სპორტი

გიორგი მამარდაშვილმა ზედიზედ მეშვიდე მატჩში შეინახა კარი მშრალად და 97-ე წუთზე პენალტის მოგერიებით „ვალენსიას“ გამარჯვება მოუტანა

საქართველოს ნაკრების მეკარემ გიორგი მამარდაშვილმა ზედიზედ მეშვიდე მატჩში შეინახა კარი მშრალად და 97-ე წუთზე პენალტის მოგერიებით „ვალენსიას“ გამარჯვება მოუტანა.

„ღამურები“ ანდრე ალმეიდას გოლით სტუმრად „ოსასუნას“ უგებდნენ, როდესაც 97-ე წუთზე „ვალენსიას“ კარში 11-მეტრიანი დარტყმა დაინიშნა, თუმცა მამარდაშვილმა ანტე ბუდიმირს ანგარიშის გათანაბრების საშუალება არ მისცა.

აღსანიშნავია, რომ მამარდაშვილმა პირველად „ვალენსია“ მოედანზე კაპიტნის რანგში გაიყვანა.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,763,706 ნახვა