„,,ნაცების” ყველაზე შავი და ბინძური საქმეების ერთ-ერთმა შემსრულებელმა სოსანაშვილმა, კაცი შვილის საფლავზე ააფეთქა და ანა წითლიძემ ისე წარმოაჩინა, თითქოს რიგითი, შემთხვევითი აფეთქება ყოფილიყოს“
„აუცილებლად გავხსნიდი უახლესი ისტორიის ქართული ფაშიზმის მუზეუმს. „კასრების“ კადრები ყველა ქალაქში დიდ მონიტორებზე უნდა ტრიალებდეს“
„ციხეებში წამება რომ არ არის, ეგ ვიცით ყველამ, ყველას გვყავს ახლობელი პატიმარი, ან ახლობლის ოჯახის პატიმარი და 2012 წლიდან, პატიმრები ციხიდან გამოდიან ნამკურნალები და ჯანმრთელნი, 2012 წლამდე კი – პატიმრები ან კუბოთი ან ინვალიდის ეტლით გამოგვყავდა“
„ციხიდან რომ იმუქრებოდა სააკაშვილი, დედას გიტირებთ “ქოცებსო”, IRI-ის კვლევით მოსახლეობის მხოლოდ 8% უჭერს მხარს – ჩანს, ვის აქვს დედა ნატირები. კიდევ ერთი საინტერესო ამბავი ის არის, რომ ამერიკელებს ღარიბაშვილი ოპოზიციონერად ჰყავთ განხილული და კი აქვს შესაბამისი “მხარდაჭერა” – 1 პროცენტი“
„,,იმედსა” და ,,პოს ტივის” ობიექტურობას უწუნებდა ,,ლელო”. როგორც კი მათ ვუხსენებდით TV პირველს, ხბოს თვალებით გვპასუხობდნენ: რას ამბობთ, რა შუაშია ,,ლელო” და “ TV პირველიო”? ხოდა, არც აციეს, არც აცხელეს და პირდაპირ პრესსამსახურად გაიფორმეს TV პირველი“
„დარწმუნებული ვარ, ნაძირალა დიტო ჩუბინიძე და მისი ბოსი ძალიან ცუდად დაამთავრებენ ამ ბინძურ “თამაშებს”. ჯერ იყო და პრემიერ კობახიძეს დააბრალეს გარეჯის გაყიდვა, შემდეგ ლაზარე ჯორბენაძის სუიციდზე ააწყვეს კონსპირაცია ღარიბაშვილის დავალებით. ჰოდა სახელმწიფო ასეთ პროვოკაციებს უპასუხოდ არ დატოვებს“
„მთელი მისი მოღვაწეობა იდგა ტყუილზე და სხვისკენ თითის გაშვერაზე, ახლაც იგივეს აგრძელებს – უკეთესობისკენ შეცვლილი ღარიბაშვილის ნაცვლად, რეალურად მივიღეთ „ქართულ ოცნებაზე“ და მის ერთგულ მხარდამჭერებზე გაბოროტებული, დაბოღმილი, ასმაგად დახამებული და ყველაფერზე წამსვლელი პრემიერი“
„სააკაშვილის პროპაგანდისტი ვიკა ბუკიას აზრით, თუ რუსი ტურისტები სასტუმროში გეყოლება, მათგან ფულს აიღებ, თბილად დააძინებ – ეს თურმე არაა პრობლემა, დაბადების დღის გადახდა თუ მოინდომა, ეგ დაუშვებელია თურმე. ასეთი უტიფარი და უსინდისოა კრებსითი “ნაცი”, ესეც იმ სერიიდან არის, ახლა რომ რუსები შეჯავრდათ, მაგრამ აგვისტოს ომის შემდეგ, რუსეთში კარგად “გულაობდნენ”“
„„რიყის დოქები“ თავის საყვარელს, სოფო ნიჟარაძეს აუშენა“
მიხეილ სააკაშვილზე
„არ შეიძლება ყველაფერი იკადრო, მით უმეტეს მაშინ, როდესაც საქმე ეხება სიცოცხლეს, მაგრამ სად გაქვთ მაგის უნარი ან/და ადამიანობა? როგორ შეგიძლია იყო სამედიცინო ექსპერტი, მოსამართლეც, პროკურორიც და რაც ყველაზე გულისამრევია – ვითომ ჭირისუფალიც?“
ოპოზიციონერ აქტივისტს
„რასაც „ქართული ოცნება“ 3 წელია აფიქსირებს – ზუსტად იგივეს ღაღადებენ დღეს მსოფლიო ლიდერები. მთელ პლანეტაზე არის დაძაბულობა, ყველა – ყველას კუნთებითა და იარაღით ეთამაშება, ჩვენთან კიდევ ყველაზე მაქსიმალური მსხვერპლი არის: სოციალურ მედიაში ,,ანლაიქი”, რომელსაც თბილი ოთახიდან გიგზავნიან“
„ჭყონია და მისი შვილი აქციებზე დარბიან, აფინანსებენ ოპოზიციას, ვინგრევითო, ხალხს უჭირსო და McDonald’s ახალ-ახალ ფილიალებს ხსნის. თუ ხალხს მართლა მასობრივად უჭირს და ქვეყანა ჭაობში იძირება, ახალ ფილიალს ვისთვის ხსნის?“