„არ მესმის რა განსხვავებაა მაია სანდუსა და პუტინის ფილოსოფიას შორის – სანდუ ამბობს, რომ მოლდოვა იგივე რუმინეთია და მას უნდა შეუერთდეს და განა რუსები რამეს სხვას ამბობენ უკრაინასთან მიმართებით?“
„რატომ არის რომელიმე დასავლელი დიპლომატის ქართული “საყვარელი”, ხოლო, თამარ ბაგრატიონის ინგლისური “ქვეყნის სირცხვილი”? ეს ეპიზოდი იყო ერთი პატარა უხერხულობა, რითაც სავსეა საერთაშორისო ცხოვრება და არა უსაშველო ტრაგედია – ტრაგედია არის სხაპა-სხუპით ქვეყნის ღალატი“
„მინდა, ბრიტანეთის მთავრობას მოვუწოდო, ჩვენთან ერთად დაასანქციროს დონალდ ტრამპი-უმცროსი და მთლიანად ევროკომისია, რომლის ბოლო კვლევაშიც ერთ-ერთი უკრაინაა დასახელებული ევროპის ყველაზე კორუმპირებულ ქვეყნად“
„მოლდოვას მართავს რუმინეთის მოქალაქე, რომელიც იმ ქვეყნის სუვერენიტეტის გაუქმებისთვის იბრძვის, რომელსაც მართავს და ამას აკეთებს იმის მიუხედავად, რომ ხალხის უმრავლესობას ეს არ სურს. ამაზე უფრო ღია უცხო ქვეყნის აგენტი და აგენტურული მმართველობა რაღა უნდა იყოს“
მაია სანდუზე
„შერმადინმა რომ პრემიერს მადლობა გადაუხადა რამდენიმე ათეულმა რადიკალმა სტვენა დაუწყო. როდესაც სპორტის მხარდაჭერისთვის ჭყონიამაც მადლობა გადაუხადა პრემიერს, იგივე ბაბლი ჭყონიას გადაეფარა – რადიკალური ოპოზიციისთვის და მათი პროპაგანდისტებისთვის ყველაფერი კუჭზე, ანუ ფულზე გადის“