„ზურაბიშვილს რა მოტივაცია ჰქონდა, ეს ადამიანი კანდიდატად რომ წარადგინა, გრძნობს ამაზე პასუხისმგებლობას? აღიარებს საკუთარ შეცდომას?“
ნანა ყეინიშვილის საქმეზე
„ყოჩაღ გვარამიას, ამდენი იწვალა და ბოლოს მაინც გადაცმულ “ჩერგოდ” მომგვევლინა. კარგად მახსოვს, გვარამია როგორ ამბობდა ხოლმე: „ჩერგო რომ ვინმეს იცავს, ეს უკვე დიაგნოზიაო” – და ახლა რა ჰგონია ნეტავ?“
„პოლიტიკა არ არის -მე შენ მიყვარხარ.. მე ვიღაცა ჩერგო უნდა მიყვარდეს ან მელია “ძალიან გულუბრყვილოდ უყურებთ პროცესებს“
„2021 წელს “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე იყო ნიკა მელია, მთავარი იდეოლოგი იყო ნიკა გვარამია და ბევრ რაღაცას მე, ანა წითლიძე და ჩემნაირი კიდევ ძალიან ბევრი, ტელევიზიით ვიგებდით – ვის საყვედურობს მელია, 2021-ში თუ გაიგო, რომ სააკაშვილი შეკრული იყო “ქოცებთან”, რამ მოათმენინა, რომ ეს არ თქვა“
„გიგა ლემონჯავას მამა “ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატი იყო, განსაკუთრებული მოწიწებით, ფეხქვეშ ეგებოდა მიშას, იყო მცდელობაც, რომ მისი შვილი ენმ-ში ლიდერულ პოზიციაზე წარმოჩენილიყო, თუმცა ეს ვერ შედგა. ბელადები სახლებში მოიკითხეთ, ძვირფასებო“
„ვადო, მამაშენი შევარდნაძის დროის კორუმპირებული მინისტრი იყო, მოპარული ფულებით აშენებულ სახლში ცხოვრობ ახლა, მერე უკვე ცხრა წელი “ნაცების” დროს მამაშენის პრივილეგიებით სარგებლობდი, საჭმელსაც “ნაცებისას” ჭამდი და ნიფხავიც დღემდე “ნაცების” გაცვია“
მიხეილ მაჭავარიანის შვილს
„ისეთი ხალხი მაინც ნუ საუბრობთ ნაცებზე, ვინც დღემდე ნაცების დროს ნაშოვნს ჭამთ, სასახლეებს იშენებთ და მანდ ცხვრობთ. მიშა მაჭავარიანს გადაეცით, შვილს ასწავლოს საიდანაც ჭამდნენ მანდ არ აფურთხებენ, არაკაცობაა ეგ“
ვარდენ მაჭავარიანზე