რელიგია

მეუფე ნიკოლოზი: მეუფე შიო არ არის მოწმალული, თუ ვინმემ მოწამლა, მკვლელი არ ვარგებულა, ვერ მოუწამლავს

“მთელი ამერიკა შეშფოთებულია, მართალია, რომ მეუფე შიო მოწამლესო? – ეს არის ცრუ ინფორმაცია-მეთქი – „ციანიდის საქმეც“ ასევე არის შეთხზული, ორივე საქმე ხელოვნურია“ – ამის შესახებ ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტმა, მეუფე ნიკოლოზმა, საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, მეუფე შიოს შესაძლო მოწამვლასთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

მისივე თქმით, მეუფე შიოს შესაძლო მოწამვლასთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაცია ვიღაცის ინტერესშია და „შემთხვევითი ამბავი არ არის“.

„ეს ჩემი საქმე არ არის და ეს პოლიტიკაა. ხე ნაყოფით იცნობა, ნაყოფი ის არის, რომ დღეს მეუფე შიო წირვას ჩაატარებს, თავს მშვენივრად გრძნობს“,-განაცხადა მან.

მისივე თქმით, თუ მეუფე შიო მოწამლულია, მკვლელი არ ვარგებულა, რადგან კარგად ვერ მოუწამლავს.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,766,328 ნახვა