„რეგიონით დაინტერესებულ გარკვეულ ძალებს, საკუთარი გეოპოლიტიკური და გეოეკონომიკური მიზნებიდან გამომდინარე, არ სურთ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა. სწორედ ამიტომ იყენებენ მათივე დაფინანსებულ ადგილობრივ მეხუთე კოლონას და უკვე აშკარად აჟღერებინებენ გზავნილს – „საქართველო აფხაზეთის გარეშე““
„აშშ-ის უელჩო საელჩო ძველებურად კვლავ მკაფიოდ უჭერს მხარს ე.წ. ოპოზიციის მიერ ქვეყანაში მიმდინარე ლანძღვა-გინების ზღვარგადასულ კამპანიას, როდესაც ტრამპის ადმინისტრაციას დაუნდობელი ბრძოლა აქვს გამოცხადებული ასეთი ქმედებების მიმართ“
„სამარცხვინო ფაქტი იქნება სამართალდამცავებისა და ჩვენი საზოგადოების მხრიდან, თუ დააკავეს ის ქართველი კაცები, რომელთაც ქართული კულტურის, ისტორიის, წინაპრების, მწერლობის, ტრადიციების შეურაცხყოფისათვის ვიღაც მიზანმიმართულად დაპროგრამებულ-დაფინანსებულებს მამაპაურად ყბაში მოსდეს“
„ხაზარაძემ როგორც კი გაიგო საქართველოს მიერ გაცხადებული ანაკლიის პორტის აგება, გრიგოლ გეგელიას დაავალა საკუთარი გულისნადების საქვეყნოდ გაცხადება – ხაზარაძე-გეგელიას ტანდემი მზადაა, ყოველგვარი ეროვნულის იგნორირების ხარჯზე უზრუნველყოს კომკავშირული ინტერნაციონალიზმი“
„სამართლიანად იქცევა ხელისუფლება და მართლმადიდებლური ეკლესია, როდესაც საზოგადოების წინაშე საჯაროდ გამოაქვს ის ქმედებები, რომლის განხორციელებასაც ლგბტ-ს ევრობიუროკრატი პატრონები აპირებდნენ საპატრიარქოში“
„დიახ, თამარ ბაგრატიონი მდაბიო უსახურ მოღალატეთაგან განსხვავებით ოკეანის გაღმა მიდის, არა საქართველოს გასაშავებლად და გასაუბედურებლად, არამედ საქართველოს ეროვნული ინტერესების გასახმოვანებლად და გასაძლიერებლად“
„ხელისუფლებამ კი არ მოიგო დებატი, არამედ კიდევ ერთხელ დაანახა ადამიანებს, რომ ამ სუბიექტებს, რომლებსაც ოპოზიციას უწოდებენ, ხელისუფლებაში მოსვლა კი არა, პოლიტიკაშიც კი მათი გაკარებაც წარმოუდგენლად საშიში და კატასტროფაა“
„სულით ხორცამდე გაჟღენთილი ნაცები, ერთი 2007 წლის 7 ნოემბერს დაწინაურებულ-დაჯილდოებული და მეორე, რომელმაც იცოდა პატიმრების ციხეებში წამების ამბავი, მაგრამ არ ამხელდა – ქმნიან ვითომ ახალ გაერთიანებას“
ეკა გიგაურზე და ზურაბ ჯაფარიძეზე
„სახეზეა დღევანდელი ევროკრატიის კლასიკური წარმომადგენელი – ყოველგვარი სინდისის, ნამუსისა და ადამიანობისაგან დაცლილი, რომელიც ვერ გრძნობს, რომ მათთვის ევროპული დაისი დიდი ხანია დაწყებულია“
მიხაელ გალერის განცხადებაზე
„მოლდოვას პრეზიდენტად წოდებულმა ქალბატონმა უდიდესი ალბათობით მიიღო ევროკრატების მორიგი დავალება და თავისი უმოკლესი ჭკუით ვითომდაც კბილი გაჰკრა საქართველოს“
მაია სანდუს განცხადებაზე
„უსამშობლო მოღალატეები დაუფარავად ნატრობენ საქართველოში ირანის მოვლენებს. საქვეყნოდ გაცხადებულ უცხოეთის მიერ დაქირავებულ ავაზაკებს სულმოუთქმელად სურთ საქართველოს და მისი მოსახლეობის აღგვა პირისაგან მიწისა“