ᲘᲜᲤᲝᲤᲝᲡᲢᲐᲚᲘᲝᲜᲘ
ᲐᲮᲚᲐᲮᲐᲜ ხაზარაძის პარტიის ლიდერმა დათუნაშვილმა, იტალიის პარლამენტის პალატის თავმჯდომარეს, ლორენცო ფონტანას და დეპუტატებს ფაშისტები უწოდა დღეს 16 მასალა
  • ამინდი: MET Norway
  • თბილისი9°C
  • ბათუმი13°C
  • ქუთაისი9°C
  • რუსთავი11°C
  • ზუგდიდი9°C
  • თელავი9°C
  • გორი8°C
  • ახალციხე7°C
  • ოზურგეთი11°C
  • ამბროლაური5°C
  • მესტია2°C
  • ფოთი14°C
  • ეროვნული ბანკის კურსი 6 ნოემბერი
  • USD2.5955−0.0003
  • EUR2.9145−0.0053
  • GBP3.4935−0.0056
  • TRY0.0519
  • 100 RUB3.1827+0.0100
  • AZN1.5270−0.0002
  • 1000 AMD7.2001−0.0029
  • 10 UAH0.5707+0.0008
ამბავიპოლიტიკა99 ნახვა

ხაზარაძის პარტიის ლიდერმა დათუნაშვილმა, იტალიის პარლამენტის პალატის თავმჯდომარეს, ლორენცო ფონტანას და დეპუტატებს ფაშისტები უწოდა

ხაზარაძის პარტიის ლიდერმა დათუნაშვილმა, იტალიის პარლამენტის პალატის თავმჯდომარეს, ლორენცო ფონტანას და დეპუტატებს ფაშისტები უწოდა

მამუკა ხაზარაძის პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, თაზო დათუნაშვილმა, იტალიის პარლამენტის დეპუტატთა პალატის თავმჯდომარეს და იმ ოფიციალურ პირებს, ვინც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან შეხვედრა გამართეს, ფაშისტები უწოდა.

კერძოდ, “ლელოს” ლიდერი აცხადებს, რომ იტალიის პარლამენტში ქართული მხარე “ადგილობრივი ფაშისტების მიწვევით” იმყოფებოდა.

„პაპუაშვილმა იცოდა, ბრიუსელში რომ ჩადიოდა, არც ერთი მაღალი დონის შეხვედრა არ ექნებოდა და ბელგიის პარლამენტში მივიდოდა რომელიღაც ერთი ფრაქციის მიწვევით. ან იტალიის პარლამენტში რომ მიდიან ადგილობრივი ფაშისტების მიწვევით და იქ რომ ყელყელაობენ“, - განაცხადა დათუნაშვილმა.

ცნობისთვის, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, იტალიის პარლამენტის დეპუტატთა პალატის თავმჯდომარეს ლორენცო ფონტანას, ასევე, იტალიის პარლამენტის საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის წევრებს გასულ თვეს შეხვდა.