„საია რუსეთს საქართველოს წინააღმდეგ აგვისტოს ომთან დაკავშირებული საქმეების შემოტანაში ეხმარებოდა“
„თენგიზ შარმანაშვილის კომპეტენცია და ზრდილობა რომ მოგცათ, ეგებ კაცებსაც დაემსგავსოთ მაგ პარტიაში – მისი მონაწილეობით დამტკიცებული საგამოძიებო კომისიის დასკვნა ხომ არ გადგათ ყელზე, შემთხვევით? სააკაშვილის გამოყენებულები, ესენი!“
თაზო დათუნაშვილს
„ყველა პოლიციელს ვთხოვ, ნუ მივცემთ მტრებს სალაპარაკოს, ხოლო გახარიას წინააღმდეგ განაჩენი უნდა აღსრულდეს იმიტომ, რომ ამას ამბობს სტრასბურგის სასამართლო და აქ რომ თითებს გვიქნევთ ჩამოიყვანეთ, რომ პასუხი აგოს კანონის წინაშე და მერე თავისუფალი ტრიბუნა უფრო დამაჯერებელი იქნება“
“გახარია-საქართველოსთვის” წევრებს
„ხელი აწიეთ, რამდენი იყავით ჩვენთან ერთად ბრძოლაში და სად იყავით. ზოგიერთები ჩუმად რომ ვართ, არ ნიშნავს, რომ წიხლები უნდა გვირტყათ. წიხლებს ნუ გვირტყამთ, თორემ ისეთ წიხლს გამოვიქნევთ, ფეხზე ვერ დადგებით ვერცერთი“
გახარიას პარტიის წევრებს
„ისღა დაგვრჩენია, ერის მამის წასვლის შედეგად თითოეულ ქართველზე დაკისრებულ მძიმე პასუხისმგებლობებს თვალი ღირსეულად გავუსწოროთ და დიდი პატრიარქის საქმე და ხსოვნა წმინდად შევუნახოთ მომავალ თაობებს – სხვაგვარად არც გვეკადრება, მტერიც გვიყურებს და მოყვარეც“
„იმპოტენტური თავდასხმა გამოხატვის თავისუფლებაზე ბრიტანული დემოკრატიის სახელით. შედეგი ორი არხის მეტი პოპულარობა იქნება – თუ რატომ დავდექით ყველა ხუმრობის ხასიათზე, ვერ გაიგებენ ისინი, ვინც მიტაცებული “ერორით” ინარჩუნებდნენ ხელისუფლებას და დამარცხებულ იქნენ მიკრომედია “მაესტროს” მაყურებლის მიერ“