„მივმართავთ საქართველოს ხელისუფლებას, პარლამენტს და შესაბამის სახელმწიფო უწყებებს, აქტიურად ჩაერთონ აღნიშნულ პროცესში და დაიწყონ მსჯელობა იმ საკანონმდებლო ინიციატივებზე, რომლებიც ხელს შეუწყობს საზოგადოებაში პატივისცემის კულტურის განმტკიცებას, ეროვნული იდენტობის დაცვასა და საზოგადოებრივი თანხმობის შენარჩუნებას“
„ბოლო პერიოდში, ქართულ საზოგადოებრივ სივრცეში საგრძნობლად იმატა ე.წ. გამოხატვის ფორმებმა, რომლებიც საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის, ეროვნული გმირების, ისტორიული მეხსიერების, კულტურული ტრადიციებისა და იმ ღირებულებების წინააღმდეგაა მიმართული, რომელთაც საუკუნეების განმავლობაში ეფუძნებოდა ქართული სახელმწიფოებრიობა“
„ვიწყებთ საკონსულტაციო პროცესს, რათა მომზადდეს შესაბამისი საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც უზრუნველყოფს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის, ეროვნული გმირების, ქართული ენის, ისტორიული მემკვიდრეობისა და ტრადიციული ღირებულებების სათანადო სამართლებრივ დაცვას“