოს ოფიციალურად მიწვევა რასაც ნიშნავს, ყველა გონიერი ადამიანი ხვდება“
„მიილია ეს კვირაც და თუ მას ხელისუფლების და ჯერ კიდევ ზედაპირზე მოფართხალე რადიკალური ოპოზიციის პაექრობის კუთხით შევაფასებთ, ხელისუფლებამ რომ იტყვიან ჰოკეის ანგარიშით მოუგო“
„ფბ-ზე გადავაწყდი სააკაშვილის ერთ-ერთი დღემდე დაუსჯელი ჯალათის ნიკა გვარამიას მუქარას ნინო წილოსანის მიმართ – ხელისუფლებაში დავბრუნდები, დაგიჭერ, ყველაფერს გათქმევინებ. მყისიერად გაცოცხლდა მეხსიერებაში სისხლიანი 8 წელი“
„ღარიბაშვილს ოპოზიციის ბანაკიდან თითქმის ღია ტექსტით ეუბნებიან, მიიხედ-მოიხედე, იქნებ დახმარება იქიდან მოგივიდეს საიდანაც არ ელოდებიო. ფარული გზავნილი კი არის – ალაპარაკდი ირაკლი და ჩვენ მხარს დაგიჭერთო. იმედია ღარიბაშვილი საკუთარ თავს არ გადააქცევს იმ ოპოზიციის პაიკად, რომელსაც ამდენი წელი დაუნდობლად და იმედია გულწრფელად ებრძოდა“
„რადიკალურ აქციებში მონაწილეთა შეწყალებაზე ატეხილი აჟიოტაჟი მოიხსნა, ოღონდ არა ისე როგორც მის ავტორებს სურდათ, არამედ ისე როგორც სახელმწიფოს შეეფერება და სჭირდება. შეწყალებულებმა პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით მიმართეს, რაც ჩადენილი დანაშაულის აღიარებას ნიშნავს. საპასუხო ჰუმანურმა ნაბიჯმაც არ დააყოვნა“
„როგორც ჩანს, გარე პატრონების დავალებით აგენტურამ გადაწყვიტა, კიდევ ერთხელ შემოუგდოს ჩვენს ხალხს ცხინვალის და აფხაზეთის დათმობა, როგორც “განგრენოზული” კიდურის ამპუტაცია“
„რუსეთს უკვე. მოთმინება ეწურება და გუშინწინ აშშ-ს და თურქეთს ლამის ულტიმატუმი წაუყენა, რომ სამშვიდობო მედიატორის და უკრაინასთვის იარაღის მიმწოდებლის სტატუსები ერთმანეთთან შეუთავსებელია“
„როგორც გია ბარამიძის აფხაზეთის თავგადასავალების საპნის ბუშტი და მითი გასკდა, ზუსტად ასე გასკდა მიშა მშვილდაძის ვითომ რუსეთთან მებრძოლის მითი, ისევე როგორც ცოტა ხანში ვიხილავთ სხვა ვითომ “ანტირუსების” მითების და ბუშტების გასკდომის სერიას“
„მოლდოვის ხელისუფლებას აქვს უფლება მკაცრად აღკვეთოს სიძულვილის ენა ინტერნეტში იმიტომ, რომ დასავლეთის ფავორიტია, საქართველოს ხელისუფლებას კი ამის უფლება თურმე არ უნდა ჰქონდეს, თუ აშშ-ის საელჩოს და სხვა დასავლელი აქტორების “ლოგიკას” დავეყრდნობით“
„სანაია დააპატიმრეს არა იმდენად და არა მხოლოდ მაღალი თანამდებობის პირთა საჯაროდ შეურაცხყოფის გამო, არამედ კანონისადმი სისტემური უგულვებელყოფის და დაუმორჩილებლობის გამო – ის არ იხდიდა ჯარიმებს. მგონი არცერთ სამართლებრივ სახელმწიფოში ასეთი რამ არავის შერჩენია“
აშშ-ის სალჩოს განცხადებაზე
„არ იქნებოდა ქართველიშვილი, ადრე თუ გვიან აუცილებლად გამოჩნდებოდა ვინმე სხვა, ვინც მსგავს განაცხადს გააკეთებდა, რადგანაც აქ ბოლო დროს განვითარებული პროცესების ლოგიკამ გამოიწვია ეს ყველაფერი“
ახალი სახალხო მოძრაობის დაფუძნებაზე
„როგორც ნამდვილმა, პატრიოტმა ქართველმა ვერ მოითმინა ქართული კულტურის, ტრადიციების და ყოველივე ქართულის ასე ღიად შებღალვა, რასაც ასე შეაჩვიეს ბოლო დროს ენა ბენდუქიძე&Co ინკუბატორებში გამოზრდილმა სუროგატმა “ქართველებმა”“
ოქრიაშვილის ცემის ფაქტზე დაკავებულ პირზე
„უფრო რეალისტურია ახალი რეზოლუციის მიღება, რომლის შინაარსი ფაქტიურად დეზავუირებას გაუკეთებდა 39 ხმით გაჩალიჩებულ უილსონის რეზოლუციას. ეს მზაობა განსაზღვრავდა ამ სტრუქტურასთან საქართველოს თანამშრომლობის დონეს და ხარისხს“
„როდესაც ასეთი მოღალატეობრივი იდეები მოსდის თავში პარტია “ლელოს”, რომლის ლიდერებმაც თავიდანვე ჩააფლავეს ეს მეგა-პროექტი, მაშინ ნუღარ ეწყინებათ ნურც პარტიას და ნურც განცხადების გამკეთებელს, თუ მათ იმას უწოდებენ რასაც იმსახურებენ“
„PACE-ს ანტიქართული რეზოლუციის მიღებამდე სტრასბურგში გადასხეს აქაური დამსმენების დესანტი, რომლებიც სიამოვნებით ისმენდნენ, როგორ ამათრახებდნენ ვერბალურად საქართველოს, რომელიც უკვე დიდი ხანია მათთვის აღარ არის სამშობლო, ზუსტად იგივე სცენარი განმეორდა ჰააგაში“
„ურსულა ფონ დერ ლიანმა – LGBT მთავარმა ლობისტმა, საგანგებოდ დალოცა ეს მოვლენა, რაც ალბათ მორიგ ევროტრანშს გაუხსნის უნგრეთს. რას იზამ, ფულის გამო რას არ გაყიდი“
ბუდაპეშტში პრაიდის ჩატარებაზე
„2026 წლის პირველ კვარტალში, ლატვია, დიახ, ის ლატვია, რომლის ლიდერები ჩვენ თითებს გვიქნევენ, გახდა რუსეთში არყის უმსხვილესი მიმწოდებელი – საუბარია $2,6 მილიონის ექსპორტზე“
„ისევ სიბინძურის, უზრდელობის და უკულტურობის ფრქვევას იხილავს აუდიტორია “გახარიელებისგან,” ეტყობა მართლა გახარებულნი არიან როდესაც ამას აკეთებენ. ასეა მათი ტვინები მოწყობილი, რომ უზრდელობაში “კაიფს” იჭერენ“
„თუ ეს აბსურდული რეკომენდაცია მართლა შესრულდა, დარწმუნებული ვარ აქ შედგება კომისია, რომელიც შეარჩევს “ღირსეულთ” და სიას გაუგზავნის ბრიუსელს. თუ ვინ მოხვდება, და ვინ არაფრის დიდებით არ მოხვდება ამ სიაში, არც ესაა რთული გამოსაცნობი“
„წავიკითხე შპიონაჟში ბრალდებული გიორგი უძილაურის წერილი, საიდანაც იკითხება მისი განზრახვა, რომ პოლიტიკური ელფერი მისცეს მის დაკავებას და პოლიტიკურ პატიმრად მოუვლინოს თავი ადგილობრივ თუ გარე საზოგადოებას“
„პოლიტიკური სურათი რომ გავადიდოთ, 2028 წლის საპარლამენტო არჩევნებზე, ვერც “ნაცმოძრაობა” და ვერც მისგან გამოყოფილნი ვეღარ წარდგებიან “მთავარ ოპოზიციურ ძალად.” ხალხს, მათ შორის, ოპოზიციურ ამომრჩეველს, არაერთი ალტერნატივა ეყოლება ასარჩევად“
„სახელმწიფო ყოველ წელს 3 მილიონს ხარჯავს დიუშენით დაავადებულებისთვის საჭირო ნივთების შესაძენად, ასე რომ არ გამოვა ხრიკი, თითქოს, სახელმწიფო დიუშენით დაავადებული ბავშვებისთვის არაფერს აკეთებს. აკეთებს, რაც კი შეუძლია, უბრალოდ, არ ყვირის ამაზე“
„მაქვს უფლება მქონდეს ეჭვი, რომ ეს იყო გაფრთხილება იმაზე, რომ შემდგომში მანქანა, რომელიც საპატრიარქოს ეზოში შევარდება, შეიძლება აფეთქდეს“
„მეოთხე დღე გავიდა, რაც დანიის დედაქალაქ კოპენჰაგენში, ევროპის შუაგულში რამდენიმე ათეული ადამიანის პროტესტი პოლიციამ უსასტიკესად დაარბია – ევროპული მედია დუმს“
„რადიკალურ ოპოზიციას სურს, პატრიარქი აიძულონ, რომ გამოვიდეს ციხეში მყოფი რადიკალების გათავისუფლების ინიციატივით. იმედი აქვთ, ხელისუფლება ხათრს ვერ გაუტეხავს და დაყაბულდება- ძალიან უკმაყოფილო დავრჩები თუ ხელისუფლება ასეთ გადაწყვეტილებას მიიღებს“
„ვიდეოჩანაწერის გამოქვეყნებას ჰქონდა ერთდაერთი მიზანი – მინიშნება, თუ გნებავთ გაფრთხილება კონკრეტული ევროპული სახელმწიფოებისადმი, რომ შეწყვიტონ საქართველოში შპიონაჟი, რომელზედაც სუს-მა უკვე იცის. ეს იყო და ეს. ამის მისახვედრად, უბრალოდ ლოგიკა უნდა მოიშველიო, მაგრამ არ მეგობრობენ ეს „ექსპერტები“ ლოგიკასთან“