ისრაელის თავდაცვის ყოფილი მინისტრი ავიგდორ ლიბერმანი: სირიაში ასადის რეჟიმი ალ-ქაიდასთან დაკავშირებულმა რეჟიმმა ჩაანაცვლა, ირანელების ნაცვლად იქ თურქები მოვიდნენ – რეგიონში ძალთა ბალანსი მკვეთრად შეცვალა, ამიტომ ხელისუფლება რაც შეიძლება სწრაფად უნდა შეიცვალოს
ისრაელის თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა და ოპოზიციური პარტიის „ისრაელი ჩვენი სახლი“ ლიდერმა, ავიგდორ ლიბერმანმა, კომენტარი გააკეთა რეგიონში არსებულ ვითარებაზე. მან ყურადღება გაამახვილა ღაზაზე და განაცხადა, რომ თუ თურქეთი სირიასა და ღაზაში თავის პოზიციებს გაამყარებს, ამ რეგიონებიდან მის გაძევებას ვერავინ შეძლებს.
