„მე არ ვაკონტროლებდი “იმედს” კორპორატიულად, იყო ადამიანზე გაწერილი, რომელიც დაიჭირეს შვილთან ერთად, მიაბეს რადიატორზე, უთხრეს, შვილს ცხოვრებაში ვერ ნახავ, თუ “იმედს” არ გადმოაფორმებო – ას ეწაიღეს “იმედი”, აბა როგორ წაიღეს?“
„ჩვენი მთავარი დამცველი, სიტყვის თავისუფლების საქართველოში, ნიკა გვარამია, იყო ადამიანი, რომელიც დარბოდა იმის გამო, რომ „იმედის“ აღება „გაეპრავებინათ“ – დადიოდა აშშ-ის საელჩოში, როგორც პირველი მოადგილე ადეიშვილის და უმტკიცებდა, რომ მე ვიყავი დასაჭერი“
„აბსოლუტურად არ მჯერა და სიგიჟე არის, რომ ბიძინა ივანიშვილს ეს ქვეყანა მიჰყავს რუსეთისკენ“
„ბადრი პატარკაციშვილი აბსოლუტურად დარწმუნებული იყო, რომ ზურაბ ჟვანია სააკაშვილმა მოკლა“
„სააკაშვილთან ბადრი პატარკაციშვილის დაპირისპირება დაიწყო გირგვლიანით. „იმედმა“ როცა აჩვენა, რომ გირგვლიანი მოკლა სახელმწიფომ, ეს იყო, რამაც ფაქტობრივად გააჩერა და დაძაბა ჩვენი ურთიერთობა მთავრობასთან“
„ლონდონში მოგვივიდა ჩანაწერები, ბერეზოვსკი როგორ მოვიდა ბადრის საფლავზე თბილისში, გივი თარგამაძესთან ერთად“
„„პრაიმ მედია გლობალი“ შეიძენს „იმედის“ 50%-ს და 50% გადავა მაკა ლომიძისა და მისი 4 მოადგილის მფლობელობაში“